მთავარი ჯანმრთელობა 9 სასმელი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

9 სასმელი იმუნიტეტის გასაძლიერებლად

by guramus

ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად არ არის აუცილებელი ძვირადღირებული მედიკამენტებისა და კვებითი დანამატების შეძენა. სახლში მომზადებული სასმელები გაცილებით უფრო ეფექტურია და თან ნატურალური. ისინი გემრიელიცაა და ვიტამინებით სავსეც, ამავე დროს, ხელმისაწვდომი.

არსებობს სხვადასხვა სახის სასმელი, ისინი ორგანიზმს ამარაგებს ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით. შედეგად ის უფრო ამტანი ხდება ვირუსებისა და სხვა დაავადებების მიმართ. მომატებული იმუნიტეტი აძლიერებს მადას, ამაგრებს კბილებს, აახალგაზრდავებს კანს, ამაღლებს ადამიანის შრომისუნარიანობას.

კურკუმა რძით

კურკუმა გავრცელებული საკმაზია. მისი ანტიოქსიდანტური დადებითი თვისებები საყოველთაოდაა ცნობილი. პირველად უნდა მოამზადოთ ნარევი. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • 1/3 ჩ. ჭიქა კურკუმას ფხვნილი
  • 2/3 ჭიქა წყალი

შეურიეთ ერთმანეთს და ნარევი დადგით ცეცხლზე. ურიეთ 10 წუთის მანძილზე, სანამ ის არ გასქელდება და პასტისებური არ გახდება. გააციეთ და შედგით მაცივარში. შეგიძლიათ შეინახოთ 30 დღის მანძილზე. საჭიროების შემთხვევაში 1-2 ჩ. კ. პასტა გახსენით 1 ჭიქა რძეში. შეათბეთ 40 გრადუსამდე და მიირთვით. შეგიძლიათ 1 ჩ. კ. თაფლის დამატება. კურკუმა შარდმდენია. ამიტომ პარალელურად მიიღეთ მეტი სითხე.

იმბირის ჩაი

ძლიერი გამახურებელი ეფექტის გამო, იმბირის გამოყენება სასურველი არ არის მაღალი ტემპერატურისა და წნევის, სისხლდენის დროს. ასევე ცხელი დღეების დროს. არ ღირს იმბირის მიღება გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს. იმბირის სასმელი საუკეთესოა რძიანი ჩაის მოყვარულთათვის. ამისთვის საჭიროა 50-60 გ მცენარის ფესვი. დაჭერით ის წვრილად და აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი, ჩაყარეთ მასში იმბირი და ადუღეთ 10 წუთით. შემდეგ ემატება 2 ჭიქა რძე და იხარშება 5 წუთის განმავლობაში.

ვისაც რძე არ უყვარს, შეუძლია მიირთვას ხილის ნაყენი. ამისთვის დაგჭირდებათ:

  • ერთი ს. კ. გახეხილი იმბირი
  • ციტრუსის ცედრა
  • ერთი მუჭა ვაშლის ჩირი
  • ერთი ღერო დარიჩინი
  • ცოტა ანისი

აადუღეთ წყალი, დაამატეთ იმბირი, ცედრა, ვაშლი და სანელებელი. დადგით ცეცხლზე 5 წუთით. შემდეგ დააყოვნეთ ჩაი თავდახურული და როცა შეგრილდება, დაამატეთ თაფლი. გადაწურეთ ბადეზე და მიირთვით. ძალიან სასიამოვნო დასალევია.

თაფლი ლიმონი და იმბირი

ამ კომბინაციის სასმელი ეფექტურია გაციების პირველ სტადიაზე და ძალიან გემრიელია.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 100 გ იმბირი
  • ნახევარი ლიმონი
  • ერთი ლ წყალი
  • ერთი ჩ. კ. თაფლი

იმბირს და ციტრუსს ასხამენ მდუღარე წყალს და დგამენ ნახევარი საათით. ამის შემდეგ უმატებენ თაფლს. შეგიძლიათ დაამატოთ შაქარი ან დარიჩინი.

წიწვოვანის სასმელი

ამ სასმელს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი და ამოსახველებელი ეფექტი. მისი გამოყენება არ ღირს ღვიძლისა და თირკმლების დაავადების დროს, ასევე ორსულებისთვის.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • ახალგაზრდა წიწვები – 200 გ
  • 2 ლ წყალი
  • ლიმონი და თაფლი გემოვნებით

წიწვებს დაასხით წყალი და წამოადუღეთ. 10 წუთის შემდეგ დააფარეთ სახურავი. როცა გაცივდება, დაამატეთ თაფლი და ლიმონის წვენი. კარგად აურიეთ.

ლიმონის ბურახი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • შაქარი გემოვნებით
  • 130 გ გახეხილი ლიმონი
  • 3 ლ წყალი
  • 30 გ საფუარი
  • 30 გ ქიშმიში

შაქარი გახსენით წყალში და წამოადუღეთ. როცა გაცივდება, დაამატეთ ქიშმიში, ლიმონი და საფუარი. დადგით 3 დღით ცივ ადგილას. შემდეგ მიირთვით.

მოცვის მორსი

ამ სასმელის სასარგებლო თვისებები ადუღებისას იკარგება, ამიტომ მომზადებამდე კენკრას წურავენ. კლასიკური რეცეპტით მორსი მზადდება ასე:

ერთ ჭიქა მოცვს წურავენ მარლის დახმარებით. შემდეგ წამოადუღეთ ერთი ლ წყალი და გააციეთ. დაამატეთ წყალს მოცვის გამოწურული წვენი და თაფლი გემოვნებით. შეფუთეთ და დატოვეთ 2 საათით.

ასკილის ნახარში

ასკილი დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, რომელიც 80 გრადუსზე მეტ ტემპერატურაზე იშლება. ამიტომ მოამზადეთ შემდეგნაირად:

ერთი ლ წყალი წამოადუღეთ და გააციეთ. ჩაყარეთ მასში 4 ს. კ. ასკილი. შეფუთეთ 3 საათის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გადაწურეთ.

სასმელი ბავშვებისთვის

როცა ბავშვი ძუძუს თავს ანებებს, აუცილებელია მის იმუნიტეტზე ზრუნვა. არ მისცეთ მას სუფთა წვენები, ისინი წყალში უნდა განაზაოთ. ადრეულ ასაკში არ არის სასურველი იმბირი, მოცვი, ჟოლო. სამაგიეროდ სასარგებლოა ძახველი, რადგან ჰიპოალერგიული მოქმედებისაა. 6 თვის შემდეგ ბავშვებს მხოლოდ კომპოტები დაალევინეთ.

ყველა აღნიშნული სასმელი ორგანიზმს ამარაგებს შეუცვლელი ვიტამინებით. საჭიროა მათი სწორი გამოყენება.

გაუზიარეთ ეს რეცეპტები თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: