მთავარი ჯანმრთელობა 6 პროდუქტი, რომელიც თვალის შეშუპებას იწვევს და 4 ინგრედიენტი, რომელიც ამ პრობლემას გამოასწორებს

6 პროდუქტი, რომელიც თვალის შეშუპებას იწვევს და 4 ინგრედიენტი, რომელიც ამ პრობლემას გამოასწორებს

by Keti

ღამით კარგად გეძინათ, მაგრამ გაღვიძების შემდეგ მაინც შეშეპებული გაქვთ თვალის ქვედა ქუთუთოები? ალბათ, გიკვირთ, ასე რატომ ხდება ხოლმე. ამის მიზეზი, ძილის ნაკლებობის გარდა, სხვადასხვა საკვებში მოიძებნება.

ჩვენ გვსურს, რომ გაგიზიაროთ ერთი შეხედვით უდანაშაულო და კარგი ვიზუალის მქონე საკვების სია, რომლებიც იწვევს თვალის ქვეშ დიდი ტომრების გაჩენას.

პროდუქტები, რომლებიც თვალის შეშუპებას იწვევს

დაკონსერვებული პროდუქტი, როგორიც არის თურქული ბარდა და შავი ლობიო, შეიცავს ბევრ ნატრიუმს, რომლებიც დაკონსერვების პროცესში გამოიყენება. ეს ჯანმრთელობის პრობლემებსაც იწვევს და შეშუპებული და შესიებული თვალებიც ერთ-ერთი მათგანია. ასე რომ, მათ მირთმევამდე ან საკვებში გამოყენებამდე, კარგად გარეცხეთ ისინი, რათა ზედმეტი ნატრიუმი მოშორდეს.

პომიდორიც ისეთი საკვების რიგს მიეკუთვნება, რომლებიც შეიცავენ სოლანინს. სოლანინი ხშირად იწვევს ანთებებს და შეშუპებას. ასე რომ, თუ ხშირად გაწუხებთ შეშუპებული თვალების პრობლემა, სცადეთ პომიდვრის ამოღება რაციონიდან. თუ ეს საკითხი მოგვარდება, ესე იგი, დამნაშავე სწორედ პომიდორი ყოფილა.

თუ ალერგიული ხართ ხორბალზე, ქერზე ან ჭვავზე, ან არატოლერანტული ხართ გლუტენის მიმართ, ნებისმიერი ჩამოთვლილი საკვების მიღებამ შეიძლება შებერილობა გამოიწვიოს. ამიტომ უმჯობესია, დაემშვიდობოთ ხორბალზე დამზადებულ პროდუქტებს და ეძებოთ ალტერნატივები.

ლაქტოზას მიმართ მიუღებლობა საკმაოდ გავრცელებული საკითხია. კვლევის თანახმად, ეს პრობლემა მოზრდილთა დაახლოებით 65-70%ს აღენიშნება. ასე რომ, თუ რძის პროდუქტებს თქვენი მეტაბოლიზმი ვერ ეგუება, ამოიღეთ ისინი რაციონიდან. და გახსოვდეთ, მათ შორის შედის თქვენი საყვარელი ნაყინიც.

შაქარი ანთებითი პროდუქტებიდან ერთ-ერთია. მას შეუძლია მთელ სხეულში გააჩინოს ანთებითი კერები, თუმცა თვალების ირგვლივ ეს ყველაზე შესამჩნევია, რადგან იქ არსებული კანი საკმაოდ თხელი და შეშუპების გაჩენისთვის მეტისმეტად მოწყვლადია. შაქრის რაოდენობის შეზღუდვა ასევე ბევრ პრობლემას აგარიდებთ. შაქრის ჩამნაცვლებლები ასევე არანაკლებ საშიშია ორგანიზმისთვის.

პომიდვრის მსგავსად, მწარე პილპილიც ორგანიზმის ერთ-ერთი მტერია. სოლანინის გარდა ისინი ასევე შეიცავს ნარევს სახელწოდებით – კაპსაცინს – ნივთიერებას, რომელიც წიწაკას ხდის მწარეს და იწვევს ანთებებს. ეს ანთებითი დარტყმები კი მარტივად ურტყამს თვალის მიდამოს.

პროდუქტები, რომლებიც შეშუპების გაქრობაში გვეხმარება

ოხრახუში თირკმელებს ეხმარება ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოტანაში. ასე რომ, თუ შეშუპებული თვალების პრობლემა გაწუხებთ, ეცადეთ ხშირად მიიღოთ ეს მწვანილი.

თვალების პრობლემას ასევე ეფექტურად აგვარებს რაციონში შვრიის დამატება. შვრია მდიდარია ბოჭკოთი და ამსუბუქებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, სწორედ შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებით.

გარდა შინაგანი მიღებისა, თვალებზე გარეგანი წასმისთვის ძალიან ეფექტურია ავოკადო. დაჭერით ეს ხილი თხელ ნაჭრებად და დაიდეთ შეშუპებულ მიდამოზე, დაიტოვეთ 10 წუთის განმავლობაში. მუქი წრეები ხშირად K ვიტამინის ნაკლებობითაც არის გამოწვეული, ავოკადო კი მდიდარია ამ ვიტამინით. დაახლოებით 30 გ ავოკადო შეიცავს K ვიტამინის დღიური ნორმის 8%ს. ავოკადო წარმატებულად გვაშორებს შავ წრეებს.

ცივი კიტრის ნაჭრების დადება თვალებზე ერთ-ერთი ყველაზე კარგი იდეაა თვალის ტომრებთან საბრძოლველად. დაიდეთ ნაჭრები 15 წუთის მანძილზე და დაელოდეთ შედეგს! თვალის ტომრები მალევე გაუჩინარდება და თქვენი თვალები გაცილებით უფრო დასვენებულად იგრძნობენ თავს.

თქვენ თუ გსმენიათ სხვა პროდუქტებზე, რომლებიც თვალის ირგვლივ არსებულ შეშუპებულ ადგილებს შველის? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში. თუ თვლით, რომ ეს სტატია სასარგებლოა, გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: