მთავარი კულინარია ”წითელი ყაბაყი” ზამთრისთვის. ჩემი ქმარი მთელ ქილას ჭამს ერთ ჯერზე.

”წითელი ყაბაყი” ზამთრისთვის. ჩემი ქმარი მთელ ქილას ჭამს ერთ ჯერზე.

by Keti

ამას წინათ მეგობარს ვესტუმრე, რომელიც გამიმასპინძლდა ”წითელი ყაბაყით”. იმდენად მომეწონა სალათი, რომ გადავწყვიტე – ეს კერძი ჩემს მაცივარში სულ უნდა იყოს!. საკმაოდ მარტივი რეცეპტია იაფი ინგრედიენტებით, რომლის შეძენა ყველას შეუძლია, მომზადებას კი, ბავშვიც გაუმკლავდება.

ყველაზე გემრიელი ”წითელი ყაბაყი”

ჭარხალი მოხარშეთ ბოლომდე. თავიდან 20 წუთი მდუღარე წყალში ხარშეთ. შემდეგ კი ცივ წყალში გადაიტანეთ, რომელიც ხშირად უნდა უცვალოთ იმისათვის, რომ წყალი სულ ცივი იყოს. აქ ჭარხალი საბოლოოდ მომზადდება.

გაფცქვენით ყაბაყი, გახეხეთ მსხვილ სახეხზე. გაწურეთ და წვენი გადაღვარეთ.

დაგჭირდებათ 600 გ ჭარხალი

გახეხეთ ჭარხალიც და შეურიეთ გახეხილ ყაბაყს.

ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად და დამდუღრეთ წყლით.

დაგჭირდებათ ერთი ცალი ხახვი

აქვე დაამატეთ წვრილად დაჭრილი ნივრის კბილი. აურიეთ.

გაასტერილეთ ქილა. მოამზადეთ ხსნარი: ქვაბში ჩაასხით 250 მლ ცივი წყალი. დაამატეთ 40 მლ 9% იანი ძმარი, 25 გ შაქარი, ნახევარი ჩ. კ. მარილი, ოთხი ცალი პილპილის მარცვალი, აურიეთ, წამოადუღეთ და ჩაასხით ბოსტნეულიან ქილაში და მოხუფეთ. თუ გსურთ ზამთრისთვის შეინახოთ, გაასტერილეთ ქილა შიგთავსით.

სალათი გამოდის ძალიან არომატული. გამოდგება როგორც გარნირად, მაგალითად ხორცეულთან ან მაკარონთან, ასევე ცალკე კერძად.

გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ, თქვენ როგორ ამზადებთ ყაბაყს ზამთრითვის.

ეს რეცეპტი კი გაუზიარეთ მეგობრებს სოცქსელში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: