მთავარი ჯანმრთელობა ჩემი გონება ძალიან გადაიტვირთა, ამიტომ მას რესტარტი გავუკეთე ცერა თითზე დაჭერით.

ჩემი გონება ძალიან გადაიტვირთა, ამიტომ მას რესტარტი გავუკეთე ცერა თითზე დაჭერით.

by Keti

ქვემოთ აღწერილი ვარჯიში თქვენს ტვინს 30 წამში გადატვირთავს. გინდათ დაიჯერეთ, გინდათ – არა. თქვენ შეგიძლიათ, რომ გადატვირთოთ ჰიპოფიზი და ტვინი უბრალოდ დიდ თითზე (ცერაზე) ზეწოლით. მართლაც ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი რთული ამოცანა შეგიძლიათ საკმაოდ მარტივი მეთოდით გადაჭრათ, მაგრამ ეს რეალურად მუშაობს.

ჰიპოფიზზე ზემოქმედება ცერა თითის დახმარებით

აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს ვარჯიში: აიღეთ ერთი ხელის ცერა თითი და ასწიეთ ის ისე, თითქოს ზევით ექაჩებით. მეორე ხელის ცერა და საჩვენებელი თითით პერიოდულად დააწექით პირველი ხელის დიდ (ცერა) თითს. დაწოლა და გაშვება უნდა მოხდეს 20 წამიანი ინტერვალით.

რა შეგრძნებები უნდა გაგიჩნდეთ ამ დროს? თუ იგრძნობთ, რომ თქვენი ცხვირის შესავლები ცოტათი გაიხსნა, ეს ნიშნავს, რომ სიგნალი მიდის ჰიპოფიზში, რომელიც მდებარეობს ცხვირის სინუსებზე. თქვენ იგრძნობთ, რომ თქვენი ცხვირი იწმინდება და შეგიძლიათ უფრო სუფთად და ჯანსაღად ისუნთქოთ.

საკვირველია, მაგრამ პირველ ეფექტს მაშინვე იგრძნობთ და სუნთქვაც გაცილებით გაადვილდება.

ახლა სინჯეთ იმავე პროცედურის შესრულება ცერა თითის ფრჩხილის ორივე მხარეს, გვერდებზე. მოხარეთ თითი 30-60 წამით და არ გაუშვათ.

თქვენ კვლავ იგრძნობთ განსხვავებას ცხვირის შესავლებში და ასევე შეგიძლიათ შეიგრძნოთ ენერგიის მცირე მოზღვავება, ან გონების გარკვეული უბნების განათება. თუ ვერაფერს ვერ იგრძნობთ ამ ზეწოლის ვარჯიშების შესრულებისას, არ დაღონდეთ, ესეც ნორმალურია. გაიმეორეთ იგივე ზეწოლითი მოძრაობები თავიდან – ცოტა მოგვიანებით ან მეორე დღეს.

ვარჯიშის სწრაფი ეფექტი

მე ჩვეულებრივ ცხვირი მსუბუქად დაცობილი მაქვს, თუმცა გაოცებით აღმოვაჩინე, რომ დიდ თითზე ზეწოლის შემდეგ ჩემი სუნთქვა გაიოლდა, ხოლო თვალებში  ბინდი კი გაიფანტა.

ამ ვარჯიშს რამდენჯერმე რომ გააკეთებთ, თქვენი სხეული მიიღებს სიგნალს სამუშაოდ მზად ყოფნისთვის. შემდეგ თქვენც იგრძნობთ, რომ თქვენი მდგომარეობა იცვლება. თავში დაღლილობის ან გონების დაბინდვის შეგრძნების პარალელურად ყოველდღიურმა ცხოვრებისეულმა რუტინამ შეიძლება გამოიწვიოს თქვენში ასევე გაღიზიანებისა და მოწყენილობის განცდები.

დაუშვით ენერგიის მოძრაობა!

თუ გესაჭიროებათ ენერგიის მომატება, ან ემოციური ფონის გაუმჯობესება, საჭირო არ არის, მიმართოთ ალკოჰოლს ან სახიფათო ნარკოტიკებს. ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობის რეგულირება შესაძლებელია ზემოთ აღწერილი მარტივი მოქმედებებით, უბრალოდ ჩვენ ძალიან ცოტა ვიცით ჩვენივე ორგანიზმის შესაძლებლობების შესახებ.

თქვენ შეგიძლიათ, რომ განიცადოთ ბედნიერებისა და სიმხნევის შეგრძნებები, თუ გამოიყენებთ წერტილოვანი ზეწოლის პრაქტიკას.

თუ ოდესმე გამოგიყენებიათ დამაწყნარებელი ან მატონიზირებელი პრეპარატები, შესაძლოა, შემდეგ გრძნობდით გონების დაბინდვას, ძილიანობას, შესაძლოა ალერგიული რეაქციებიც გქონიათ. ეს იმიტომ ხდება, რომ წამლები მოქმედებს თქვენი ტვინის ნეირონების რეცეპტორებზე. ეს რეცეპტორები ნებისმიერ ქიმიურ ნივთიერებაზე რეაგირებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ და ორგანიზმს ცვლილებების სიგნალს გადასცემს. თუმცა იმის ნაცვლად, რომ მიიღოთ ზედმეტი წამლები ან ფსიქოტროპული პრეპარატები, თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ დიდ თითზე არსებული წერტილების შესახებ და გაითვალისწინოთ ჩვენ მიერ აღწერილი პროცედურები.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: