მთავარი ჯანმრთელობა უნდა დავლიოთ თუ არა ჩაი ღამით?

უნდა დავლიოთ თუ არა ჩაი ღამით?

by Keti

მსოფლიოს ყველა კუთხეში ჩაი ყოველი სახლის შეუცვლელი პროდუქტია. ზოგიერთი ხალხი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჩაის ცერემონიებს. მაგალითად, აზერბაიჯანსა და თურქეთში ჩაის მთელი დღე სვამენ – სტუმრად, კაფეებში, ჩაიხანებში. ჩაი სასურველი სასმელია დილითაც და საღამოთიც, მაგრამ ჩნდება დილემა – შეიძლება თუ არა ჩაის სმა ძილის წინ?

ჩაის სარგებლობა

განვიხილოთ შავი ჩაის სარგებლობა ორგანიზმისთვის: ის შეიცავს დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს. ესენია:

  • ვიტამინები;
  • მთრთიმლავი ნივთიერება;
  • კოფეინი;
  • ამინომჟავები;
  • რკინა;
  • თუთია;
  • მაგნიუმი;
  • კალციუმი;
  • იოდი და სხვა.

ჩაიში შემავალ ტანინს აქვს მარეგენირებელი, ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები. ჩაის საშუალებით შეიძლება ჭრილობების დეზინფიცირება. მასში დიდი რაოდენობით P ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლძარღვების, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალური მუშაობისთვის.

ჩაის აქვს ნერვული სისტემის დამაწყნარებელი უნარი და ამავდროულად ის ახდენს ამ სისტემის ტონუსის მატებას. საქმე იმაშია, რომ ჩაიში შემავალი კოფეინი, ყავისგან განსხვავებით, ნელა შეითვისება და ნელა გამოდის ორგანიზმიდან.

ზიანი ჯანმრთელობისთვის

ჩაის მიიღებთ თუ არა ღამით, ეს თავად უნდა გადაწყვიტოთ, თუმცა ნებისმიერ დროს მისი მოხმარება შესაძლოა მავნე აღმოჩნდეს, თუ სასმელს არასწორად მოვამზადებთ. მაგალითად, ძალიან მაგარი ჩაი არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, მათ შორის, კუჭის წყლული ან მომატებული თვალშიგა წნევა.

შეიძლება თუ არა ჩაის სმა ღამით?

სასმელში შემავალი კოფეინი ორგანიზმიდან 5-6 საათის შემდეგ გამოიყოფა, ამიტომ სჯობს, რომ ჩაი ღამით არ დალიოთ, მით უფრო, თუ გაქვთ ამის ცუდი გამოცდილება, კერძოდ, ჩაის გვიან დალევის შემდეგ დიდხანს ვერ დაგეძინათ. ესე იგი, თქვენი ნერვული სისტემა ზედმეტად აქტიურად რეაგირებს კოფეინზე. ასეთ შემთხვევაში, უძილობას თან ახლავს გაღიზიანებადობა, ასევე გახშირებული გულისცემა. სასურველია, ჩაი ძილამდე 3-4 საათით ადრე მიიღოთ.

რაც შეეხება ღამის ცვლაში მომუშავე ადამიანებს, მათ სასურველია, ჩაი მიიღონ სამუშაოს წინ. იგივე ეხებათ მოგზაურებს, მით უმეტეს, მძღოლებს.

სწორი არჩევანი

თუ ადამიანი მაინც მიეჩვია ჩაის სმას ღამით, მაშინ სჯობს, რომ სასმელი გარკვეულწილად შეცვალოთ, მაგალითად, დალიოთ არა შავი ან მწვანე, არამედ ბალახეულის ჩაი.

მაგალითად, გვირილისა და ლავანდის ნარევის ჩაი მოქმედებს როგორც ეფექტური დამაწყნარებელი. ამისათვის ერთ ს. კ. ბალახეულს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. 10-15 წუთის შემდეგ კი შეგიძლიათ მიირთვათ. გემოსთვის რეკომენდებულია ერთი ჩაის კოვზი თაფლის დამატება.

გვირილა შეიცავს მცენარეულ ფლავონოიდ – აპიგენინს, რომელსაც სედატიური ეფექტი აქვს და ხელს უწყობს სწრაფად დაძინებას. თუმცა გვირილა დიურეტიკული მცენარეცაა, ამიტომ ეს სასმელი ძილამდე 2 საათით ადრე დალიეთ.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მელისას ახალი ფოთლები, ის ცოტათი ლიმონს ჰგავს და საუკეთესო დამაწყნარებელია. რამდენიმე ფურცელს დაასხით 150 გ მდუღარე წყალი და 15 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დალიოთ, ძილამდე ერთი საათით ადრე.

თუ მაინცდამაინც ძალიან გინდათ შავი ჩაი, მაგარი არ გააკეთოთ. ასევე შეგიძლიათ ჩაიში ცოტა რძე დაამატოთ. ამ დროს ხდება მისი განზავება და ქვეითდება კოფეინის ეფექტი.

მწვანე თუ შავი?

მცდარია აზრი, რომ მწვანე ჩაი თითქოს ნაკლებად მავნეა, ვიდრე შავი. მათში კოფეინის რაოდენობა დაახლოებით ერთნაირია. განსხვავება შეიძლება იყოს ჩაის ხარისხში. ასევე მწვანე ჩაი მოქმედებს როგორც შარდმდენი საშუალება, შესაბამისად, ღამით მისი მირთმევა უფრო არასასურველია, ვიდრე შავი ჩაის.

სამაგიეროდ, მწვანე ჩაის გამოყენება დილით მოგცემთ ძალებს, გააქრობს შეშუპებას, აამაღლებს იმუნიტეტს. გარდა ამისა, ამ სასმელის წყალობით უფრო სწრაფად ხდება ცხიმების წვა.

სპეციალისტთა რჩევები

  1. არ შეიძლება ჩაის დალევა ძილის წინ.
  2. ასევე სახიფათოა ძალიან მაგარი ჩაის მიღება, რადგან კოფეინმა შესაძლოა, უძილობის გარდა, თავის ტკივილის პროვოცირებაც მოახდინოს.
  3. არ უნდა დალიოთ ძალიან ცხელი ან ძალიან ცივი ჩაი. პირველ შემთხვევაში, შესაძლოა, საყლაპავისა და კუჭის შესავლის დაზიანება. მეორე შემთხვევაში და კი გაციების საშიშროება დგას.
  4. არ უნდა მიაყოლოთ ჩაი მედიკამენტებს, რადგან ტანინი ხელს უშლის სამკურნალო ნივთიერების შეწოვას.
  5. ჩაის დალევის შემდეგ, შესაძლოა, საკვები უგემური მოგეჩვენოთ.
  6. თუ ამ სასმელს მიიღებთ ჭამის დროს, პროტეინის შეთვისება დაქვეითდება.
  7. ჭამის შემდეგ მაშინვე მიღებულმა ჩაიმ შესაძლოა დააზიანოს ორგანიზმი მასში ტანინის შემცველობის გამო, რადგან ის მოქმედებს საკვებში შემავალ ზოგიერთ ნივთიერებაზე.
  8. არ არის სასურველი მშიერზე ჩაის მიღება.
  9. ყველაზე მავნე ჩვევაა სასმელის მრავალჯერადი დაყენება.

იმისთვის, რომ იყოთ ჯანმრთელი, სვით ჩაი სწორად! ეს საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ მეტი სარგებელი ორგანიზმისთვის და დატკბეთ ამ შესანიშნავი სასმელის ნამდვილი გემოთი.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!