1.2K
ხახვი ადვილად შეგვიძლია მივაკუთვნოთ დაბალკალორიულ პროდუქტებს, 100 გ ბოსტნეულში მხოლოდ 47 კალორიაა. არაა გასაკვირი, რომ ხახვის დიეტა, რომელიც ხახვის სუპს ეფუძნება, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პოპულარულია. 3 დღეში 5, 1 კვირაში კი 8 ზედმეტი კილოგრამისგან განთავისუფლდებით.
რა სარგებელი მოაქვს ხახვის დიეტას?
- კუჭ-ნაწლავის მუშაობის სტიმულირებას ახდენს.
- გამოდევნის ზედმეტ სითხეს ორგანიზმიდან და წვავს ცხიმებს.
- აჩქარებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს, რისი წყალობითაც კალორიები სწრაფად იქცევა სასარგებლო ენერგიად.
- მსუბუქად გადამუშავდება.
ხახვის სუპის მოსამზადებლად დაგჭირდებათ (1პორცია):
- ხახვი – 6 ც.
- კომბოსტო – 700 – 800 გ
- ტკბილი წიწაკა (სასურველია მწვანე) – 1 ც.
- სტაფილო – 1 ც.
- პომიდორი – 3 ც.
- ნიახური – 1 კონა
- წყალი – 2 ლ
სუპის მომზადება:
- ხახვი და სტაფილო გაასუფთავეთ ქერქისგან
- დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად ან კუბიკებად.
- დაკეპეთ სტაფილო წვრილ კუბიკებად ან ფირფიტებად.
- კომბოსტო წვრილად დაკეპეთ.
- პომიდორი გარეცხეთ და მსხვილად დაჭერით.
- შეწვით ხახვი მცენარეულ ზეთში მსუბუქ ოქროსფერ შეფერილობამდე. .
- ცივი წყლით სავსე ქვაბში დაუმატეთ კომბოსტო, სტაფილო და შემწვარი ხახვი.
- მოხარშეთ ბოსტნეული ნახევრად (კომბოსტო და სტაფილო რბილი უნდა გახდეს).
- დაუმატეთ ფირფიტებად ან კუბიკებად დაჭრილი წიწაკა, საკმაზები და მარილი.
- 10 წუთის შემდეგ დაუმატეთ სუპს წვრილად დაჭრილი ნიახური და პომიდორი.
- 10 წუთის შემდეგ გადმოიღეთ სუპი.
დატკბით კერძით და თან გახდით!
ხახვის დიეტის ეფექტურობის ასამაღლებლად, ისე რომ ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ:
- დიეტის წინ კონსულტაცია გაიარეთ თერაპევტთან ან გასტროენტეროლოგთან. ამ დიეტას თავისი უკუჩვენებები აქვს: შებერილობა, გასტრიტი ან სხვა კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებები.
- რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს. დაშვებულია ქორფა და გამომცხვარი ხილ-ბოსტნეულის მიღება, უცხიმო სახეობის ხორცის და თევზის მოხარშულ მდგომარეობაში, რძის პროდუქტები. მაგრამ, ეს არ ნიშნავს რომ დღეში 1 კილო მოხარშული ქათმის ფილე უნდა მიირთვათ. გახსოვდეთ, რომ დიეტის ძირითადი კერძი – სუპია.
- დიეტის დროს უარი თქვით შაქარზე, კარტოფილზე, ცომეულზე, ბანანზე, ყურძენზე, სიმინდზე, პარკოსანზე, ალკოჰოლსა და გაზიან სასმელებზე.
- დაიცავით სასმლის რეჟიმი – არანაკლებ 2,5 ლ წყალი დღეში.
- მიირთვით სუპი არანაკლებ 3 – 4 ჯერ დღეში.
- დიეტის ხანგრძლივობამ 14 დღეს არ უნდა გადაჭარბოს. (ძირითადად მოიცავს 7 – 10 დღეს).
თუ დიეტის დროს თქვენი განწყობა გაუარესდა, გაჩნდა ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა: სისუსტე, აპათია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისრევა, გულძმარვა – უარი თქვით მსგავს მეთოდზე და მიმართეთ ექიმს.