მთავარი ჯანმრთელობა რა არის ჭინჭრის ციება?

რა არის ჭინჭრის ციება?

by Keti

ურტიკარია ანუ ჭინჭრის ციება ალერგიული დაავადებაა, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე პროცესის გარეგანი რეაქციაა. ის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება გამოუვლინდეს, თუმცა მეტწილად საშუალო ასაკში ვხვდებით, რადგან ჩვილებში კანის წყობა, იმუნური სისტემა განსხვავებულია და ალერგიის ელემენტი ვერ ყალიბდება, ხოლო ხანდაზმულებისთვის ამ სახის მკვეთრი რეაქციები დამახასიათებელი არაა.

ალერგიისას კანის ზედაპირზე ჩნდება ლაქები, რომელიც ძალიან ჰგავს ჭინჭრით ნასუხსს. მას თან ახლავს სიწითლე, შეშუპება და ქავილი. დაავადების სახელწოდებაც მისი კლინიკური თავისებურებიდან მომდინარეობს.

ჭინჭრის ციების ძირითადი გამოხატულება დამახასიათებელი შესახედაობის გამონაყარია. კანზე გაჩენილი ბუშტუკები შეიძლება იყოს: წითელი ან კანისფერი; ოვალური ან მატლის ფორმისა; რამდენიმე მილიმეტრიდან რამდენიმე სანტიმეტრამდე დიამეტრისა; შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ქავილს.

ჭინჭრის ციება მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ფორმის დროს გამონაყარი უმეტესად 24 საათში ქრება, ქრონიკული კი შესაძლოა თვეობით და წლობითაც კი გაგრძელდეს.

მიზეზები

ჭინჭრის ციების შედეგად გამონაყარი ჩნდება ალერგიული რეაქციების შედეგად. ამ დროს გამოიყოფა ჰისტამინი –  ნივთიერება, რომელიც არის ალერგიული რეაქციების ხელშემწყობია. გარდა ამისა, სხვა ქიმიური რეაქციები ცვლის კანის ზედაპირის სტრუქტურას.

ჰისტამინი და სხვა ქიმიური ნივთიერებები იწვევს ანთებას და ფლუიდს, რომლებიც კანის ქვეშ აკუმულირდებიან და იწვევენ ნაწიბურებს.

ალერგიის ცნობილი გამომწვევები მოიცავს:

შემთხვევათა ნახევარში ადამიანები ვერ იგებენ ალერგიის რეალურ მიზეზებს. ქრონიკური ურტიკარია შეიძლება ავტოიმუნური პასუხი იყოს, მაგრამ ხშირად უცნობია, თუ რისი გამოხმაურებაა ეს.

მკურნალობა

ჭინჭრის ციების მსუბუქი შემთხვევისას მკურნალობის დროს იყენებენ ქავილისა და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს. სტანდარტული მკურნალობა გულისხმობს ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას, რომლებიც ქავილს, შეშუპებას და ალერგიული რეაქციის სხვა ნიშნებს ამცირებს. ქრონიკულად მიმდინარე ანგიოედემისა და ურტიკარიის მკურნალობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით – ე.წ. ლეიკოტრიენების ანტაგონისტებით არის შესაძლებელი.

ურტიკარიის მწვავე შეტევის დროს ზოგჯერ აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება და ეპინეფრინის (ადრენალინის) ინექცია. თუ თქვენმა ორგანიზმმა ერთხელ მაინც გამოხატა ასეთი რეაქცია, რეციდივი ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი, ამიტომ მიმართეთ ექიმს და მასთან შეთანხმებით შეიძინეთ სპეციალური მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც გადაუდებელ შემთხვევაში თვითონვე გაიკეთებთ ინექციას.

შინაური საშუალებები ჭინჭრის ციების წინააღმდეგ

ტრიგერები პრობლემის საწყისს არ იწვევენ, თუმცა ისინი ხშირად აძლიერებენ სიმპტომებს. ასე რომ, პაციენტი მუდმივად უნდა ეცადოს სიმპტომის იდენტიფიცირებასა და მის არიდებას. ამაში შედის:

  • ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება
  • განსაზღვრული მედიკამენტებისგან თავის არიდება
  • შეძლებისდაგვარად სტრესის არიდება მედიტაციის ან რელაქსაციის ტექნიკებით
  • ისეთი საპნის, კანის მალამოებისა და საწმენდი საშუალებების შერჩევა, რომლებსაც მსუბუქი შემადგენლობა აქვს.

გარკვეული საკვების არმიღებამაც შეიძლოება კარგი შედეგი მოგცეთ. მაგალითად, ჰისტამინის გამომწვევ პროდუქტებში შედის ისპანახი, თევზი, იოგურტი, პომიდორი, საქონლის ხორცი, შოკოლადი და მარწყვი.

ურტიკარიისგან გამოწვეული გაღიზიანების თავიდან არიდებისთვის გირჩევთ:

  • ატაროთ ფართო, ღია ფერის ტანსაცმელი
  • ეცადეთ არ გაიკაწროთ კანი.
  • გამოიყენეთ მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი საპონი
  • გამოიყენეთ დუში, საგრილებელი, ცივი წყალი, ლოსიონი ან ცივი კომპრესი გაღიზიანებული ადგილის გაგრილებისთვის
  • მიიღეთ შვრიის აბაზანა გრილ წყალთან ერთად
  • აირიდეთ უკვე ნაცნობი ტრიგერები

ზოგიერთი წყარო ასევე გვირჩევს ისეთ დანამატებს, როგორიც არის ფურისულას ზეთი, ვიტამინი C, D და სხვები. თუმცა, დანამატების მიღებამდე მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, რათა არ განმეორდეს გვერდითი რეაქციები.

ჭინჭრის ციება და სტრესი

ურტიკარიის ერთ-ერთი მიზეზი ან მისი სიმპტომების გაუარესების წინაპირობა არის ემოციური სტრესი. 2005 წლის კვლევის თანახმად, სტრესული ცხოვრებუსეული მოვლენები, ოჯახის წევრების მხარდაჭერის ნაკლებობა, ინსომნია და ჭინჭრის ციება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. კვლევაში 75 მონაწილე იყო ჩართული.

სხვა მეცნიერები კი ხსნიან, თუ როგორ ,,იწვევს ქრონიკული სტრესი მედიატორების დისრეგულაციას და პათოფიზიოლოგიურად აუარესებს ანთების გამომწვევ დაავადებებს.”

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ადამიანი სტრესულ სიტუაციაშია, ნებისმიერი ანთებითი რეაქცია უფრო მწვავე ხასიათს იძენს იმ ადამიანში, რომელიც ემოციურად მგრძნობიარეა. ასე რომ, ურტიკარია და სტრესი ერთმანეთს ძალიან ,,ეხმარებიან”.

ჭინჭრის ციების ტიპები

ჭინჭრის ციება ან ურტიკარია შესაძლოა იყოს მწვავე ან ქრონიკული.

მწვავე ურტიკარია არის ყველაზე გავრცელებული ტიპი. სიმპტომები 6 კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება და უმეტესად აისახება კისრის მიდამოსა და სახეზე, ასევე ხელისა და ფეხის თითებზე და გენიტალიებზე. მთლიანობაში, ის შეიძლება სხეულის ყველა ნაწილს შეეხოს.

ქრონიკული ურტიკარია გრძელდება 6 კვირაზე მეტ ხანს. ყოველი 1000 ადამიანიდან 1 განიცდის ქრონიკული ურტიკარიის შემთხვევას.

ამის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა შეგვიძლია კავშირი ვიპოვოთ იმუნურ სისტემასთან. ვირუსებიც ასევე ჭინჭრის ციების გამომწვევია. ზოგ შემთხვევაში, ეს უკავშირდება აუტოიმუნურ დაავადებებს, როგორიცაა, მაგალითად, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება.

ხშირად ჭინჭრის ციებასთან ერთად ვლინდება ანგიოედემაც. ის ურტიკარიის მსგავსია, მაგრამ კანის შედარებით უფრო ღრმა ფენებზე ვრცელდება.

მწვავე ურტიკარიის დიაგნოსტირება

მწვავე ურტიკარიის დროს, ალერგიული ტესტი გვეხმარება ვიპოვოთ სპეციფიური სუბსტანცია ან ჭინჭრის ციების გამომწვევი მიზეზი. გამოცდილ ექიმს შეუძლია, რომ მწვავე ურტიკარიის დიაგნოზი კანზე არსებული გამონაყარის დათვალიერების შემდეგაც დასვას.

ტრიგერის აღმოჩენა პაციენტს დაავადების განმეორების პრევენციაში დაეხმარება. ექიმი ალბათ გკითხავთ:

  • როდის და სად დაიწყო ეპიზოდი
  • იყო თუ არა მწერის ნაკბენი
  • პაციენტი თუ ცხოვრობს ან მუშაობს ისეთ ადგილებში, სადაც პოტენციური ტრიგერები არსებობს, მაგალითად, ლატექსის ხელთათმანები, ქიმიკატები, ცხოველები და სხვა.
  • მედიკამენტების შესახებ, რომელსაც პაციენტი იღებდა, ამაში შედის მცენარეული დანამატებიც
  • პაციენტის სამედიცინო ისტორია
  • ურტიკარიის შესახებ საოჯახო ისტორია

ხშირად გამომწვევი მიზეზი ბუნდოვანია, თუმცა თუ გამოკითხვისას აღმოჩნდა სპეციფიური ტრიგერი, ექიმი პაციენტს ალერგიულ კლინიკაში ამისამართებს.

ალერგიული კლინიკები ამოწმებენ პაციენტის სისხლს და კანს, რათა გაარკვიონ, არის თუ არა ალერგია სპეციფიურ სუბსტანციაზე, ან ქიმიურ ნივთიერებაზე, მტვერზე, საკვებზე და ა.შ.

ქრონიკული ურტიკარიის დიაგნოსტირება

თუ ურტიკარია 6 კვირაზე მეტ ხანს გრძელდება, ესე იგი, ამის მიზეზი გარეგანი ტრიგერი არ არის. ამიტომ ექსპერტები არ იძლევიან ალერგიული ტესტის რეკომენდაციას. ქვემოთ მოცემული სამედიცინო ტესტები ამოწმებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ძირითად შინაგან მიზეზებს:

  • სისხლის ტესტი და ანემიაზე შემოწმება
  • განავლის ნიმუში პარაზიტების აღმოჩენისთვის
  • ერითროციტი დალექვის სიჩქარის (ედს) ტესტი, იმუნიტეტის პრობლემების იდენტიფიცირებისთვის
  • ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების ტესტი, ზეაქტიური ჯირკვლის გამოსარიცხად, ეს ცნობილია, როგორც ჰიპერთირეოზი ან ჰიპოთირეოზი – ანუ არააქტიური ფარისებრი ჯირკვალი
  • ღვიძლის ფუნქციის შემოწმების ტესტი, თუ ღვიძლის პრობლემები არსებობს

ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა გააუარესოს ურტიკარიის არსებობა:

გახსოვდეთ, ჭინჭრის ციების, ალერგიის პრევენციის მხრივ საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი პროცესების დროულად მკურნალობა, რათა არსებული დაავადება არ გართულდეს.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებსაც, გისურვებთ ჯანმრთელობას!