მთავარი ჯანმრთელობა ყველაფერი, რაც მარიხუანას შესახებ უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც მარიხუანას შესახებ უნდა ვიცოდეთ

by Keti

მსოფლიო მასშტაბით, მარიხუანა, მოხმარების მხრივ, ყველაზე გავრცელებული აკრძალული ფსიქოაქტიური ნივთიერებაა. მას ხშირად კანაბისის სახელითაც მოიხსენიებენ. კანაბისი არის ყველა იმ ნარკოტიკული საშუალების გამაერთიანებელი ტერმინი, რომლებიც კანაფიდან არის მიღებული, მაგალითად, ჰაშიში ან მარიხუანა.

2017 წელს აშშ-ს უმაღლესი სკოლის უფროსკლასელების 6%, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, 16დან ერთი მოსწავლე ყოველდღიურად მოიხმარდა მარიხუანას (კანაბისს). 

ნარკოტიკების მოხმარებისა და ჯანმრთელობის ეროვნული კვლევის (NSDUH) თანახმად, 2013 წლის მონაცემებით, ადამიანთა 80,6% ან 19,8 მილიონი ადამიანი მოიხმარდა მარიხუანას იმ თვეში, სანამ ისინი კვლევაში მიმოხილულნი იქნებოდნენ.

მარიხუანას მიღება შესაძლებელია მოწევით, ორთქლის შესუნთქვით, ჩაის მსგავსი სასმელის მოდუღებით, მალამოს დამზადებით ან ისეთ პროდუქტებში შერევით, როგორიც არის ორცხობინა ან შოკოლადის ბარები.

ზოგიერთი ადამიანი მარიხუანას სამედიცინო დანიშნულებითაც იყენებს ქრონიკულ ტკივილთან გამკლავებისთვის, ასევე კუნთების სპაზმების, ანორექსიის, გულისრევისა და ძილის დარღვევების წინააღმდეგ. სამედიცინო მარიხუანა შეიცავს მთლიან მარიხუანას ან მის ინგრედიენტებს, როგორიცაა, მაგალითად, კანაბიდიოლი (CBD), რომელიც შერეულია სხვა მიღებულ მედიკამენტებთან. სამედიცინო მარიხუანა არ არის სახელმწიფო სტანდარტიზაცია, რადგან მისი ინგრედიენტები და ეფექტურობა ხშირად უცნობია, ამიტომ ის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, აშშ-ს ზოგიერთ შტატში არალეგალურია.

ჩვენს წელთაღღიცხვამდე XV საუკუნით თარიღდება ჩინელი ექიმების ჩანაწერები, რომელშიც აღნიშნულია, რომ კანაფით მკურნალობდნენ რევმატიულ ტკივილებსა და ნიკრისის ქარებს. ცოტა მოგვიანებით კანაბისს ნერვიული აშლილობების დროსაც იყენებდნენ.

დადასტურებული ფაქტები მარიხუანას შესახებ

  • მარიხუანაში შემავალი მთავარი ფსიქოაქტიური ინგრედიენტი არის დელტა-9-ტეტრაჰიდროკანაბინოლი (ტჰკ).
  • მარიხუანა შეიცავს 120ზე მეტ ნარევს, რომლებსაც განსხვავებული მოქმედება აქვს.
  • მარიხუანას რეკრეაციული ეფექტი მოიცავს თავბრუსხვევას, მოდუნების განცდას, მადის მომატებას და შემცირებულ სისხლის წნევას.

კანაბისის მოხმარების შედეგად გამოწვეული შეგრძნებები ძალიან განსხვავებულია და დამოკიდებულია მოხმარებული ნარკოტიკული საშუალების რაოდენობაზე, მომხმარებლის გამოცდილებაზე, გარემოზე და, უპირველეს ყოვლისა, მომხმარებლის მოლოდინზე. მაშასადამე, შესაძლებელია, ადამიანმა ვერავითარი შეგრძნება ვერ განიცადოს პირველად მისი გამოყენებისას, მაშინ, როცა სხვამ შეიძლება იგრძნოს რელაქსაცია, სასიამოვნო წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობის განცდა, ან, შესაძლოა, გულისრევა და ძლიერი უკონტროლო შიში განუვითარდეს.

მოხმარების ეფექტები

კანაბისი ფსიქოაქტიური მოქმედების ნივთიერებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გავლენას ახდენს ჩვენ ემოციებზე, აღქმაზე, აზროვნებასა და რისკების შეფასების უნარზე. კანაბისის მოხმარების შემდეგ, როგორც წესი, მწეველი კარგ გუნებაზე დგება და დაძაბულობა ეხსნება, მუსიკა უფრო მკვეთრად ესმის და მეტს იცინის უმიზეზოდ. ქრება დროის შეგრძნება და მძაფრდება სმენითი აღქმა. ზოგს ეს შეგრძნებები სიამოვნებას გვრის, ზოგ შემთხვევაში მწეველი აგრესიული ხდება და არის შემთხვევები, როცა უკონტროლო შიშის ძლიერი განცდა ეუფლება, ან ჰალუცინაციები ემართება. კანაბისის ზემოქმედების ქვეშ, მომხმარებელს არ შეუძლია გარე სამყაროზე რეაგირება და ახალი ინფორმაციის დამახსოვრება. ეს მდგომარეობა, როგორც წესი, ერთ ან ორ საათს გრძელდება და შემდეგ ადამიანი თანდათან უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას, რომლის დროსაც ხშირია თავბრუსხვევისა და სისუსტის შეგრძნება.

მიუხედავად იმისა, რომ მარიხუანა ანელებს სწავლის პროცესს და ხანმოკლე მეხსიერებაზე ზემოქმედებით არღვევს კონცენტრაციას, ხანგრძლივ მეხსიერებაზე მისი გავლენა სუსტია. ამით შეიძლება აიხსნას ზოგი სტუდენტის კარგი ნიშნები მარიხუანის რეგულარულად მოხმარების მიუხედავად, მაშინ, როდესაც სხვებს ცუდი მოსწრების გამო სასწავლებლიდან რიცხავენ.

მარიხუანას მოზარდის ტვინზე უფრო ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის ტვინზე. მარიხუანის ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა აზროვნების დარღვევამდე მიგვიყვანოს. ადამიანის უნარი, ამოარჩიოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და უგულებელყოს უმნიშვნელო, დროთა განმავლობაში იკარგება.ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ადამიანების მიერ მარიხუანას მოხმარება განსაკუთრებულ საფრთხეს არ შეიცავს, რიგ შემთხვევებშიო შესაძლოა გაძლიერდეს კანაბისის ეფექტები ან პირიქით, ძლიერი შფოთვითი დარღვევების დროს ადამიანს მოდუნებაში დაეხმაროს.

დადასტურებული არ არის, იწვევს თუ არა მარიხუანა ფსიქოზს ან სერიოზულ ფსიქიკურ დაავადებას, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ხშირი მოხმარების შემთხვევაში, ნივთიერების მიღებამდე შუალედებში, იზრდება პარანოიის, მწვავე შფოთვისა და დეპრესიის დონე.მარიხუანას მოხმარების უმთავრესი დანიშნულებაა ეიფორიის მიღწევა, თავბრუსხვევა და მოდუნება. მარიხუანა ასევე იწვევს სენსორული აღქმის ცვლილებებს: ფერები შეიძლება ჩანდეს უფრო ღია და ნათელი, მუსიკა უფრო მკაფიოდ ისმის, ემოციები კი გაცილებით უფრო ღრმაა.კანაბისის რეკრეაციული მიზნით მოხმარებისას ადამიანები ხშირად განიცდიან შემდეგ ეფექტებს:

  • აღქმის ცვლილება, ვინაიდან ხშირად ნივთიერებას ჰალუცინოგენური ეფექტი აქვს და ხდება დროისა და სივრცის არევა.
  • იცვლება განწყობა, წამყვანია ეიფორია, ენერგიის მომატება ან პირიქით, რელაქსაცია.
  • იზრდება გულისცემის სიხშირე.
  • მცირდება სისხლის წნევა.
  • სუსტდება კონცენტრაცია და მეხსიერება.
  • სუსტდება ფსიქომოტორული კოორდინაცია.
  • ჩნდება გულისრევის შეგრძნება, თუმცა, ზოგჯერ კანაბინოიდები ამცირებს კიდეც ამ განცდას.
  • იზრდება მადა
  • ხშირდება სუნთქვა

საფრთხეები, რომლის შესახებაც უნდა ვიცოდეთ

  • ვინაიდან კანაბისის მოქმედებით გამოწვეული შეგრძნებები ინდივიდუალურია და ძალიან განსხვავებული შეიძლება იყოს, ყოველთვის არსებობს საფრთხე, რომ მისი მოხმარებით ყველაზე არასასიამოვნო შეგრძნებების მსხვერპლი გახდეთ. განსაკუთრებით დაუშვებელია კანაბისის გამოყენება, როცა ადამიანი დათრგუნულია, არის აგზნებულ მდგომარეობაში, ან აწუხებს ფსიქიკური პრობლემები.
  • კანაბისის მოხმარებას თან ახლავს ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ პიროვნებას განტვირთვისთვის, სიხარულისა თუ სიამოვნების განცდისთვის, მძაფრი ემოციებისა და უბრალოდ კომფორტისთვისაც კი კანაბისის გამოყენება სჭირდება.
  • კანაბისის ჭარბი დოზით მოხმარება სისხლის მიმოქცევის დარღვევებს იწვევს (თავბრუსხვევა ან გულის წასვლაც კი).
  • კანაბისის მოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანს მეტი შანსი აქვს უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდეს, ვინაიდან დაქვეითებული აქვს აღქმა და კრიტიკული სიტუაციების შეფასების უნარი.
  • კანაბისის მოხმარებას ახასიათებს საკუთარ თავში ჩაკეტვა, რაც იმაში გამოიხატება, რომ იგი მხოლოდ საკუთარ ემოციებზე, ფიქრებსა თუ აღქმებზეა კონცენტრირებული. არის შემთხვევები, როდესაც კანაბისის მომხმარებელი გარე სამყაროსგან სრულ იზოლირებას ამჯობინებს.
  • კანაბისის მოხმარება დაკავშირებულია რესპირატორული სისტემის პრობლემებთან, როგორიცაა, ბრონქიტი, ტრაქეისა და ფილტვების ინფექციური დაავადებები. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მარიხუანა ასევე აზიანებს იმუნიტეტს და იწვევს გარკვეული სახის სიმსივნეებსა და ინფექციებს.
  • ვინაიდან კანაბისის კვამლს (რომელიც თამბაქოსთანაა შერეული), როგორც წესი, უფრო ღრმად ისუნთქავენ და ფილტვებში მეტ ხანს აჩერებენ, ვიდრე თამბაქოს კვამლს, კანაბისის ერთი ულუფის მოწევისგან მიყენებული ზიანი უტოლდება სამიდან ხუთ ღერამდე სიგარეტის მოწევით გამოწვეულ ზიანს (კარბონის მონოქსიდისა და კუპრის მოქმედების გათვალისწინებით).
  • კანაბისს, დალევისა და საკვების სახით მიღების შემთხვევაში, უფრო ძლიერი ეფექტი აქვს, თუმცა მისგან გამოწვეული შეგრძნებები თავს მოგვიანებით, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ იჩენს. კანაბისის საკვების სახით მოხმარებას თან ხშირად ახლავს ჰალუცინაციები;
  • ჰაშიშისა და მარიხუანას მოხმარება ძალიან ბევრ ქვეყანაში კანონით იკრძალება და საზოგადოებისთვის მიუღებელია. კანაბისის მოხმარება, ამ ქვეყნებში, კანონით ძალიან მკაცრად ისჯება;
  • კანაბისის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტში ტჰკ-ს შემცველობა განსხვავებულია: ზოგიერთ რეგიონში კანაბისის ნაწარმი გაცილებით ძლიერია (შეიცავს მეტ ტჰკ-ს). რაც უფრო დიდია ტჰკ-ს შემცველობა კანაბისის ნაწარმში, მით უფრო იზრდება მისი მოქმედებით გამოწვეული ზიანი და მით უფრო მწვავეა ის პრობლემები, რომელსაც კანაბისის მოხმარება იწვევს: იმ ახალგაზრდების უმეტესობას, რომლებიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში გადიან მკურნალობის კურსს, კანაბისის მოხმარებით გამოწვეული პრობლემები აქვთ. მათ, ვინც სტრესისა და დაძაბულობის მოსახსნელად იყენებს კანაბისს, განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ;

მარიხუანას მოხმარების შეწყვეტა და აბსტინენციის სინდრომის შედეგები

მარიხუანას მოხმარების უეცარი შეწყვეტა საკმაოდ არაკომფორტულია ხშირი მომხმარებლისთვის, თუმცა ეს სიცოცხლისთვის საშიში მოვლენა არ არის. აბსტინენცია იწყება მოხმარების შეწყვეტის მომენტიდან და ხშირად რამდენიმე კვირაც გრძელდება.

აბსტინენტური მდგომარეობა მოიცავს:

მარიხუანას მოხმარების უეცარი შეწყვეტის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივი და ხშირი პრობლემაა ძილის დარღვევები.

მთლიან მოცულობაში, ჯანმრთელობის გრძელვადიანი დაზიანების ზუსტი შედეგები, რომელსაც იწვევს მარიხუანა, ამ ეტაპზე უცნობია. ყველა კვლევაში საუბარია მხოლოდ რისკებზე, რაც ინდივიდუალური ხასიათისაა. რთულია იმის განსაზღვრა, თუ რომელ ადამიანს განუვითარდება ფიზიკური, ფსიქოლოგიური თუ სხვა არასასურველი რეაქციები კანაბისის მოხმარების შედეგად.

ქვეყნები, სადაც მარიხუანა სრულად ლეგალიზებულია პირადი მოხმარების მიზნით:

ავსტრალია, ჩეხეთი, მაკედონია, ჰოლანდია, მაკედონია, ბელგია, ინგლისი, შვეიცარია, ვენესუელა, კანადა, ეკვადორი, მექსიკა, ჩილე, ფინეთი, კოლუმბია, გერმანია, პორტუგალია.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია თქვენს მეგობრებსაც!