მთავარი სილამაზე აი, როგორ გამოიყენოთ ხახვი თმისა და სახის სილამაზისთვის. ყველაფერი ერთ ღამეში იცვლება.

აი, როგორ გამოიყენოთ ხახვი თმისა და სახის სილამაზისთვის. ყველაფერი ერთ ღამეში იცვლება.

by guramus

ხახვს ფართო გამოყენება აქვს კოსმეტოლოგიაში, ეს ყველაფერი კი მისი ეფექტურობის, მარტივი გამოყენების და ხელმისაწვდომი ფასის წყალობით.

ხახვი სასარგებლოა თმისთვის რამდენიმე მიზეზით:

  • ღრმად ხვდება ფოლიკულებში, მისი წვენი თმის სტრუქტურას შიგნიდან აუმჯობესებს.
  • ანთების საწინააღმდეო და ანტისეპტიკური ნივთიერებებით ხახვი თმის სიმშრალის პრობლემებს აღმოფხვრის.
  • ხახვის წვენი აძლიერებს სისხლის ცირკულაციას თავის კანში, რაც თმის ზრდას იწვევს.
  • მისი მეშვეობით თმა გლუვი, ბრწყინვალე და ჯანსაღი ჩანს. .

გთავაზობთ ძალიან ეფექტური საშუალების მარტივ რეცეპტს.

მის მოსამზადებლად აიღეთ 1-2 საშუალო ზომის ხახვი, დამოკიდებულია თმის სიგრძეზე. დაჭყლიტეთ ფაფის მსგავსად და გამოწურეთ წვენი.

დაიდეთ ხახვის წვენი თმის ფესვებზე, დაიხურეთ თავზე აბაზანის ქუდი და დაიტოვეთ 1.5 – 2 სთ, რის შემდეგაც შამპუნის მეშვეობით ჩამოიბანეთ.

მსგავსი პროცედურა კვირაში 1-2 ჯერ ჩაიტარეთ. კურსი მოიცავს 30-40 პროცედურას.

რამდენიმე სასარგებლო რჩევა თმაზე ხახვის ნიღბის გამოყენებისთვის:

  1. სჯობს ხახვის ნიღაბი დასვენების დღეების წინ გამოიყენოთ, რადგანაც რამდენიმე ხნის განმავლობაში თავზე არასასიამოვნო სუნს ინარჩუნებს. მისი სურნელის შესამცირებლად შამპუნს რამდენიმე წვეთი ეთერული ზეთი დაუმატეთ. მაგალითად, სანდალი ან პიტნა.
  2. ნიღაბი უნდა დაიდოთ არამხოლოდ ფესვებზე, არამედ მთლიანად თმის სიგრძეზე. თუ თქვენი თმა მშრალი არაა, კანი კი ძალიან სენსიტიური.
  3. ნიღბის გაჩერება ორ საათზე მეტხანსაც შეიძლება, მაგალითად მთელი ღამით. მაგრამ, იმ შემთხვევაში, თუ დისკომფორტს არ გრძნობთ.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აკრძალვები: 

  • ნიღბის დადებამდე, ის ხელის კანზე მოსინჯეთ, რათა დარწმუნდეთ, რომ ალერგიას, გაწითლებას ან ქავილს არ იწვევს.
  • თუ თავის კანზე რაიმე დაზიანებები გაქვთ, ხახვის ნიღაბზე უარი თქვით.
  • არ გამოიყენოთ თუ მაღალი მგრძნობელობის მშრალი კანი გაქვთ.

ხახვი სახისთვის
ხახვის ნიღაბი სასარგებლოა არამხოლოდ თმისთვის, არამედ სახისთვისაც, რადგანაც: 

  • კვებავს და ატენიანებს, ღრმად აღწევს ეპიდერმისში;
  • ახშობს ანთებით პრცესებს;
  • კანის რეგენერაციას ახდენს;
  • ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას უშლის ხელს;
  • აქრობს აკნეს;
  • ეპიდერმისს ელასტიურს ხდის.

ანტიასაკობრივი ნიღაბი

კანის საფარის ტონუსს ამაღლებს, კვებავს და ასწორებს ნაოჭებს. 

  1. ნიღბის მოსამზადებლად 1 საშუალო ხახვი გაასუფთავეთ და დაჭყლიტეთ ბლენდერში.
  2. მიღებული მასა გაატარეთ მარლაში ან საცერში.
  3. მიღებულ ფაფას დაუმატეთ თაფლი პროპორციით 2:1 (ორი ნაწილი ხახვი, ერთი ნაწილი თაფლი).
  4. თუ საშუალება ძალიან თხევადია, დაუმატეთ ცოტაოდენი სახამებელი.
  5. აურიეთ და დაიდეთ სახეზე წრიული მოძრაობებით.
  6. ჩამოიბანეთ 15 წუთის შემდეგ თბილი წყლით.
  7. დაიდეთ მკვებავი კრემი.

გამათეთრებელი ნიღაბი

ამცირებს პიგმენტურ ლაქებს და ჭორფლებს. ამისთვის აურეთ ხახვის წვენი და ნატურალური იოგურტი დანამატების გარეშე.

დაიდეთ ნიღაბი 15 წუთით, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

თვალსაჩინო შედეგისთვის პროცედურა ყოველდღე გაიმეორეთ.

მნიშვნელოვანია! იგივე აკრძალვები ვრცელდება, რაც მაღლა, სახის ნიღაბზე მოვიყვანეთ.

ნუ დაივიწყებთ, რომ ჯანმრთებლობისთვის სასარგებლო პროდუქტსაც შეუძლია ზიანის მოყენება არასწორი ან გადაჭარბებული გამოყენებისას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: