მთავარი საკითხავი ყველაფერი მწვანე ბარათის ანუ Green Card-ის შესახებ

ყველაფერი მწვანე ბარათის ანუ Green Card-ის შესახებ

by Keti

1990 წლის საიმიგრაციო კანონით დაარსდა მწვანე ბარათის გათამაშების (DV) პროგრამა, რომლის მიხედვით 55,000 საიმიგრაციო ვიზა იქნებოდა ხელმისაწვდომი ყოველწლიური გათამაშების გზით.

რა არის მწვანე ბარათი?

მწვანე ბარათი უფლებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეს იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში მუდმივად. მწვანე ბარათის ოფიციალური სახელწოდება არის მუდმივი ბინადრობის ბარათი. მწვანე ბარათის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას. მწვანე ბარათის მოპოვებიდან სამი წლის შემდეგ პირს შეუძლია განაცხადი შეიტანოს ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად, თუმცა ასევე არსებობს ნატურალიზაციისთვის დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც მოქალაქეობის მიღების მსურველმა უნდა დააკმაყოფილოს: კანონმორჩილება, აშშ-ში მუდმივი ბინადრობა და სხვა.

მწვანე ბარათი (ოფიციალურად ,,მუდმივი ბინადრობის ბარათი” ან ფორმა I-551)

ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა. გათამაშების ფორმა მხოლოდ ერთ საიტზე ივსება.გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. სავალდებულოა აკმაყოფილებდეთ ჩამოთვლილთაგან შემდეგ პირობებს:

  1. განმცხადებელი უნდა იყოს დაბადებული გათამაშებისთვის კვალიფიცირებულ ქვეყანაში.
  2. განმცხადებელს დამთავრებული უნდა ჰქონდეს საშუალო სკოლა ან ისეთი სასწავლო დაწესებულება, რომლის სერტიფიკატი საშუალო სკოლის ატესტატის ტოლფასია – და, რომელიც განისაზღვრება 12-წლიანი დაწყებითი და საშუალო განათლების კურსის
    წარმატებით დასრულებით.
  3. უნდა გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში.

ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი. გათამაშება ყოველ წელს, ოქტომბერ-ნოემბერში იმართება და პასუხები მომავალი წლის 2 მაისიდან ხდება ცნობილი. ამოიწერეთ და კარგად შეინახეთ ფორმის შევსების შემდეგ გამოსული დასტურის ნომერი.

გამარჯვების შემდეგ აშშ განიხილავს თქვენს მოთხოვნას იმიგრაციაზე. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, მიიღებთ თუ არა მწვანე ბარათს, მხოლოდ საბუთების შეგროვების, გასაუბრების და სხვა პროცედურების გავლის შემდეგ მიიღება. გასაუბრების წარმატებით დასრულების შემდეგ, დაახლოებით 60 დღის ვადაში, თქვენ ფოსტით მიიღებთ ე.წ. სავიზო პაკეტს, რომელიც აშშ-ს მესაზღვრემ უნდა გახსნას.

გახსოვდეთ: მწვანე ბარათის მიღების აუცილებელი პირობაა, რომ აშშ-ში ცხოვრობდეთ წელიწადში მინიმუმ 6 თვის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება ბარათის ჩამორთმევის რისკი. გარდა ამისა, დეპორტის საშიშროება დგება მაშინ, თუ ადამიანი კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს. რაც შეეხება მოქალაქეობას, ამ პროცესს ნატურალიზაცია ეწოდება და მისი დაწყება გამარჯვებულს მწვანე ბარათის მიღებიდან 5 წლის შემდეგ შეუძლია.

მწვანე ბარათის მიღების სხვა გზები

  • საცოლის ან საქმროს ვიზა
  • ძალადობის მსხვერპლი
  • ამერიკის მოქალაქის ქვრივი
  • V ვიზა რომელიც გაიცემა მწვანე ბარათის მფლობელის მეუღლეზე და შვილებზე
  • აშშ-ს შეიარაღებული ძალების წევრები
  • ტრეფიკინგის მსხვერპლი
  • მწვანე ბარათი თავშესაფარის მეშვეობით
  • მწვანე ბარათი დასაქმების საფუძველზე

ოჯახზე დაფუძნებული მწვანე ბარათი

მწვანე ბარათის მიღება შესაძლებელია, თუკი ადამიანს ჰყავს ამერიკის მოქალაქე ოჯახის წევრი, მაგალითად, მეუღლე, შვილი, მშობელი ან დედმამიშვილი. 

ამ კატეგორიაში ასევე შედიან ქვრივები, რომლებიც დაქორწინებულნი იყვნენ აშშ-ს მოქალაქეებზე, რომელიც გარდაიცვალა. ამ დროს აუცილებელია ქორწინების დოკუმენტები აუთენტური იყოს, რათა ქვრივმა მწვანე ბარათის მოპოვება შეძლოს.

სამუშაოზე დაფუძნებული მწვანე ბარათი

ამ კატეგორიაში მრავალჯერადი სფეროს მუშაკებს შეუძლიათ მუდმივი ბინადრობის ბარათის მიღება, თუკი ისინი აშშში მოღვაწეობენ. ზოგ შემთხვევაში, იქ მომუშავე პირთა ოჯახის წევრებსაც აქვთ მწვანე ბარათის მიღების პრივილეგია. ქვემოთ მოცემულია სამუშაოს სფეროები, რომელსაც ითვალისწინებენ ბარათის გაცემის შემთხვევაში.

სამუშაოები მოიცავს

  • ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, ბიზნესის და სპორტის მოღვაწეებს, ანუ ისეთ სფეროს, სადაც განსაკუთრებული უნარებია საჭირო.
  • გამოჩენილი პროფესორებისა და მკვლევარების საქმიანობას.
  • საერთაშორისო მენეჯერები და აღმასრულებელი ორგანოები ხელმძღვანელები.
  • პოზიციები, სადაც, როგორც მინიმუმ, მაგისტრის დიპლომია საჭირო.
  • პოზიციები, სადაც ბაკალავრის დიპლომია საჭირო და გარდა ამისა ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • პოზიციები ეროვნული ინტერესების სფეროში .
  • მედიაში მომუშავე პროფესიონალები.
  • რელიგიური მოღვაწეები და მინისტრები.
  • ავღანელები და ირანელები, რომლებიც ფლობენ განსაკუთრებულ უნარებს და აშშს სახელმწიფოს ემსახურებიან.
  • სხვა გარკვეული სამუშაოს მქონე პირები, სამსახურიდან გადამდგარი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები.
  • ინვესტორები.

მწვანე ბარათის მიღება ასევე შესაძლებელია თავშესაფრის მეშვეობით. პირს რომელმაც უკვე თავშესაფარი მოიპოვა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავშესაფარის მოპოვებიდან ერთი წლის შემდეგ შეუძლია განაცხადი შეიტანოს მწვანე ბარათის მისაღებად. აღნიშნული განაცხადი ასევე ვრცელდება მის მეუღლეზე და შვილებზე.

მწვანე ბარათის გათამაშების 2019 წლის პროგრამისთვის 50000 საიმიგრაციო ვიზაა ხელმისაწვდომი. კანდიდატად შემთხვევითი არჩევის მეთოდით შერჩევა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ ვიზას. შერჩევა უბრალოდ ნიშნავს, რომ თქვენ უფლებამოსილი ბრძანდებით განაცხადით მიმართოთ მწვანე ბარათის გათამაშების საიმიგრაციო ვიზის პროგრამას. თუ თქვენი ნომერი უფლებამოსილი გახდა მონაცემთა საბოლოო დამუშავების პროცესისათვის, თქვენ შესაძლებელია მიიღოთ მწვანე ბარათის
გათამაშების საიმიგრაციო ვიზა. მხოლოდ 50000 ვიზა იქნება გაცემული ამგვარ განმცხადებლებზე.

რატომ არა აქვთ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს ამ პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება?

მწვანე ბარათის გათამაშების მიზანია მისცეს ემიგრაციის საშუალება ისეთი ქვეყნების წარმომადგენლებს, საიდანაც აშშ-ში ნაკლებად შემოდიან იმიგრანტები. აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, საიმიგრაციო ვიზები არ მიენიჭება იმ ქვეყნების მოქალაქეებს, საიდანაც მოქალაქეების „მაღალი პროცენტი“ შედის აშშ-ში. კანონმდებლობის თანახმად ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ში საცხოვრებლად ჩამოვიდა 50000 ადამიანი, რომლებმაც მიიღეს „ოჯახის“ და „სამუშაო“ კატეგორიების ვიზები. ყოველწლიურად აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახური (USCIS) უმატებს „ოჯახური“ და „სამუშაო“ ვიზებით ჩამოსულ ადამიანთა რიცხვს წინა ხუთ წელიწადში ჩამოსულ პირთა რაოდენობას – ამის მიზანია იმ ქვეყნების გამოყოფა, რომელთა მოქალაქეებსაც საიმიგრაციო ვიზების გათამაშებაში მონაწილეობის უფლება არა აქვთ. ყოველწლიურად, საიმიგრაციო ვიზების გათამაშების წინა პერიოდში, ცალკე განისაზღვრება იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს არა აქვთ ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღების უფლება – ამ ქვეყნების სია შეიძლება ყოველწლიურად იცვლებოდეს.

გაითვალისწინეთ, რომ მწვანე ბარათის ლატარიით მოგებისა და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს ავიამგზავრობის ხარჯებს, არ აგინაზღაურებთ სამედიცინო ხარჯებს და არ დაგეხმარებათ საცხოვრებლის მოძიებაში. სახელმწიფო ვიზის მიღებამდე თქვენ არ გახდებით სახელწიფოს კმაყოფაზე მყოფი პირი აშშ-ში. თქვენ არ გეძლევათ ფული ან გარანტირებულ სამსახური. სანაცვლოდ თქვენ იღებთ თავისუფლებას, იცხოვროთ, იმუშაოთ და ისარგებლოთ თითქმის ყველა იმ უფლებით და უპირატესობით, რითაც შეერთებული შტატების მოქალაქეები სარგებლობენ.