მთავარი კულინარია კლასიკური აჯიკის რეცეპტი პომიდორით და ნივრით

კლასიკური აჯიკის რეცეპტი პომიდორით და ნივრით

by guramus

აჯიკა ბევრი ხალხის ტრადიციული საკმაზია. ზოგიერთი ეროვნების ადამიანი მას ყველა პროდუქტებთან ახამებს. ამატებენ ბოსტნეულის, ხორცის, ყველის კერძებს და რძის პროდუქტებსაც კი.

ცოტამ თუ იცის, რომ ტრადიციული აჯიკა თავიდან პომიდორის დამატებით სულაც არ კეთდებოდა. მას ცხარე წიწაკისგან, მარილისგან და სხვადასხვა მცენარისგან ამზადებდნენ. არსებობს თეორია, რომ შემადგენლობაში პომიდორის დამატება სლავებმა დაიწყეს. ასე გემო ნაკლებად ცხარე და უფრო გემრიელი გახდა.

ეს არაჩვეულებრივი პომიდვრის სოუსი ნამდვილად ღირს იმად, რომ დრო დავუთმოთ მის მომზადებაზე საუბარს.

ინგრედიენტები

  • 5 კგ პომიდორი
  • 1 კგ ბულგარული წიწაკა
  • 1 კგ სტაფილო
  • 500 გ ძმარი
  • 500 გ მზესუმზირის ზეთი
  • 500 გ შაქარი
  • 3 ს.კ. მარილი
  • 300 გ ნიორი
  • 250 გ პილპილი ჩილი

მომზადება

საგულდაგულოდ გარეცხეთ ბოსტნეული და გაასუფთავეთ.

შემდეგ თანმიმდევრობით გაატარეთ ყველა ბოსტნეული ხორცსაკეპ მანქანაში ან დაჭყლიტეთ კომბაინში.

მოათავსეთ ბოსტნეულის ნაზავი ქვაბში და მოხარშეთ ნელ ცეცხლზე 150 წუთის განმავლობაში.

აურიეთ ცალკე ჭურჭელში მზესუმზირის ზეთი, შაქარი, მარილი და ხარშეთ მასა 30 წთ.

ახლა წიწაკის და ნივრის დაფქვის დროა.

ამის შემდეგ უბრალოდ აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთთან და ხარშეთ 15 წთ.

ბოლოს აჯიკა სტერილიზირებულ ქილაში მოათავსეთ, თავზე დაახურეთ, მოხუფეთ და დატოვეთ გასაცივებლად.

როცა აჯიკის მომზადებას დაასრულებთ, დეგუსტაციის დროა. მაგრამ, გახსოვდეთ, დიდი რაოდენობით ცხარე საკვები ორგანიზმისთვის სახიფათო შეიძლება გახდეს. მიირთვით ზომიერად!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: