მთავარი სილამაზე 5 მიზეზი, რატომაა ლიფის გარეშე სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

5 მიზეზი, რატომაა ლიფის გარეშე სიარული ჯანმრთელობისთვის სასარგებლო

by guramus

ლიფი ძველი საბერძნეთის პერიოდიდან არსებობს. დღეს თითქმის ყველა ქალი ატარებს მათ და სწამთ, რომ ტარებას სარგებელი მოაქვს. შეილება გაოცდეთ, რომ პირიქით, მისი მოხსნა უფრო სასარგებლოა ქალის ჯანმრთელობისათვის.

სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესდება.

ჩვენ გვინდა ტანისამოსი კომფორტული იყოს, მაგრამ ლიფი მოჭერილი და მჭიდრო. ეს სიმჭიდროვე სისხლძარღვებს აწვება და სისხლის მიმოქცევაზე უარყოფითი გავლენა აქვს. ისევე, როგორც სხვა მოჭერილ, მჭიდრო სამოსს.

ლიფის გარეშე სიარულის შემთხვევაში სისხლი თავისუფლად იმოძრავებს, მკერდი უფრო ჯანსაღ იერს მიიღებს და ორგანიზმში მიმდინარე პროცესები შესამჩნევად გაუმჯობესდება.

უკეთესად დაიძინებთ.

ზოგიერთ ადამიანს მაისურის თუ პერანგის მაგივრად ლიფით სძინავს. ეს ძალიან არაჯანსაღია. კვლევების მიხედვით, თქვენი რიტმი ირღვევა და მის გარეშე უკეთესაც შეძლებთ გამოძინებას.

შესაძლოა ფორმა შეგევსოთ.

ქალები ხშირად ატარებენ ფუშ-აფ ლიფს, რომელიც მკერდის ზომას ვიზუალურად ზრდის. თუმცა, უფრო სავსე მკერდის მიღების უადვილესი ხერხი ლიფზე უარის თქმაა. როცა ისინი თავისუფლად არიან, მკერდის კუნთებს გრავიტაციის წინააღმდეგ მუშაობას აიძულებენ. მართალია მკერდი რეალურად არ გაიზრდება, მაგრამ კუნთების მეშვეობით ის უფრო სავსე იქნება.

მკერდი უფრო გაძლიერდება.

ცნობილმა ფრანგმა პროფესორმა ჟან-დენის რუილონმა ქალის ანატომიის მიმართულებით 15 წლიანი კვლევა ჩაატარა. მისი აღმოჩენების მიხედვით, ლიფის მატარებელი ქალების მკერდი 7 მილიმეტრით იყო დაწეული ვიდრე მათი, ვინც 1 წელი აღარ ატარებდა ლიფს. იგივე შედეგებია დადასტურებული იაპონურ კვლევებში.

მთლიანად ჯანმრთელობა გაუმჯობესდება.

ლიფზე უარის თქმა გააუმჯობესებს კანის და კუნთების ჯანრთელობას. გაძლიერდება სისხლძარღვები, კუნთები და ლიფისგან გამოწვეული ოფლი და ჭუჭყი აღარ დაგროვდება მკერდის გარშემო.

თავად იტყოდით უარს ლიფზე?

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: