მთავარი ასტროლოგია 2019 წლის სექტემბრის ასტროპროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც საბედისწერო შეხვედრა ელის. ფრთხილად!

2019 წლის სექტემბრის ასტროპროგნოზი: 4 ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც საბედისწერო შეხვედრა ელის. ფრთხილად!

by guramus

სიყვარულის და ურთიერთობების პლანეტა ვენერა სექტემბერში ზოდიაქოს იმ ნაწილში იმოძრავებს, სადაც სასიხარულო მოვლენები წარმოიქმნება და სიცივეს სასიამოვნო, თბილი განცდები შეცვლის. ზოგიერთი ზოდაქოს ნიშნისთვის ეს თვე გარდატეხით იქნება დასამახსოვრებელი. ამ 4 წარმომადგენელს საბედისწერო შეხვედრა ელის!

კურო

ვარსკვლავები გავლენას მოახდენენ სასიყვარულო თავგადასავლებსა და შემოქმედობითობაზე. ეს განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარს ეხება. თქვენი პირადი ცხოვრება იდუღებს ან რაღაც ახალ, დასამახსოვრებელ გამოცდილებას შეიძენთ.

მარტოხელა კუროებს აქვთ შანსი გააბან რომანი, მაგრამ ყველაფერი იდეალურად არ იქნება. სჯობს კარგად დაფიქრდეთ იქამდე, სანამ თავით გადაეშვებით. თქვენი პარტნიორები შეიძლება არ აღმოჩნდნენ ისეთები, როგორებადაც თავი მოაქვთ.

ნუ იჩქარებთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ. ღალატის და ტყუილის რისკი არსებობს როგორს შეყვარებულების, ისე თქვენი მხრიდან. დიდი შანსია საბედისწერო შეხვედრის.

თხის რქა

სექტემბერში დიდი შანსი გაქვთ მოგზაურობის და გზაზე ახალ ნაცნობობას გააბამთ. რა თქმა უნდა, ეს ეხება მათ, ვინც შეხვედრას ელის, მაგრამ მეოჯახე თხის რქები შესაძლოა შეეჯახონ სიტუაციებს, როცა ცხოვრებაზე დაფიქრებას გადაწყვეტენ.

ამ თვეში დანაკარგების რისკი არსებობს, მათ შორის შეყვარებულის. ფრთხილად იყავით ახალ ადამიანებთან დაახლოებისას. ზოგიერთი მათგანი თქვენი ნდობის ღირსი არაა.

კირჩხიბი

ახალი შეხვედრები შესაძლოა თქვენთისაც იმედგაცრუებით დასრულდეს და თქვენ ცხოვრებაში საბედისწერო გახდეს. ამ თვეში თქვენი სანაცნობო წრე გაფართოვდება, ახალი ნაცნობები გაჩნდებიან და მეტი კონტაქტი მოგიწევთ სამსახურში. მაგრამ, ადვილად შეიძლება მოტყუვდეთ და ახალი ნაცნობი კეთილისმსურველი და გულწრფელი არ აღმოჩნდეს.

ყურადღების კონცენტრირება ხელს არ შეგიშლით, რადგანაც სექტემბრის შუა რიცხვებში მოსალოდნელია არასწორი ინფორმაციით მოტყუვდეთ. თუ რაღაცეები არ აეწყობა ეს ნიშანია, რომ ჯერ შესაფერისი დრო არ მოსულა.

ვერძი

სექტემბერში დიდი შანსია, რომ ყოველდღიური საქმეებით დაკავდეთ და რუტინას მიეცეთ. მაგრამ, ამჯერად შეიძლება ხიბლში ჩავარდეთ და მოლოდინებმა იმედი გაგიცრუონ. პირადი ცხოვრება სამუშაოს ფონზე განვითარდება.

ამ თვეში ახალ ნაცნობებთან და კავშირებთან ფრთხილად იყავით: საშიშია ინტრიგა და ფლირტი. ნუ იქნებით ძალიან ღია ადამიანებთან, რომლებისგანაც რაღაც მომსახურებას იღებთ.