მთავარი სილამაზე რეცეპტები: 15 სახლში მოსამზადებელი სუპერ-ეფექტური სკრაბი

რეცეპტები: 15 სახლში მოსამზადებელი სუპერ-ეფექტური სკრაბი

by guramus

იმისთვის, რომ კანი უფრო გლუვი იყოს, ხოლო სიტყვა “ცელულიტი” თქვენთვის არაფერს ნიშნავდეს რეგულარულად გამოიყენეთ სხეულის კრაბი. როგორი? აირჩიეთ!

შოკოლადის სკრაბი კანის სიგლუვისთვის

დაგჭირდებათ რამდენიმე ს. კ. გახეხილი შავი შოკოლადი, 1 ფორთოხლის ცედრა და ფორთოხლის ეთერული ზეთი. გახეხეთ ცედრა წვრილად, აურიეთ შოკოლადის ფხვნილთან, გააზავეთ ზეთით კომფორტულ ტექსტურამდე და დაიდეთ კანზე 10-15 წუთით. პროცედურის შემდეგ კანი გლუვი და ხავერდოვანი გახდება. შავი შოკოლაფიდ ნაცვლად გამოგადგებათ ნატურალური კაკაო დანამატების და ნაღების გარეშე.

ნუშის სკრაბი კანის ელასტიურობისთვის

დაჭყლიტეთ ნუში კურკის გარეშე და დაუმატეთ ნუშის ზეთი. დაჭყლეტილი თხილი კანს ტრავმას არ აყენებს, ზეთი კი კვებავს. შეგიძლიათ ზედმეტი მოამზადოთ და მაცივარში 10-15 დღე შეინახოთ.

შვრიის სკრაბი კანის დატენიანებისთვის

დაფქვით შვრიის ფანტელები, დაუმატეთ ნაღები და თაფლი. გააჩერეთ 1 სთ. ნაზად დაიმუშავეთ კანი. სჯობს ასეთი საშუალება გამოიყენოთ აბაზანაში ან საუნაში, გამოგივათ პილინგიც და დეტოქსიც. ღია ფორებიდან შვრია და თაფლი ყველა დაბინძურებას გამოიტანს.

დარიჩინის სკრაბი კანის დარბილებისთვის

აურიეთ ქორფა დარიჩინი და თაფლი პროპორციით 1 : 2. ნაზად დაიმასაჟეთ კანი მიღებული ნაზავით.

ბრინჯის სკრაბი კანის კვებისთვის

ყავის საფქვავში გაატარეთ მეოთხედი ჭიქა ბრინჯი და ამდენივე ყავის მარცვლები. როცა ფქვილის მსგავს მასას მიიღებთ, ჩაასხიხით ჭიქა კეფირი. დადგით 40 წთ და დაიდეთ დატენიანებულ კანზე. დაიმასაჟეთ, გაიჩერეთ 2 წთ და ჩამოიბანეთ. კანი ხავერდოვანი გახდება! განსაკუთრებით უხდება დეკოლტეს ზონას.

კოჭას სკრაბი ცელულიტის წინააღმდეგ

კოჭა სასარგებლოა გაციების დროსაც და კანის გასუფთავებისასაც. ამისთვის საჭიროა გახეხოთ კოჭას პატარა ფესვი, დაუმატოთ ზღვის მარილი პროპორციით 1:1 და გააზავეთ ზეითუნის ზეთით. სკრაბს გაცხელების ეფექტი აქვს და არ გაგიკვირდეთ თუ სითბოს იგრძნობთ. ასეთი პროცედურის შემდეგ კანს მშვენიერი იერი ექნება. ჩაიტარეთ კვირაში 2-3ჯერ და 1 თვის შემდეგ თეძოებს ვეღარ იცნობთ.

მარილის სკრაბი ტოქსინების გამოსაყოფად

დაჭყლიტეთ ზღვის მარილი, დაუმატეთ ცოტაოდენი თხევადი საპონი და საყვარელი არომატული ზეთი. სკრაბი განსაკუთრებით ეფექტურია ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის.

ყავის სკრაბი კანის ტონუსისთვის

ევა ლონგორია და ჯენიფერ ლოპესი არ მალავენ, რომ თავად ამზადებენ სკრაბს დაფქული ყავისგან. ვარსკვლავების რეცეპტი ასეთია: აურიეთ ყავა თაფლთან და გააზავეთ ზეითუნის ზეთით. შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი საყვარელი არომატის ეთერული ზეთი, რათა პროცედურა სასარგებლოსთან ერთად სასიამოვნო იყოს.

მანის სკრაბი კანის ბზინვარებისთვის

აურიეთ 1 ს. კ. მანის მარცვლები, 2 ს. კ. ნაღები და 1 ჩ. კ. თაფლი. ნაზად, არა ძალიან აქტიურად დაიმასაჟეთ კანი.

სიმინდის სკრაბი გახდომისთვის

სიმინდის მარცვლები გახაენით ზეთში თუ სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, იოგურტში თუ ცხიმიანი. აქტიურად დაიმასაჟეთ პრობლემური ზონები კვირაში ორჯერ და 1 თვეში მიირებთ შედეგს.

ქოქოსის სკრაბი კანის სიმტკიცისთვის

აიღეთ 1 ქოქოსის თხილი, საგულდაგულოდ დაჭყლიტეთ საფქვავში. მიღებულ მასას დაასხით მდუღარე წყალი 30 წუთით. შემდეგ გადაასზით წყალი, დაუმატეთ რამდენიმე კოვზი რძე, სჯობს ქოქოსის, მაგრამ ნებისმიერი წავა. საგულდაგულოდ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

გრეიფრუტის სკრაბი კანის სიჯანსაღისთვის

აიღეთ 5 ს. კ. მარილი, გრეიფრუტისგან გააკეთეთ პიურე, დაჭყლიტეთ კანთან ერთად ბლენდერში. აირეთ და ჩაალბეთ ზეითუნის ზეთში.

შაქრის სკრაბი კანის სიგლუვისთვის

ნახევარი ჭიქა ყავისფერი შაქარი აურიეთ 2 ს. კ. ქოქოსის ზეთში, 2 ს. კ. ნაღებში და დაუმატეთ 10 წვეთი ლიმნის ეთერული ზეთი და 1ჩ.კ. ვარდის ზეთი. საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ.

კენკრის სკრაბი კანის ვიტამინებით გაჯერებისთვის

ბლენდერში დაჭყლიტეთ ნახევარი ჭიქა მარწყვი, ჟოლო ან ხურტკმელი. დაუმატეთ ფაფას 2 ს. კ. მცენარეული ზეთი და 1ს.კ. თაფლი. დაიდეთ სკრაბი კანზე, დაიტოვეთ 5-10წთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ფორთოხლის სკრაბი ლაქების წინააღმდეგ

გაატარეთ ფორთოხალი ბლენდერში ფაფის მსგომარეობამდე. დაუმატეთ მარილი და შეიზილეთ კანში ახურებამდე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და აუცილებლად წაისვით დამამშვიდებელი კრემი.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: