მთავარი ჯანმრთელობა 4 სახის სასმელი, რომელზეც უარი უნდა თქვათ 50 წლის შემდეგ

4 სახის სასმელი, რომელზეც უარი უნდა თქვათ 50 წლის შემდეგ

by guramus

ასაკი ”50 წელი” მოითხოვს სხვადასხვა ჩვევის გადახედვას. ამ დროისთვის მეტაბოლიზმის სიჩქარე დაქვეითებულია, ასევე მიმდინარეობს მრავალი ქრონიკული დაავადების შედეგად ჩამოყალიბებული პრობლემის დაგროვება. ამ ასაკში კვების სწორი რაციონის შედგენა, როგორც არასდროს, ისეთ მნიშვნელობას იძენს. ვინაიდან მისი დაცვით მრავალი პრობლემის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ იმას, თუ რას მიირთმევთ საჭმელის სახით, არამედ იმასაც, თუ რას სვამთ. გთავაზობთ ყველაზე მავნე სასმელების ჩამონათვალს 50 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის.

1. ტკბილი გაზიანი წყალი

ასეთი სასმელები სავსეა შაქრით, ხოლო კვებით ღირებულება მათ საერთოდ არ გააჩნიათ. ერთი ბოთლი კოკა-კოლა 6-8 ჩაის კოვზ შაქარს შეიცავს. ზრდასრული მამაკაცისთვის შაქრის ზღვრული რაოდენობა ექვსი ჩაის კოვზია, ხოლო ქალისთვის – ოთხი  ჩაის კოვზი.

ტკბილი სასმელის საფრთხე იმაში მდგომარეობს, რომ ტვინი არ იღებს მას, როგორც დანაყრების წყაროს. ორგანიზმი ვერ განიცდის სიმაძღრეს ერთი ან ორი ქილა ტკბილი გაზიანი სასმელის მიღების შემდეგ. და ის აუცილებლად ითხოვს საკვებს. ამგვარად, ადამიანი ერთბაშად კალორიების ორ წყაროს იღებს, რომელთაგან ერთი ცარიელ ნახშირწყლებს იძლევა. ორგანიზმი უბრალოდ ვერ ასწრებს ამ რაოდენობის შაქრის გარდაქმნას ენერგიად და ის ცხიმების სახით ლაგდება.

თუ მიირთმევთ ერთ ქილა გაზიან სასმელს, თუნდაც მის მერე სარბენად გაეშუროთ, გლუკოზის ჭარბი რაოდენობა მაინც დარჩება დაუხარჯავი, რომელიც შემდეგ ცხიმად ტრანსფორმორდება. ტკბილი სასმელები წარმოადგენს ძირითად წყაროს ცხიმოვანი ჩანართების დაგროვებისა მუცლის მიდამოში (ე. წ. ვისცერალური ცხიმი). მათი წყალობით კი ხდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და შაქრიანი დიაბეტისა და ცხიმოვანი ჰეპატოზის პროვოცირება.

2. ალკოჰოლი

ალკოჰოლი აფერხებს თავის ტვინის მუშაობას, რომელიც 50 წლის შემდეგ ბუნებრივად ისედაც უარესდება. კვლევებით დადგინდა, რომ ძირითადი დარტყმა ტვინის იმ ნაწილზე მოდის, რომელიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი. ამიტომ ადამიანები, რომლებიც ჭარბად იღებენ სპირტიან სასმელებს, მეხსიერების გაუარესებას უჩივიან. ასევე რთული ხდება ყურადღების კონცენტრირება რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე.

ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო ნორმას ყველა ადამიანი თავად ადგენს. ხოლო მეცნიერების თვალსაზრისით, ასეთი ნორმა არ არსებობს.

3. სასმელი ,,3 1-ში”

ლამაზ შეფუთვებში არსებულ ფხვნილს ვერც კი ვუწოდებთ ყავას. თუმცა მასში სამი კომპონენტია: ყავა, შაქარი და რაღაც, რომელიც მშრალ რძეს ჰგავს. მასში ყავის შემცველობა მცირეა, ხოლო კოფეინის ის უმნიშვნელო რაოდენობა, რომელიც არსებობს, მთლიან აქტივობას კარგავს მასში მცენარეული ცხიმის შემცველობის გამო. ე.წ. რძის ნაცვლად ასეთ პაკეტებს ამატებენ პალმის ზეთს, რომელშიც არომატიზატორები და საღებავებია შერეული.

თუმცა ამ ფხვნილში ყველაზე მეტი შაქარია. ზედმეტი წონა, გაცხიმოვნება, ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი – ყველაფერი ეს შედეგია შაქრის უზომო რაოდენობით გამოყენებისა.

4. ხილის წვენები

არათუ მზა, საკუთარი ხელით ახალგამოურული წვენიც კი არ არის სასურველი ამ ასაკში. ერთ ჭიქა ფორთოხლის წვენში დაახლოებით 3-4 ცალი ფორთოხალია. 4 ფორთოხალს კი ერთდროულად ვერავინ შეჭამს. წვენის დალევის შედეგად ორგანიზმი გლიკემიურ დარტყმას იღებს ხილის შაქრის დიდი რაოდენობის სახით, რომელიც მომენტალურად გადადის სისხლში. თვითონ ხილის მიღების დროს ეს არ ხდება, რადგან ფრუქტოზას შთანთქმას ხელს უშლის უჯრედისი, რომელსაც ხილის რბილობი შეიცავს. წვენის შემთხვევაში კი ორგანიზმი იღებს მხოლოდ შაქარს.

რაც შეეხება სამრეწველო წარმოების ხილის წვენებს მათში შაქრის რაოდენობა კიდევ უფრო მეტია, ვიდრე სახლში მომზადებულ წვენებში.

გისურვებთ ჯანმრთელობას! გაითვალისწინეთ ეს სასარგებლო რჩევები და გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც სოცქსელში!