მთავარი რჩევები როგორ შევინახოთ პროდუქტები სწორად

როგორ შევინახოთ პროდუქტები სწორად

by Keti

მაცივარი პროდუქტების შენახვის ძირითადი ადგილია, ამას ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ. მაგრამ ნამდვილად ასეა ეს? მასში ინახავენ ხილს, ბოსტნეულს, ყველს, სოუსებს და პურსაც კი. აღმოჩნდა, რომ ამ პროდუქტების უმრავლესობას სწორად არ ვინახავთ. ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე შევინახოთ. ზპგი პროდუქტი კი ერთმანეთისგან დაშორებით უნდა მოათავსოთ.

გთავაზობთ სასარგებლო რჩევებს პროდუქტების დიდხანს შენახვის მიზნით!

პროდუქტების შენახვა ბუფეტში

პურის შენახვას ხშირად ურჩევენ საყინულე კამერაში. ასე ის 4დან 6 თვემდე გაძლებს. ხოლო მაცივარში კი პური სწრაფად ფუჭდება.

ჩვენ მივეჩვიეთ პურის შენახვას პოლიეთილენის პაკეტებში, ეს მოხერხებულია და პურიც რბილი რჩება. თუმცა ამ პირობებში პური მალე ობდება, რადგან პოლიეთილენი ჰაერს არ უშვებს, ხოლო მომატებული ტენი კი იდეალური გარემოა სოკოსთვის. უფრო შესაფერისი ვარიანტია მჭიდროდ თავდახურული საპურე. მოათავსეთ საპურეში ერთი მუჭა მარილი და ობისგან დაცულები იქნებით.

შოკოლადი კარგად ინახება გრილ ადგილას. ყველასთვის ცნობილია მასზე თეთრი ნადები, რომელიც ჩნდება ტემპერატურის ცვლილებით, მაგალითად, როცა მას მაცივარში ვდებთ.

თაფლი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც დიდხანს რჩება ახალი. თუმცა აუცილებელია მისი სწორი შენახვა. მაცივარში თაფლი თავის თვისებებს კარგავს და კრისტალდება. ამიტომ შეინახეთ ის კარადაში.

ზეითუნის ზეთი კარგად ინახება ნორმალურ ტემპერატურაზე, მთავარია მზის სხივები არ მოხვდეს.

ხახვი და ნიორი მაცივარში არ შეინახოთ, გადაიტანეთ კომპაქტურ ყუთში და მოათავსეთ მშრალ, გრილ ადგილას.

პროდუქტების შენახვა სამზარეულოს თაროზე ან მაგიდაზე

ციტრუსები შეგიძლიათ მაგიდაზე დატოვოთ, მაცივარში ვიტამინების დიდი რაოდენობა იკარგება და გემოც იცვლება.

რაც შეეხება ავოკადოს, მისი შენახვის პირობები ნაყოფის სიმწიფეზეა დამოკიდებული. მწიფე ავოკადო მაცივარში შეინახეთ, ხოლო მაგარი და მწვანე, დადეთ მაგიდაზე.

კიტრი უმჯობესია, რომ ოთახის ტემპერატურაზე შეინახოთ. თუ მას მაცივარში შეინახავთ რამდენიმე დღით, ის ლპობას დაიწყებს.

ასევე დაიცავით ბადრიჯანი სიცივისგან, მაცივარში ის სასარგებლო თვისებებს კარგავს. ბოსტნეული შეინახეთ სამზარეულოს თაროზე ან ყუთში.

იგივე ეხება პომიდორს. დაბალი ტემპერატურა აქრობს მის სტრუქტურას, უქრობს შესანიშნავ არომატს და გემოს. უმჯობესია, პომიდორი შეინახოთ ყუთში ან კალათში, ოთახის ტემპერატურაზე.

პროდუქტების შენახვა მაცივარში

არ არსებობს ერთიანი აზრი, თუ სად სჯობს კვერცხის შენახვა ოთახის ტემპერატურასა თუ მაცივარში. ეს დიდად არ მოქმედებს მის გამძლეობაზე. დარწმუნდით, რომ კვერცხი მთელია, ბზარის გარეშე. გატეხილ კვერცხში სწრაფად მრავლდება ბაქტერიები, ამიტომ ის მაშინვე გამოიყენეთ. არ ღირს კვერცხის შენახვა სპეციალურ განყოფილებაში, მაცივრის კარზე. ტემპერატურის მუდმივი ცვლილება კარის გაღებისას მათზე ცუდად მოქმედებს.

რაც შეეხება ფქვილს, მას ცივი ტემპერატურა საერთოდ არ უხდება. ფქვილის შენახვის საუკეთესო მეთოდია მჭიდროდ დახურული მინის ტარა. მოათავსეთ ის ბნელ, მშრალ და გრილ ადგილას.

კაკალი სითბოში შეიძლება 2-3 კვირაში გაფუჭდეს. შენახვის ვადის გასაგრძელებლად, ნიგოზი ჩაყარეთ მინის ან ლითონის ჭურჭელში. დაახურეთ მჭიდროდ და მოათავსეთ ბნელ ადგილას. თუ ნიგოზს მაცივარში ან საყინულში მოათავსებთ, ის მთელი წელი შეინახება.

ნიახური მალე ლპება, ამიტომ შეინახეთ ის მაცივარში. წინასწარ შეახვიეთ ალუმინის ფოლგაში. ცელოფანში მცენარე მალე დალპება.

ყველასთვის ცნობილია ფაქტი, რომ ბანანი აუმჯობესებს გუნება-განწყობას, რადგან შეიცავს ე.წ. ბედნიერების ჰორმონს. ის გემრიელი და ნოყიერია, ამიტომ კარგად ცვლის შოკოლადს და სხვა სწრაფ საუზმეს. მაგრამ მწიფე ბანანი სწრაფად კარგავს შეხედულებას. მწვანე კი გემრიელი არ არის. ამიტომ დაგეხმარებათ ჩვეულებრივი საკვები ცელოფანი. შემოახვიეთ ის ბანანს და ხილის შენახვის ვადა გახანგრძლივდება.

ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტების შენახვასა და ფულის დაზოგვაში.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს!