მთავარი კულინარია აი, როგორ ავარჩიოთ გემრიელი პომიდორი

აი, როგორ ავარჩიოთ გემრიელი პომიდორი

by guramus

თუ ცდილობთ სწორად იკვებოთ და საკუთარ ჯანმრთელობას მოუფრთხილდეთ, პროდუქტების შეძენისას ბაზარში საგულდაგულოდ უნდა შეისწავლოთ მათი გარეგნული იერი. მაგრამ პომიდორის შემთხვევაში კიდევ უფრო ღრმა კვლევაა საჭირო.

რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ყველაზე მწიფე და გემრიელი პომიდორი ავარჩიოთ? როგორ განვასხვავოთ კარგი ცუდისგან?

პირველ რიგში მოსინჯეთ ხელით. თუ ძალიან რბილია, ესეიგი რამდენიმე საათში გაფუჭდება. თუ ძალიან მაგარია, ესეიგი დამწიფება ვერ მოასწრო.

მწიფე ნაყოფი საკმაოდ მძიმეა, რაც ნიშნავს, რომ წვნიანია და შიგნით არ გამომხმარა. გემრიელ პომიდორს კანი თხელი უნდა ჰქონდეს. სქელი ნიტრატების გამო ხდება.

თუ ღეროსთან შეერთების ადგილას მწვანე ფერისაა ან მკვეთრად განსხვავდება ქერქის ფერისგან, სავარაუდოდ იმის შემდეგ დამწიფდა, რაც მოწყვიტეს.

ხარისხიანი პომიდვრის ამოცნობაში ყუნწი დაგეხმარებათ: უბრალოდ დასუნეთ ის შეხების მაგივრად. თუ ცოცხალ სურნელს იგრძნობთ, თამამად იყიდეთ. თუ სუნი არ აქვს, ესეიგი რაღაცით გადაამუშავეს, რათა არ გაფუჭებულიყო.

ყურადღება გაამახვილეთ “ვარსკვლავზე” პომიდვრის უკანა მხარეს. რაც უფრო ღიაა, მით უფრო ტკბილია ნაყოფი.

თუ პომიდორს ნახეთქები და ფისები აქვს, კარგია. პომდორი შაქრის შემცველობის გამო იზრდება.

вкусные помидоры

თხოვეთ გამყიდველს ერთი პომიდორი დაჭრას. მის შიგნით არ უნდა იყოს სიცარიელე და თეთრი ძარღვები.

ბუნებრივ მდგომარეობაში პომიდორი არც ისე კაშკაშა იზრდება, არაა იდეალურად გლუვი და არ აღწევს გიგანტურ ზომებს. ამიტომაც, ყიდვისას გაექეცით არაბუნებრივად დიდ, მბზინვარე და გლუვ ნაყოფს.

როგორ გავიგოთ ნიტრატების არსებობა

პომიდორში ნიტრატების მომატებული შემადგენლობა გავრცელებულია. მათი კონცენტრაციის გაგება სპეციალური ლაბორატორიული ანალიზებით ხდება, მაგრამ გარკვეული დასკვნების გამოტანა ვიზუალურადაც შესაძლებელია.

დასუნეთ ნაყოფი თავთან. პომიდორები, რომლებიც ნიტრატებით არაა სავსე, ნელა იზრდებიან, ამიტომაც დიდი დრო აქვთ გემრიელი გემო და არომატი რომ მიიღონ.

დააწექით თითით კანს. თუ არ სკდება, თითის ზეწოლით ფოსო ჩნდება, მაშინ პომიდორი ნიტრატების გამოყენებითაა მოყვანილი. ხალხური გამოთქმაა: რაც უფრო სქელია პომიდვრის ქერქი, მით უფრო მეტი ნიტრატია მასში.

შეძენამდე სთხოვეთ გამყიდველს აათალოს ნაჭერი. თუ პომიდვრის სირბილე უფრო ღიაა, ვიდრე მისი ქერქი, მაშინ ნიტრატების შემცველობა მასში გაზრდილია. ამაზე მეტყველებს ღია ფერის ყუნწებიც.

ნიტრატების რაოდენობის შემცირება შეგვიძლია, თუ პომიდორს საგულდაგულო გარეცხვის შემდეგ რმდენი საათი წყალში გავაჩერებთ. მავნე შემცველობა ასევე მოხარშვის დროსაც უგულველყოფილი ხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: