მთავარი ჯანმრთელობა აი, რომელ ჩაის შეუძლია შეკრულობისგან გაგათავისუფლოს

აი, რომელ ჩაის შეუძლია შეკრულობისგან გაგათავისუფლოს

by Keti

მცენარეული ჩაი ბევრ ადამიანს უყვარს მისი დამამშვიდებელი და მომადუნებელი ეფექტის გამო. თუმცა ზოგიერთი ჩაი შეკრულობის პრობლემასაც აგვარებს. გარკვეული ინგრედიენტები, როგორიცაა კასკარა ან სენა, ფლობენ ნატურალურ საფაღარათო უნარებს. ამიტომ ნორმალურ შემთხვევაში სასურველია მცენარეული ჩაის რაოდენობის ლიმიტირებულად დალევა.

შეკრულობა საკმაოდ არაკომფორტული მდგომარეობაა და ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა განწყობაზეც მოქმედებს. მაიოს კლინიკის აღწერით შეკრულობა ის არის, როცა ადამიანი კვირაში სამ ჯერზე ნაკლებად გადის კუჭში. განავლის იშვიათი გამოყოფის შედეგად ის შრება და მკვრივდება, რაც შემდეგ უფრო ართულებს მის გარეთ გამოსვლას.

რატომ იყენებენ ჩაის შეკრულობის სამკურნალოდ?

ისეთი სითხეების რეგულარული მიღება, როგორიც არის ჩაი და წყალი, ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია შეკრულობის პრევენციისა და მისი ახლადგაჩენილი სიმპტომების მკურნალობისთვის. საკმარისი ჰიდრირება იდეალური ლუბრიკაციაა ნაწლავებისთვის.

კასკარას და სენას მცენარეებს დიდი ხანია საფაღარათო საშუალებად იყენებენ. ისინი ასევე ბევრი მცენარეული ჩაის დანამატებში შედის. ამ მხრივ ეს ორი მცენარე გამორჩეულია, ამიტომ შეკრულობასთნ ბრძოლაც მათი განსაკუთრებული ,,პრეროგატივაა”.

რა იწვევს შეკრულობას?

არსებობს შეკრულობის გამომწვევი სამი მთავარი მიზეზი:

  • დაბალი ბოჭკოს შემცველი დიეტა
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი
  • დეჰიდრატაცია

ზოგჯერ მოგზაურობაც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ცვლილებებს, ასევე სტრესი და შფოთვა. გარდა ამისა, ორსულობის დროსაც შეკრულობა ხშირად არის დროებითი, მაგრამ საკმაოდ არაკომფორტული პრობლემა. საყურადღებოა, რომ შეკრულობის პრობლემა შესაძლოა ბავშვსაც დაეწყოს, თუკი მისთვის არ უსწავლებიათ ტუალეტის გამოყენება, ამ დროს ისინი გამონაყოფს იკავებენ.

სამედიცინო პრობლემები

შეკრულობის მიზეზად ხშირად სამედიცინო პრობლემებიც გვევლინება, მაგალითად:

  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა ნაწლავური პრობლემები
  • ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები
  • კისტოზური ფიბროზი
  • გუნებ-განწყობის აშლილობა
  • ზოგიერთი ნევროლოგიური პრობლემა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც სწორ ნაწლავსა და საჭმლის მომნელებელ ტრაქტს აღიზიანებს

საპირფარეშოში გვიან შესვლა

თუკი კუჭის მოქმედებას იკავებთ და ცდილობთ გადადოთ ტუალეტში ვიზიტი, ამ შემთხვევაში მკვეთრად იზრდება შეკრულობის რისკი ან კუჭის მოქმედება უფრო მტკივნეული ხდება.

მედიკამენტების გვერდითი მოვლენები

შეკრულობა ხშირად მედიკამენტების გვერდითი მოვლენების გამო ჩნდება. ეს წამლებია:

  • ნარკოტიზირებადი ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები
  • ზოგი ანტიდეპრესანტი
  • ზოგი ანტჰისტამინური ან ანტაციდური საშუალება

რომელი ჩაი კურნავს შეკრულობას?

ყოველთვის შეამოწმეთ მცენარეული ჩაის ინგრედიენტები, რათა მის შემადგენლობაში სასურველი მცენარე იპოვოთ. შეკრულობისთვის ყველაზე გავრცელებული შემამსუბუქებელი სასმელებია:

  • სენას ჩაი, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავებს განავლის გამოსაყოფად. ამ ჩაის ცოტა მწარე გემო აქვს, ამიტომ შეგიძლიათ თაფლი დაამატოთ.
  • ზოგი ადამიანი ბაბუაწვერას ჩაის სვამს შეკრულობის წინააღმდეგ.
  • კასკარას ჩაის ასევე ძლიერი საფაღარათო მოქმედება აქვს. ასე რომ, რეკომენდებულზე მეტს ნუ მიიღებთ.
  • პიტნის ჩაიც ხშირად გამოიყენება შეკრულობასთან საბრძოლველად, რადგან ის სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის.
  • მწვანე ჩაის ასევე დადებითი ეფექტი აქვს დიგესტიურ ჯანმრთელობაზე – ის კურნავს გულისრევას, დიარეასა და შეკრულობას.
  • ცხელი ან ყინულიანი შავი ჩაი გამოირჩევა საფაღარათო მოქმედებით და ეხმარება შეკრულობას. ჩაიში თაფლის დამატება ზრდის მის საფაღარათო მოქმედებას.

ძლიერი საფაღარათო საშუალებებისთვის რეკომენდებულია დღეში მხოლოდ ერთი ჭიქის დალევა! მცენარეული ჩაის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ვნებს ღვიძლს. ეს სასმელები ხშირად რეაქციაში შედის სხვადასხვა წამლებთან, ამიტომ ყოველთვის სჯობს ექიმთან კონსულტაციის გავლა.

როგორ ავირიდოთ შეკრულობა მომავალში

ამ შემთხვევაში დაგვეხმარება ცხოვრების სტილის მცირედი ცვლილება, რაშიც აუცილებლად უნდა შედიოდეს საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა ყოველდღიურად.

დიეტა

მიირთვით მაღალი რაოდენობის ბოჭკოს შემცველი საკვები, მწვანე და ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი, კენკრა, მსხვილად დაღერღილი პური და ა.შ.

ვარჯიში

ეცადეთ კვირაში საშუალოდ 150 წუთით ივარჯიშოთ. შეკრულობასთან ბრძოლაში გარკვეული სახის ვარჯიშები დაგეხმარებათ:

  • სიარული
  • ხტუნვა, სირბილი
  • ცურვა
  • აერობიკა

ვარჯიში გვეხმარება წონის კორექტირებაში და აძლიერებს გულის მუშაობას, ასე რომ, თქვენ უფრო ჯანმრთელი და ენერგიული გახდებით!

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: