მთავარი კულინარია აი, რატომ უნდა გავხეხოთ გაყინული პური, როცა ფრინველის ხორცს ვამზადებთ

აი, რატომ უნდა გავხეხოთ გაყინული პური, როცა ფრინველის ხორცს ვამზადებთ

by guramus

ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე კულინარიული ხრიკი, რომლის გარეშეც ფრინველის ხორცს უკვე აღარ ვამზადებ! გულდასმით წაიკითხეთ და ჩაინიშნეთ: უნდა აიღოთ პურის ყუა და ღამით მაცივარში დატოვოთ. დილით გამოიღოთ და მსხვილად დაჭრათ. შემდეგ აიღეთ ქათმის ან ინდაურის მკერდი და რამდენიმე მარტივი დავალება შეასრულეთ….

საბოლოოდ რესტორნის კერძის მიიღებთ. აუცილებლად სინჯეთ.

როგორ მოვზამდოთ ქათამი გაყინული პურისგან?

ინგრედიენტები

600 გ ქათმის ან ინდაურის მკერდი

2–3 პომიდორი

50 გ ყველი

2 კვერცხი

2–3 კბილი ნიორი

100 გ ფქვილი

1 გაყინული პური

მარილი, პილპილი

მცენარეული ზეთი შეწვისთვის

მომზადება

ქათამი დაჭერით 0.5 სმ სისქის ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი დაკეპეთ, ეცადეთ კვადრატული ან ოვალური ფორმა მისცეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

ნიორი დაჭყლიტეთ, პომიდორი მრგვალ ნაჭრებად დაჭერით, ყველიჯოხებივით. ქათმის თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი, მოათავსეთ 2 ნაჭერი პომიდორი და 4-5 ნაჭერი ყველი. გადაკეცეთ ხორცი შუაზე, ისე რომ პომიდორი და ყველი შიგნით მოექცეს.

გაყინული პური გახეხეთ მსხვილად. ცალკე ჭურჭელში მოამზადეთ ფქვილი და კვერცხი. მოაყარეთ მარილი.

მკერდი ამოავლეთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს გახეხილ გაყინულ პურში.

შეწვით ტაფაზე ოქროსფერ შეფერილობამდე 5 წთ ორივე მხარეს. ასე ნაკლებად შეიწოვს ზეთს.

აი ისიც, მზადაა!

ქათმის ფილეს შერჩევას საგულდაგულოდ მიუდექით და ყურადღება გამახვილეთ წვრილმანებზე. მსგავსი მეთოდის მეშვეობით ყველი ხორცს არ მიეკრობა, ხლო პომიდორი წვნიანი დარჩება. კერძი გამოდის არომატული, რბილი და უგემრიელესი. თუ დღესასწაულებზე მოამზადებთ, სტუმრები რეცეპტს აუცილებლად გამოგკითხავენ.