მთავარი ჯანმრთელობა რეცეპტი: ანგინა 3 დღეში ქრება

რეცეპტი: ანგინა 3 დღეში ქრება

by guramus

ყველას გამოუცდია ყელის ტკივილი, ფხაჭვნა, ყლაპვის გაძნელება. ეს ფარინგიტის სიმპტომებია, რომლებიც სხვადასხვაგვარად ვლინდება. ესენია: ყელის სიწითლე, ტკივილი, თანმხლები სურდო… გირჩევთ, სანამ ტაბლეტებით მკურნალობას მიმართავთ, კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ. მასთან ვიზიტამდე კი გამოიყენეთ ხალხური საშუალებები.

შემოგთავაზებთ ნატურალური პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა დიდი ნაწილი ხელმისაწვდომია და ყველას აქვს სახლში.

თაფლი

კვლევებმა აჩვენა, რომ თაფლი შველის ტკივილებს ყელის არეში. ის არამხოლოდ აყუჩებს ტკივილს, არამედ კლავს ბაქტერიებს. თაფლში არის ნივთიერებები, რომლებიც სხვა ანტიმიკრობულ ნივთიერებებთან ურთიერთქმედებისას წარმოქმნის წყალბადის ზეჟანგს. თუმცა არ ღირს ამ პროდუქტის მიცემა წლამდე ბავშვებისთვის, რადგან შესაძლოა, თაფლმა გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქცია.

გაყინული კვების პროდუქტები

შეგიძლიათ ანგინის დროს გამოიყენოთ ყველანაირი გაყინული პროდუქტი: ყინული, ნაყინი, იოგურტი. ეს დაგეხმარებათ ყელის ქსოვილებისა და ნერვების გაყუჩებაში, რაც ხსნის ტკივილებს. გარდა ამისა, თქვენ მორალურ კმაყოფილებას მიიღებთ იმით, რომ მიიღეთ ტკბილეული.

ჩაი

თბილი სასმელები აქრობს დისკომფორტს ყელის მიდამოში. იმბირის, ძირტკბილას და თელას ფესვები შველის ყელის ტკივილს. შეგიძლიათ მიირთვათ გვირილას ჩაიც. ასევე კვლიავის, სალბის, ბეგქონდარას ჩაი .

მარილი

ჩვენი დედები და ბებიები ყოველთვის გვირჩევდნენ ყელის გამოვლებას მარილიანი ან სოდიანი წყლით, თუკი გვაწუხებდა ყელის ტკივილი და ფხაჭვნა. გახსენით 1/4 ჩ. კ. მარილი ერთ ჭიქა თბილ წყალში და დაიმუშავეთ ყელი. სასურველია, რომ პირის ღრუ რეგულარულად გამოირეცხოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქრება ანთება.

ქათმის სუპი

მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქათმის სუფს შეუძლია ყელის ანთების ჩახშობა. თუმცა, სამწუხაროდ, ეს კვლევები ადამიანებზე არ მიმდინარეობდა.

კარტოფილის პიურე

შეგიძლიათ შეისუნთქოთ კარტოფილის ორთქლი, შეგიძლიათ მიირთვათ იგი ცხელი სახით. ასევე გთავაზობთ სხვა მეთოდსაც. მოხარშეთ კარტოფილი და ჩაჭყლიტეთ ის. ჩადეთ ორ ფენა ქსოვილში და მიიდეთ ყელზე. შეიკარით და დაიტოვეთ რამდენიმე საათით, სანამ კარტოფილი სრულად არ გაცივდება. ასეთი კომპრესის წყალობით ყელთან სისხლის დიდი ნაკადი მიედინება, რაც ახშობს ანთებას და ტკივილის შეგრძნებებს.

ნიორი

ნიორი შეიცავს ალიცინს, რომელსაც ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ამიტომ გაციებისას შეგიძლიათ მისი გამოყენება. თუმცა, სამწუხაროდ, არ არსებობს მასშტაბური დადასტურება იმისა, რომ ნიორი ნამდვილად სასარგებლოა გაციების დროს.

სანამ სამკურნალო პრეპარატს ან შესაბამის პროდუქტს შეარჩევთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. არასასურველი სიმპტომებისგან გათავისუფლების მიზნით, თქვენ უნდა გაზარდოთ თუთიის რაოდენობა ორგანიზმში. მაგალითად, ელდერბერი შესანიშნავად ებრძვის ყელის ტკივილს, ასევე მისაღებია პელარგონიის ფესვის ექსტრაქტი, რომლის მიღება 6 წლამდე ბავშვებსაც შეუძლიათ. ის ხსნის ტკივილს, თუმცა არ ღირს ამ პრეპარატების მიღება დამოუკიდებლად, რადგან ამით შეგიძლიათ საფრთხეში ჩააგდოთ თქვენი ან ახლობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა.

დასკვნა

ჩვენ აღვწერეთ ის პროდუქტები, რომლებიც ამერიკელი მკვლევარების აზრით, დაგეხმარებათ ყელის გაციებისა და ტკივილის დროს. გირჩევთ, რომ სინჯოთ თუნდაც რამდენიმე მათგანი. გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაგვიზიარეთ კომენტარებში, რა ხალხური საშუალებებით მკურნალობთ თქვენ ყელის ტკივილს.

ჩვენი შემოთავაზებული რჩევები კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!