მთავარი რჩევები მხოლოდ შეფუთვას ნუ ენდობით. აი, როგორ შევარჩიოთ ქათმის ფილე

მხოლოდ შეფუთვას ნუ ენდობით. აი, როგორ შევარჩიოთ ქათმის ფილე

by guramus

ქათმის ფილესგან მომზადებულმა კერძებმა ფართო ადგილი დაიკავა ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მისი მრავალფეროვანი რეცეპტები ყველა კულინარულ საიტში ლიდერობს. ქათმის ფილეს აღიარებენ ფიტნესის მწვრთნელები და ჯანსაღი ცხოვრების წესის მოტრფიალენი. ნამდვილად უსაფრთხოა თუ არა ეს ”ჩემპიონთა საკვები?”

დიეტური ქათმის მკერდი

100 გ ქათმის ფილე შეიცავს 23 გ ადვილადშეთვისებად ცილას. ცხიმს – მინიმალური რაოდენობით, ხოლო ნახშირწყლებს, პრაქტიკულად არ შეიცავს. შესაძენად ხელმისაწვდომია, ხოლო მოსამზადებლად საკმაოდ იოლი.

ქათმის ფილეს დაბალი კალორიულობა ცილების დიდი რაოდენობით შემცველობასთან ერთად, მას შეუცვლელ პროდუქტად აქცევს ჭარბწონიანი ადამიანების კვებით რაციონსა და სხვადასხვა დიეტის დაცვის დროს. ასევე ქოლესტერინის დაბალი შემცველობის წყალობით ფილეს აქტიურად უნიშნავენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს.

ბალანსირებული კვების ნებისმიერ სისტემში ქათმის მკერდს საპატიო ადგილი უკავია. ისეთი სახის დიეტების დროს, როგორიცაა ატკინსის ან დიუკანის დიეტა, ქათმის ფილე წარმოადგენს მთელი რაციონის საფუძველს.

ეს ყველაფერი თეორიულად. პრაქტიკაში კი, იაფი ქათმის ფილე ხორცეულის ერთ-ერთი ყველაზე ”ბინძური” სახეობაა. თუ ზრუნავ ჯანმრთელობაზე, შეიტყე იმ შესაძლო რისკების შესახებ, რომლებიც მოსდევს ფაბრიკული ქათმის ხორცის ხშირ გამოყენებას.

ქათმის ხორცის ფარული საფრთხეები

ხარჯების შემცირების მიზნით მწარმოებლები აჩქარებენ ქათმის ზრდის პროცესს. 4-6 თვის ნაცვლად ის ფერმებში 5-7 კვირაში იზრდება. ამის მისაღწევად საკვებში ამატებენ ქალის ჰორმონს – ესტროგენს. ამ უკანასკნელის სიჭარბე ქალის სისხლში იწვევს მენსტრუალური ციკლის აღრევას, მამაკაცებში კი უშვილობის მიზეზი ხდება.

გარდა ამისა დაავადებების პრევენციისთვის ქათმებს მთელი სიცოცხლის მანძილზე აძლევენ ანტიბიოტიკებს. ასეთ ხორცს ჯანმრთელობისთვის სხვადასხვა ზიანის მოტანა შეუძლია.

ეს შესაძლოა გამოვლინდეს ღვიძლის, თირკმლების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, ასევე ალერგიული რეაქციების სახით. რაც შეეხება ანტიბიოტიკებს, მათი რეგულარული მიღება მიკროდოზებით სახით იწვევს მდგრადი მიკროორგანიზმების ჩამოყალიბებას. ამის შედეგად რომელიმე ანთებითი დაავადების განკურნება ძალიან გართულდება, თუ კი იგივე ანტიბიოტიკი იქნება დანიშნული.

გარდა ამისა,ქათმების საკვები შესაძლოა დაბინძურებული იყოს სხვადასხვა მინარევით, მაგალითად, პესტიციდებით.

როგორ შევიძინოთ უსაფრთხო ქათმის ფილე

ქათმის მკერდის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ წვრილმანებსაც.

1. შეფუთვა

ამობერილი შეფუთვა ძველი ხორცის პირველი ნიშანია.

2. ფერი

ხორცი უნდა იყოს ვარდისფერი და არავითარ შემთხვევაში – ყვითელი.

3. ზომა

ფილე არ უნდა იყოს დიდი – 300 გ-ზე მეტი. მაღალი წონა მოწმობს ხორცის დაჩქარებულ ზრდაზე. წონა უნდა ვარირებდეს 150დან 200 გ-მდე.

4. თეთრი ზოლები

თეთრი ზოლები მოწმობს იმას, რომ ქათმის ზრდა დაჩქარებული იყო. ასეთი ხორცი მავნე ცხიმებსა და დანამატებს შეიცავს.

5. სიახლის განსაზღვრის მეთოდები

ფილეზე დაჭერის დროს ღრმული არ უნდა წარმოიქმნას. ხოლო თუ ხორცს ქაღალდის ხელსახოცს დავადებთ, ის მშრალი უნდა დარჩეს.

რჩევები მომხმარებლებს

  1. ნაწლავის ჩხირი კვდება 60 გრადუსზე, არანაკლებ 15 წუთით დამუშავებისას. ამიტომ შეწვისას შიგთავსი არ უნდა დარჩეს ნახევრად უმი.
  2. ქათმის მომზადების დროს ის ჯერ ჩაალბეთ, შემდეგ მოხარშეთ რამდენიმე წუთი და ნახარში გადაღვარეთ.
  3. უმჯობესია, ქათამს კანი გააცალოთ, რადგან სწორედ კანში გროვდება ყველა გამოყენებული ქიმიური ნივთიერება.
  4. დიეტოლოგები ყველაზე ფასეულად თვლიან მკერდის თეთრ ხორცს, რადგან მასში ნაკლები კაპილარია.
  5. უპირატესობა მიანიჭეთ არა შემწვარ, არამედ მოხარშულ ან გამომცხვარ ხორცს. შეწვის დროს ხდება კარცენოგენების წარმოქმნა.
  6. თუ გიყვართ ქათმის ბულიონი, ამისთვის არ გამოიყენოთ მაღაზიის ქათამი.

თუ გაქვთ შესაძლებლობა, ყოველთვის შეარჩიეთ შინაური ქათამი. მას მაგარი ხორცი აქვს, თუმცა ბევრად უფრო სასარგებლო. ხორცის დარბილება შესაძლებელია სხვადასხვა მარინადის გამოყენებით.

გაუზიარეთ ეს საჭირო რჩევები თქვენს მეგობრებსაც!