მთავარი კულინარია 10 რეცეპტი როგორ გადავაქციოთ ხაჭო უგემრიელეს კერძად. არ დაიშუროთ ბოსტნეული

10 რეცეპტი როგორ გადავაქციოთ ხაჭო უგემრიელეს კერძად. არ დაიშუროთ ბოსტნეული

by guramus

ხაჭო ეს არის რძე დიდებისთვის. ექიმები გვირჩევებ გამოვიყენოთ ის ყოველდღიურად ორგანიზმში კალციუმის დონის ასამაღლებლად. ამასთან, ხაჭო დიდი რაოდენობით ამინომჟავას, მაგნიუმს, რკინას და A, B, E, P ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. ასევე ეს პროდუქტი სავსეა ჩვენთვის საჭირო ცილით.

რა შეგვიძლია მოვამზადოთ ხაჭოთი? ჩიზქეიქი, უამრავი სახეობის დესერტი და ფუნთუშეული! მაგრამ, თერმოდამუშავების შემდეგ ის სხვა პროდუქტების მსგავსად კარგავს სასარგებლო ნოვთიერებების ნაწილს. სწორედ ამიტომ უფრო სასარგებლოა ხაჭო ნატურალური დანამატებით.

ხაჭო ჯემით

დაუმატეთ 150 გრამ ახალ ხაჭოს 1ს.კ. სახლის ჯემი. შეგიძლიათ მის მაგივრად ხილის სიროფი აიღოთ. აურიეთ ან მიირთვით ასევე. ეს კერძი 235 კალორიას და მაქსიმალურ სარგებელს მოიცავს.

ხაჭო «‎ბაუნტი»‎

ამ დესერტისთვის დაგჭირდებათ 150 გ ხაჭო, 2 ჩ. კ. კაკაო, 1 ჩ. კ. ქოქოსის ფანტელები და შესქელებული რძე. მოამზადეთ კერძი ფენებად, პროცესში შეგიძლიათ ურიოთ. სულ რაღაც 315 კალორია და უგენრიელესია!

გაზაფხულის ხაჭო

საშუალო ზომის პომიდორი და კიტრი გარეცხეთ და დაჭერით. კამა დაჭყლიტეთ. დაუმატეთ ეს ინგრედიენტები 150 გ ხაჭოს და მოაყარეთ მარილი და ნივრის ფხვნილი. აურიეთ. წასახემსებელი 202 კალორიით მზადაა.

შემოდგომის ხაჭო

პატარა მსხალი ან ნახევარი დიდი მსხალი გაასუფთავეთ შიგნეულისგან. დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ ხილი 150 გ ხაჭოს, ჩაასხით 1 ს. კ. უცხიმო მაწონი და 1 ჩ. კ. თაფლი. ტკბილი და სასარგებლო დესერტი მზოლოდ 250 კალორიით მზადაა.

ხაჭო ხახვით

ასეთ კერძს გამოიყენებთ წასახემსებლადაც და დამატებითაც. 150 გ ხაჭო აურიეთ 1 ს. კ. უცხიმო არაჟანთან. მწვანე ხახვი და კამა გაატარეთ და ხაჭოს დაუმატეთ. ოდნავ დაამარილეთ, აურიეთ და მიირთვით 213 კალორია.

ხაჭო ბანანით

მარტივია და დამანაყრებელკ. ნახევარი ჭიქა ხაჭო და ნახევარი ბანანი დაგჭირდებათ. უკანასკნელი დაჭერით კუბიკებად და დააქუცმაცეთ ჩანგლით. ასეთი დესერტი დაგანაყრებთ და თქვენს ორგანიზმს 233 კალორიით შეავსებს.

პიკანტური ხაჭო

გამოგადგებათ სადილისთვისაც და ვახმშისთვისაც. გაასუფთავეთ ნახევარი ავოკადო ქერქისა დქ კირკებისგაბ. დაჭერით კუბიკებად. დაუმატეთ 150 გ ხაჭო. ჩააყარეთ კამა, მარილი და ნივრის ფხვნილი. მოასხით ლიმნის წვენი და ზეითუნის ზეთი. სულ 360 კალორია.

ხაჭო «შარლოტკა»‎

პატარა ან ნახევარი ვაშლი გაასუფთავეთ შიგნეულისგაბ და თუ გსურთ ქერქისგანაც. დაჭერით კუბიკებად და გადაიტანეთ 15პ გ ხაჭოში. შემდეგ ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი და 1 კოვზი თაფლი დაუმატეთ ზევიდან. დიეტური საკვები 260 კალორიით მზადაა.

ხაჭო კუჭისთვის

ხაჭოთი სავსე ჭიქაში ჩაასხით 1 ს. კ. უცხიმო კეფირი. 5 ც ქლიავი დაჭერით და მოაყარეთ ხაჭოს. აურიეთ და მიირთვით 297 კალორია.

კენკრის მიქსი

ნახევარ ჭიქა ხაჭოში ჩაასხით 2 ს. კ. ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე. იქვე ჩაყარეთ 50 გ ნებისმიერი კენკრა. აურიეთ და მიიღეთ 233 კალორია. შეგიძლიათ უფრო მეტი იოგურტი დაამატოთ და ბლენდერით ათქვიფოთ. მიიღებთ შესანიშნავ სმუზის.

ესეთი კომბინაციები თქვებს ორგანიზმს სარგებელს მოუტაბს და ფიგურას არ დააზიანებს, იმ შემთხვევაში თუ დაბალკალორიულ ხაჭოს მიიღებთ. მაგრამ, თუ დიეტაზე არ ხართ, თამამად დაუმატეთ ეს სასარგებლო რძის პროდუქტი რაციონს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: