მთავარი რჩევები გოგო გინდათ რომ გეყოლოთ, თუ ბიჭი? სხვადასხვა მეთოდები ბავშვის სქესის გამოსათვლელად

გოგო გინდათ რომ გეყოლოთ, თუ ბიჭი? სხვადასხვა მეთოდები ბავშვის სქესის გამოსათვლელად

by Keti

გიჭირს მოითმინო, სანამ გაიგებ, გოგო გეყოლება თუ ბიჭი? ან იქნებ წინასწარ გინდა უკვე, რომ ეს გაიგო, ანუ დაფეხმძიმებამდე?

სცადე ქვემოთ მოცემული დიაგრამის გამოყენება.

ჩინელ სქესის პროგნოზისტს, ღრმად სწამს, რომ ის, რასაც უძველეს აკლდამაში მიაგნო, არამხოლოდ პოპულარული ტესტია გენდერის შესახებ, არამედ ის ასევე ყველაზე ზუსტ სახელმძღვანელოდ არის ცნობილი.

ის, რაც უნდა გააკეთოთ არის თქვენი ჩასახვის ასაკის მიახლოებითი გაგება და შემდეგ კი შესაბამისი თვის არჩევა. შედეგად, ეს ცხრილი თქვენი შვილის სქესს გეტყვით.

ამის გაკეთება ორსულობის დროსაც შეიძლება და ასევე დაორსულებამდეც, თუკი კონკრეტული სქესის მქონე ბავშვის ყოლა გსურთ.

ჩინელი სქესის პროგნოზისტის ცხრილი

ინტერნეტში არსებობს სქესის წინასწარმეტყველების ცხრილის ორი ფორმა, თუმცა თავის მხრივ, ამ ტაბლოს დიდი ისტორია აქვს. მარტივი ვერსია მოითხოვს ჩასახვის ასაკს და თვეს. შემდეგ მიჰყევით ცხრილის ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ განშტოებებს.

არსებობს სხვა, უფრო რთული ვერსიაც, რომელიც ითხოვს თქვენი წლოვანების ჩინური ასაკის მიხედვით გამოთვლას და შესაბამის მზისა და მთვარის წლებს.

პედიატრიული და პერინატალური ეპიდემიოლოგიის კვლევის მიხედვით, ჩასახვის ასაკი და თვე, რომელიც მთვარის კალენდრის მიხედვით არ არის შეცვლილი, რეალურად არ ასახავს შედეგს.

არ იდარდოთ, უპირატესობა მარტივ ცხრილს მიანიჭეთ. ჩაწერეთ თქვენი ჩასახვის ასაკი და თვე, როცა თქვენი ბავშვი ჩაისახა. თუ თვე არ გახსოვთ, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს და გამოითვალეთ.

რამდენად ზუსტია ჩინური ცხრილი

არსებობს საიტები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ჩინურ პროგნოზს 90% სიზუსტე აქვს, ეს ტაბლო სხვა მეთოდების მსგავსია… თუმცა ყველაზე უფრო სახალისო. პედიატრიული და პერინატალური ეპიდემიოლოგიის იმავე კვლევის საფუძველზე, ამ ტესტში ჩართული იყო 3 მილიონამდე ჩვილი, შედეგები კი მეტყველებდა იმაზე, რომ ეს მეთოდი მონეტის აგდების მსგავსი იყო. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა სცადოთ.

სქესის გამოცნობის სხვა პროგნოზები

გასართობად სქესის გამოცნობის სხვა ტესტებზეც შეგიძლიათ იმუშაოთ. არსებობს მაიას კალენდარი, ბეჭდის ტესტი, როცა ბეჭედს ორსულ მუცელზე ატრიალებ. თუ ის წრიულად დატრიალდა, ესე იგი, ბავშვი გოგონაა, თუ წინ და უკან რყევა დაიწყო, ეს ნიშნავს, რომ ბიჭს ელოდებით. გარდა ამისა, არსებობს წითლი კომბოსტოს ტესტიც: ამ დროს უნდა მოშარდოთ წითელი კომბოსტოს წყალში, თუ ფერი შეიცვალა და ვარდისფერი გახდა, ესე იგი, ბიჭია, თუ იგივე ფერი დარჩა, ანუ მეწამული, დიდი შანსია, გოგოს ელოდებოდეთ. არსებობს საკვები სოდის ტესტიც, რომელსაც დღეს შემოგთავაზებთ.

თუ ისევ ვერ ითმენთ ულტრაბგერით ექოსკოპიამდე და ცდილობთ გაიგოთ ბავშვის სქესი, ჩვენ კიდევ რამდენიმე სახალისო მეთოდს გაჩვენებთ. მაგალითად, სოდის ტესტი იაფია და ძალიან საინტერესო.

ამ დროს ერთმანეთს უნდა შეურიოთ შარდი და საკვები სოდა და დაელოდოთ რეაქციას. თუ ნარევი ლუდის კონსისტენციის მსგავსი ხდება, ეს ნიშნავს, რომ ბიჭის მოლოდინი უნდა გქონდეთ, ხოლო თუ ნარევს განსაკუთრებული რეაქცია არ ექნება, იფიქრეთ გოგონაზე.

მუშაობს ეს სოდის ტესტი? შეიძლება… ან შეიძლება არა. ამ დროს აქცენტი კეთდება ორსულოვის ჰორმონებზე, რომელიც შარდშია და სოდასთან შერევით იწვევს განსხვავებულ რეაქციას. ორივე სქესს განსხვავებული ph აქვს (გოგოს უფრო მჟავა გარემო, ბიჭს კი ტუტოვანი).

ასე რომ, სოდას თუ არაფერში იყენებთ, კარგი გასართობი იქნება.

რამდენად ადრე შეიძლება სოდის ტესტის გაკეთება?

სოდის მეთოდი არ არის სქესის განსაზღვრის ოფიციალური გზა, მაგრამ სახალისო და უსაფრთხოა, ამიტომ არ არსებობს განსაზღვრული დრო მის ჩასატარებლად. თუმცა, იცოდეთ, რომ ორსულობის ჰორმონი (ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი) დაახლოებით ორსულობის 10 კვირის შემდეგ გამომუშავდება, ეს ამერიკელ ორსულთა ასოციაციის მონაცემების შედეგია.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში ამ ტესტის ჩატარება კარგი იდეაა. თან ორსულობაში დამატებითი გახალისება არავის აწყენს.

როგორ ჩავატაროთ საკვები სოდის ტესტი

ეს ძალიან მარტივი და იაფი მეთოდია ბავშვის სქესის გასაგებად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ექსპერიმენტი დილითვე ჩაატაროთ, ანუ პირველი მოშარდვისას. აი, რა უნდა გააკეთოთ:

  1. მოაგროვე შარდი ერთ ჭიქაში.
  2. ჩაყარე ორი კოვზი ახალი საკვები სოდა ცალკე ჭიქაში.
  3. დადე ორივე ჭიქა ერთად.
  4. ჩაასხი შარდი საკვებ სოდაში (იმ რაოდენობის, რომ სოდა დაიფაროს).
  5. შეამოწმე შენი შედეგები! შუშხუნი ნიშნავს ბიჭს, რეაქციის არარსებობა კი გოგონას სიგნალია.

ზუსტია სოდის მეთოდი?

სოდის მეთოდს ბევრი ქალისთვის უმუშავია, თუმცა ყოფილან ისეთებიც, რომელთა შედეგიც სხვანაირი აღმოჩნდა. სქესის პროგნოზის ტესტები ძალიან სახალისოა, თუმცა, სამწუხაროდ, ნაკლებად ზუსტი: 50/50. სწორი შედეგისთვის შუა ორსულობის პერიოდს უნდა დაელოდოთ და ულტრაბგერით ექოზე ნახოთ სწორი აღმოჩნდა თუ არა სოდის პროგნოზი.

ექიმი დებორა ვეზერსფუნის ინტერვიუს თანახმად, ,,მათი პოპულარობის მიუხედავად, (სქესის პროგნოზის საშუალებები) ზუსტი არ არის… შარდის ph უმეტესად კვების რაციონით არის განპირობებული და საერთო არაფერი აქვს ნაყოფთან.”

თუმცა მაინც შეგიძლიათ სცადოთ, რას იტყვით? არაფერს კარგავთ და თან გაერთობით კიდეც.

გთავაზობთ სხვა მარტივ და გასართობ მეთოდებს, რომლითაც შეგიძლიათ იხალისოთ ორსულობის განმავლობაში და ვინ იცის, იქნებ ბავშვის სქესიც ექოზე ადრე გაიგოთ.

18 უცნაური მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ გაიგოთ, გოგო გეყოლებათ თუ ბიჭი

სქესის პროგნოზი #1: კანის ცვლილება

ბევრ ორსულ ქალს ხშირად ეცვლება კანი 9 თვის განმავლობაში. ამბობენ, რომ გოგონაზე ფეხმძიმობისას კანი ცხიმიანი ხდება, ხოლო თუ ბიჭს ელოდებით, კანი შედარებით მშრალი ხდება.

სქესის პროგნოზი #2: აკნე

კანის ცვლილებების მსგავსად, შესაძლოა გაჩნდეს აკნეს პრობლემაც, ან ცვლილებები უკვე არსებულ აკნეში. ზედმეტი ცხიმიანობა გამოწვეულია გოგოზე ორსულობით, ხოლო თუ აკნე არ შეიცვალა, ესე იგი, ბიჭზე ხართ ორსულად.

სქესის პროგნოზი #3: სიცხე

ამბობენ, რომ ბიჭზე ორსულობა ხშირად იწვევს ლოყების გაცხელებას და ტემპერატურის მატებას სახის მიდამოში. შესაძლოა, დაემთხვეს ეს სიმპტომი და ბავშვის სქესი.

სქესის პროგნოზი #4: მუცლის ვერტიკალური ხაზი

ასეთი სწორი და ვერტიკალური ხაზიც ხშირად მიჩნეულია, როგორც კონკრეტული სქესის მაუწყებელი სიგნალი. თუ ეს ხაზი ჩერდება ჭიპის ქვემოთ, ესე იგი, გოგოს ატარებთ, ხოლო თუ ხაზი ჭიპის ზემოთ არის, ეს ბიჭზე მეტყველებს.

სქესის პროგნოზი #5: სოდის ტესტი

ამაზე უკვე ვისაუბრეთ, რომ სოდას დილის შარდი უნდა შეურიოთ. და დავამატებთ, რომ ამ მეთოდს 80% სიზუსტე აქვს.

სქესის პროგნოზი #6: თმის ტექსტურა

ბევრი ქალი ამჩნევს, რომ ორსულობის დროს მათი თმის ტექსტურა იცვლება – ამასაც სქესის განმსაზღვრელ ინდიკატორად მიიჩნევენ ხოლმე. თუ თმა ხდება გამომშრალი და მტვრევადი, გოგო გეყოლებათ, თუკი თმა მბზინავი და სქელი ხდება – ბიჭს ელოდებით.

სქესის პროგნოზი #7: სხეულის თმა

ამ დროს ცვლილებელი სხეულზე არსებულ თმაზეც ვრცელდება. თუ სხეულის თმა სწრაფად და სქლად იზრდება, ესე იგი, ბიჭია. თუკი თმის ზრდასთან ცვლილებას ვერ ამჩნევთ, გოგოს მოლოდინი გქონდეთ.

სქესის პროგნოზი #8: წონის მატების ადგილი

ზოგიერთი ორსული წონას მხოლოდ მუცლის გარშემო იმატებს, როცა სხვები მთელ სხეულზე ამჩნევენ მატებას. თუ მთელი სიმძიმე მუცლის ირგვლივ არის, ესე იგი, ბიჭია, წონის მთელ სხეულზე მატება კი გოგოზე მოწმობს.

სქესის პროგნოზი #9: ფეხის ტემპერატურა

თუ ფეხი ნორმალურზე ხშირად გიცივდებათ, დიდი შანსია, რომ ბიჭი გეყოლოთ. ხოლო თუ ფეხის ტემპერატურა დიდად არ შეცვლილა, ესე იგი, გოგო გაჩნდება.

სქესის პროგნოზი #10: ფეხის ზრდა

ფეხის ზომის ცვლილება ასევე ხშირია ორსულობის დროს. ზოგჯერ ფეხი ორსულობის შემდეგ საწყის ზომას უბრუნდება, ზოგჯერ კი სულ დიდი რჩება. თუ ფეხი იგივე ზომის დარჩა, დიდი ალბათობით, გოგო დაიბადება, ხოლო თუ ნახევარი ზომით მეტი ფეხსაცმელი დაგჭირდათ, ანუ ბიჭი ჩნდება.

სქესის პროგნოზი #11: ძლიერი სურვილები

ორსულობის დროს უცნაური სურვილების გაჩენა, მით უმეწტეს, საკვების მიმართ არახალია. თუ განსაკუთრებულად გინდებათ ტკბილეული, ესე იგი, გოგოს ატარებთ მუცლით, ხოლო თუ მარილიანი საკვები გინდათ ხშირად, ეს ბიჭის მოლოდინს უნდა აჩენდეს.

სქესის პროგნოზი #12: მუცლის მდებარეობა

ძველი გამოთქმაა, რომ სქესის წინასწარ განსაზღვრაში მუცლის მდებარეობასაც აქვს მნიშვნელობა. თუ მუცელი დაბლა გაქვთ, ესე იგი, ბიჭს ელოდებით, თუ ის მაღლაა, ეს ნიშნავს, რომ თქვენს საშვილოსნოში გოგო იზრდება.

სქესის პროგნოზი #13: მამის წონის მატება

ამბობენ, მამის წონის ცვლილებაც მეტყველებს ბავშვის სქესზეო. ასე რომ, თუ ბავშვის მამა იგივე წონის დარჩა, ესე იგი, გეყოლებათ ბიჭი, ხოლო თუკი მან მოიმატა, გოგო დაიბადება.

სქესის პროგნოზი #14: თავის ტკივილები

თუ ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილი, შესაძლოა ბიჭი გაჩნდეს, თუ ნაკლებად გტკივდებათ თავი, მაშინ გოგოს ელოდეთ.

სქესის პროგნოზი #15: ძილის პოზა

თუ ბუნებრივად გეძინებათ მარცხენა მხარეს, ესე იგი, ბიჭია. თუკი მარჯვენა მხარედ იძინებთ, გოგოს დაბადების შანსები იზრდება.

სქესის პროგნოზი #16: კერტების ფერი

მკერდი ყოველთვის იცვლება ორსულობისას. თუ ძუძუს კერტების ფერი არ შეცვლილა, გოგოს დაბადებას დაელოდეთ, თუკი ისინი გამუქდა, მაშინ ბიჭი გაჩნდება.

სქესის პროგნოზი #17: მკერდის ზომა

ორსულობის პერიოდში მკერდის ზომის ცვილებაც გარდაუვალია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ერთი მკერდი უფრო იზრდება, ვიდრე მეორე. თუ მარჯვენა მკერდი უფრო გაიზარდა, ბიჭს ატარებთ, ხოლო თუ მარცხენა მარჯვენაზე უფრო დიდია, გოგო დაიბადება.

სქესის პროგნოზი #18: დაუდევრობა

თუ ჩვეულებრივზე უფრო მოუხერხებელი გახდით, შესაძლოა ბიჭი გეყოლოთ, ხოლო თუ დაუდევრობა ჯერ არ გამოგივლენიათ, ესე იგი, გოგო გაჩნდება.

თქვენც ხომ არ იცით სხვა მეთოდები, რითიც შეიძლება ბავშვის სქესის წინასწარ გაგება? გთხოვთ გაგვიზიარეთ კომენტარებში! ეს სტატია კი თქვენს მეგობრებსაც აჩვენეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: