მთავარი ჯანმრთელობა 7 უსაფრთხო გზა მსხვილი ნაწლავის გასუფთავებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

7 უსაფრთხო გზა მსხვილი ნაწლავის გასუფთავებისა და ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

by Keti

შენი მსხვილი ნაწლავი 152.4 სმ სიგრძისაა, მაგრამ რამდენადაც გრძელია ის, იმდენად მცირე ყურადღება სჭირდება, რათა პრობლემა არ შეექმნას. ჩვენი მსხვილი ნაწლავი იმდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ მისი დაიგნორება ნამდვილად არ ღირს.

გთავაზობთ ჩვენს მიერ შეგროვილ 7 მეთოდს, რომლითაც შეძლებთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ჯანსაღად გაწმენდას.

1. დაამატე შენს რაციონს ვიტამინი C

ვიტამინი C-ს რაოდენობა 100 გ პროდუქტში

C ვიტამინი ბევრ ხილსა და ბოსტნეულში შედის, ის გვეხმარება ნაწკავების გაწმენდაში. ეს ფაქტი 2015 წლის კვლევით დადასტურდა. ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, მარწყვი და ლიმონი დადებითად მოქმედებს ნაწლავებისა და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

2. გამოიყენე პრობიოტიკები, მეგობარი ბაქტერია, რომელიც იცავს ნაწლავებს

კვლევა ადასტურებს, რომ პრობიოტიკები გვეხმარება ნაწლავის კიბოს პრევენციაში და სიმსივნის გაჩენის შემდეგ მის მკურნალობაშიც. ეს ,,კარგი ბაქტერიები” აჩერებს ანთებით პროცესს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას, ეს კი პირდაპირ უკავშირდება ნაწლავის ჯანმრთელობას. პრობიოტიკების მაღალი რაოდენობა შედის ისეთ ფერმენტირებულ საკვებში, როგორიცაა ბერძნული იოგურტი, ვაშლის ძმარი, კიმჩი, კომბუჩა, მისო და ზოგიერთი ტიპის ყველი.

3. დაამატე რაციონში რეზისტენტული სახამებელი

მგდრადი სახამებლის შემცველ პროდუქტებში შედის კარტოფილი, ბრინჯი, მწვანე ბანანი,  პარკოსანი მცენარეები, მარცვლეული. ისინი ნაწლავის გარშემო ქმნის დამცავ მიკროფლორას და ეხმარება მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. 2013 წლის მიმოხილვის მიხედვით, მდგრადი სახამებელი ახდენს ნაწლავის კიბოს პრევენციას.

4. დალიეთ მეტი წყალი საკვების ათვისების გაუმჯობესებისთვის

სითხის ნაკლებობა შეკრულობის ერთ-ერთი მთავარ მიზეზად ითვლება. დღეში 1.5 ან 2 ლ წყლის დალევა ახდენს ყაბზობის შეჩერებას. სითხის მიღების ალტერნატიული მეთოდია ისეთი ხილისა და ბოსტნეულის მიღება, რომელთა შემადგენლობაშიც ბევრი წყალია – კიტრი, ნიახური, პომიდორი, საზამთრო და მარწყვი…

5. დარწმუნდი, რომ მიირთმევ მაღალი ბოჭკოს შემცველ პროდუქტებს

გამოკვლევები ადასტურებს, რომ მაღალი ბოჭკოს შემცველი საკვების მიღება ამცირებს ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. გარდა ამისა, ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტები ინტენსიურად კვებავს ნაწლავში არსებულ ,,კარგ” ბაქტერიებს და ამცირებს ანთებებს, გვეხმარება საჭმლის მომნელებელი სისტემის ისეთი დარღვევების მკურნალობაში, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი.

ასეთი მაღალი ბოჭკოს შემცველი პროდუქტებია ჟოლო, მწვანე ბარდა, ბროკოლი, ოსპი, ლობიო და მარცვლეული პროდუქტები.

6. მცენარეული ჩაი ეხმარება საჭმლის მომნელებელ სისტემის ჯანმრთელობას მსხვილი ნაწლავის გავლით

მცენარეული ჩაი ძალიან სასარგებლოა ნაწლავის წმენდისთვის. გამოკვლევების მიხედვით, ავსტრალიერმა მკვლევრებმა იპოვეს კავშირი მცენარეული ჩაის მოხმარებასა და მსხვილი ნაწლავის კიბოს დაბალ რისკს შორის. საფაღარათო მცენარეები, როგორიცაა ფსილიუმი, ალოე ვერა და ტუხტის ფესვები ეფექტურად ებრძვის შეკრულობას. თუმცა ამ მცენარეების გამოყენებამდე კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ, რადგან ისინი ზოგ შემთხვევაში მავნეა.

7. სცადე მარილიანი წყლის სასმელი

2010 წლის კვლევამ დაამტკიცა, რომ მარილიანი წყალი წმენდს მსხვილ ნაწლავს, როცა ის შეწყვილებულია იოგას გარკვეულ პოზებთან. სცადეთ ასე: ყოველ დილით, საუზმის დაწყებამდე, შეურიეთ 2 ს. კ. ზღვის ან ჰიმალაის მარილი ერთ ჭიქა ნელთბილ წყალთან. დალიეთ ის სწრაფად და გაიმეორეთ იგივე საღამოობით.

თქვენ თუ გიცდიათ რომელიმე მეთოდი? იქნებ საკუთარი მიდგომები გაქვთ მსხვილი ნაწლავის წმენდისთვის? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! სტატია კი აუცილებლად აჩვენეთ თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: