ცხელი ზაფხულის დღეებში, როცა მაღალი ტემპერატურა მოსვენებას არ გვაძლევს, სასწრაფოდ ვრთავთ კონდიციონერს. ჩვენ მას ვრთავთ მანქანით მგზავრობისას და სახლში – დასვენების დროს. მაგრამ უსაფრთხოა თუ არა ეს ჯანმრთელობისთვის?
სითბური შოკის რისკი
ჩვენ მივეჩვიეთ იმ აზრს, რომ მთავარი მტერი არის კონდიციონერი. რეალურად კი, ძირითადი საფრთხე იმალება მოსალოდნელ სითბურ შოკში.
სითბური შოკი – ეს არის ადამიანის სხეულის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, როცა ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის მზად ცვლილებისთვის. ეს შოკი ხშირად ვითარდება ტემპერატურის 10დან მეტი გრადუსით ცვლილების დროს. როცა სხდებით მანქანაში და რთავთ კონდიციონერს, ეს სერიოზული დარტყმაა ფილტვებისთვის, რომლებიც დასუსტების შედეგად ღიაა ჰაერში არსებული ყველა მავნე ბაქტერიის მიმართ.
სწორედ ამიტომ, მეცნიერები გვირჩევენ,ლ რომ ტემპერატურა მხოლოდ 4 გრადუსით შევცვალოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მკვეთრი ცვლილება ავტომობილის სალონში. ტემპერატურის ნახტომები განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის: ბავშვებს და მოხუცებს გაცილებით მძიმედ გადააქვთ სითბური შოკი.
დაბინძურება მანქანის სალონში
ყოველ მანქანას ჰაერის წმენდის სისტემა აქვს, ის მუშაობს სპეციალურად დამუშავებული ფილტრებით, რომელთა მიზანიც არის რაც შეიძლება მეტი ჰაერის გასუფთავება. პრობლემა იმაშია, რომ მოცემული ფილტრები სწრაფად ბინძურდება ან ზიანდება და იწყებენ ბაქტერიების ,,შეშვებას” ავტომობილის სალონში. როცა რთავთ კონდიციონერს და ხურავთ ფანჯრებს, გაუწმენდავი ჰაერი სალონში ცირკულირებს და დიდი რაოდენობით ხვდება სასუნთ გზებში. შედეგად, შეიძლება აიკიდოთ სერიოზული დაავადება, მაგალითად, ფილტვების ანთება (პნევმონია).
მთავარი რჩევაა – რაც შეიძლება ხშირად შეცვალოთ სალონის წმენდის ფილტრები და სველი წესით დაალაგოთ კვირაში 2-3ჯერ. იშვიათად გამოიყენეთ კონდიციონერი სიცხის დროს. უმჯობესია, რომ ცივი სასმელებით და სუფთა ჰაერით გაგრილდეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას!
გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!