მთავარი სილამაზე 7 პროდუქტი, რომელიც აკნეს გაჩენის პროვოცირებას ახდენს

7 პროდუქტი, რომელიც აკნეს გაჩენის პროვოცირებას ახდენს

by Keti

იმ შემთხვევაშიც კი, თუ იცავთ ჯანმრთელ დიეტას, შეიძლება არსებობდეს უცნობი პროდუქტები, რომლებიც აკნეს გაჩენის პროვოცირებას იწვევენ. ის, რასაც მიირთმევთ, აისახება ჩვენს შინაგან ორგანოებზე და ასევე გარეგნულად. გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომლებიც იწვევს აკნეს.

რძის პროდუქტები

რძის პროდუქტები გარკვეულწილად იწვევს სხვადასხვა პრობლემას. გამონაყარის შემთხვევაში თავს იჩენს ორი საკვანძო პრობლემა. ამ პროდუქტებს მაღალი ინსულინოგენური უნარი გააჩნიათ, ამიტომ მათი მიღებისას ცოტა ინსულინი გამომუშავდება, რაც ცუდად აისახება კანზე.

მეორე პრობლემა ჰორმონების გამომუშავებაშია, ჰორმონალური პრობლემები კი გამონაყარს უკავშირდება. თუ გაწუხებთ გამონაყარი, თავი აარიდეთ რძის პროდუქტებს.

შემწვარი საკვები

შემწვარი ფასტ ფუდი მნიშვნელოვნად აუარესებს კანის მდგომარეობას. ცხიმი, რომელიც არსებობს ამ გადამუშავებულ შემწვარ პროდუქტებში, იწვევს კანის სხვადასხვა პრობლემას.

თუ გაწუხებთ გამონაყარი, იშვიათად მიიღეთ შემწვარი პროდუქტები.

წვენები და გაზირებული სასმელები

ცნობილი ფაქტია, რომ გაზიანი სასმელები და წვენები დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. ამას ემატება მათში უჯრედისის არარსებობა. უჯრედისი წარმოადგენს მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებას სისხლში შაქრის ცვლილების თავიდან ასაცილებლად. მის გარეშე კანი ნაადრევად ბერდება. თუ სისტემატურად სვამთ შაქრიან სასმელს, მალე გაგიჩნდებათ ნაოჭები და ზედმეტი კილოგრამები.

კარტოფილის ჩიფსები

გარკვეული ჰორმონები და ასევე პროდუქტები, რომლებიც იწვევს ჰორმონულ ბუმს, შესაძლოა აკნეს მაპროვოცირებელი იყოს. მაგალითად, ანდროგენული ჰორმონები, რომლებიც სქესობრივი მომწიფების პერიოდში აქვთ ბიჭებსაც და გოგონებსაც, ხშირად იწვევს ცხიმოვანი ჯირკვლების გადიდებას და ზედმეტი ცხიმის გამომუშავებას. ეს კი ჩირქოვანი გამონაყარის გაჩენის საფუძველია.

სხვა ჰორმონული ფაქტორები კი, მათ შორის, ორსულობა, დიეტა და ორალური კონტრაცეფტივების გამოყენება ასევე აუარესებს კანის მდგომარეობას და იწვევს რთულ გამონაყარს. დიეტა მოქმედებს აკნეზე იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიირთმევთ პროდუქტებს ნახშირწყლების მაღალი შემცველობით, რომლებიც იწვევს ჰორმონული დონის ცვლილებას.

ნაჯერი ცხიმები

თქვენ უარი უნდა თქვათ ჰამბურგერზე, შემწვარ ქათამზე და სწრაფი მომზადების კერძებზე, თუ გსურთ კანის გასუფთავება. სხვადასხვა კვლევით დადგინდა, რომ მუწუკებიანი ადამიანები უფრო მეტ ნაჯერ ცხიმს მიირთმევენ მათთან შედარებით, ვისაც ეს პრობლემა არ აქვს.

ხორცის ჭარბად მიღება

კომპლექსური დიეტოლოგის, სუზენ ტაკერის სიტყვებით, სილამაზე ასახავს იმას, თუ რამდენად ბედნიერია თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა. მისი თქმით ის ადამიანები, რომლებიც ძირითადად მცენარეებით იკვებენიან, თითქოს შიგნიდან ანათებენ.

შემჩნეულია, რომ ადამიანებს, რომლებიც უარს ამბობენ ხორცზე, გამონაყარი და ეკზემა თითქმის უქრებათ. ეს იმით აიხსნება, რომ მცენარეულ დიეტაში შემავალი უჯრედისი, ამინომჟავები და მინერალები საჭმლის მომნელებელ სისტემას ტოქსინებისგან ყოველდღიურ გათავისუფლებაში ეხმარება, შესაბამისად, კანიც ჯანსაღდება.

თეთრი პური

დამტკიცებულია, რომ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა შვრიის ფაფა, ბლითები, მაკარონის ნაწარმი, სხვადასხვა ფანტელები აჩქარებს კანის დაბერების პროცესს და იწვევს გამონაყარს. გარდა ამისა, ,,ჯანსაღი” მარცვლოვანი პროდუქტი, რომელსაც შეიცავს დაღერღილი ხორბალი და აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი, ხშირად, შევსებულია გლუკოზით, რაც იწვევს ნაოჭებს.

თეთრი პურის ნაცვლად გამოიყენეთ მსხვილად დაღერღილი ხორბლის პური, ის დაგეხმარებათ კანის გასუფთავებაში.

თქვენ თუ იცოდით ამ პროდუქტების მოქმედების შესახებ? რამდენად ხშირად მიირთმევთ მათ? გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!