მთავარი კულინარია ცილოვანი სალათები

ცილოვანი სალათები

by guramus

მრავალრიცხოვანი დიეტიდან ყველაზე დიდ ნდობას იმსახურებს ცილოვანი დიეტა. თუ მზად არ ხართ მთლიანად გადაერთოთ მსგავს მენიუზე, გირჩევთ ხშირად მოამზადოთ ცილოვანი სალათები.

ერთის მხრივ, ეს მსუბუქი ბოსტნეულის კერძებია, ხოლო მეორეს მხრივ, დიდი რაოდენობით ცილის შემცველი პროდუქტი. გირჩევთ, საუზმე და ვახშამი ცილოვანი სალათებით შეცვალოთ. სულ რაღაც ათ დღეში უკვე იგრძნობთ პირველ შედეგებს.

სალათა ქათმით

ინგრედიენტები

  • სამასი გ ქათმის მკერდი
  • ორი კვერცხი
  • ერთი პომიდორი
  • ერთი კონა სალათის ფურცელი
  • სამი ს. კ. ნატურალური იოგურტი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის მკერდი, გააციეთ და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
  2. მოხარშეთ კვერცხი, ისიც მსხვილად დაჭერით.
  3. დაჭერით პომიდორი, დახიეთ სალათის ფურცლები ხელით.
  4. შეურიეთ პროდუქტები და შეაზავეთ იოგურტით, მარილითა და პილპილით.

სალათა ავოკადოთი

ინგრედიენტები

  • ორასი გ ქათმის ფილე
  • ერთი კიტრი
  • ერთი ავოკადო
  • ნახევარი წითელი ხახვი
  • ორი ს. კ. იოგურტი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ქათმის მკერდი. დაგლიჯეთ ხორცი ბოჭკოების გასწვრივ.
  2. მსხვილად დაჭერით კიტრი, ხახვი კი – ნახევარრგოლებად.
  3. გაფცქვენით ავოკადო, დაჭერით ის მსხვილად. მოასხით ლიმონის წვენი, რათა ნაჭრები არ გაყვითლდეს.
  4. შეურიეთ ინგრედიენტები, შეაზავეთ იოგურტით, მარილითა და პილპილით.

სალათა ჩინური კომბოსტოთი

ინგრედიენტები

  • სამასი გ ქათმის მკერდი
  • ორი კვერცხი
  • ნახევარი თავი ჩინური კომბოსტო
  • ერთი კიტრი
  • სამი ს. კ. იოგურტი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით კიტრი მსხვილად, ასევე დაჭერით კომბოსტო.
  2. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და დაჭერით.
  3. მოხარშეთ ფილე, გააციეთ და დაჭერით.
  4. შეურიეთ ინგრედიენტები, შეაზავეთ იოგურტით, მარილითა და პილპილით.

სალათა თინუსით

ინგრედიენტები

  • 350 გ თინუსის კონსერვი
  • ერთი კიტრი
  • ერთი პომიდორი
  • ნახევარი კონა სალათის ფურცელი
  • ექვსი ცალი ზეთისხილი
  • ორი ჩ. კ. მდოგვი
  • ორი ს. კ. ზეითუნის ზეთი

მომზადება

  1. თევზის კონსერვიდან გადაასხით სითხე და თევზი ჩანგლით ჩაჭყლიტეთ.
  2. მსხვილად დაჭერით კიტრი და პომიდორი, დახიეთ სალათის ფურცლები.
  3. შეურიეთ ერთმანეთს თევზი, ბოსტნეული, მწვანილი და ზეთისხილი.
  4. ცალკე შეურიეთ მდოგვი და ზეითუნის ზეთი. თინუსიანი სალათა შეანელეთ ამ სოუსით.

სალათა ლობიოთი

ინგრედიენტები

  • ორასი გ ქათმის ფილე
  • სამი კვერცხი
  • ორასი გ დაკონსერვებული ლობიო
  • ერთი კიტრი
  • ერთი დამარინადებული კიტრი
  • ერთი წითელი ხახვი
  • ერთი ჩ. კ. მდოგვი
  • ასი გ არაჟანი
  • ორი ჩ. კ. სოიოს სოუსი

მომზადება

  1. მოხარშეთ ფილე და დაჭერით.
  2. მოხარშეთ კვერცხი და ისიც დაჭერით.
  3. დაჭერით ახალი და დამარინადებული კიტრი.
  4. დაჭერით წითელი ხახვი ნახევარრგოლებად.
  5. ცალკე აურიეთ სოიოს სოუსი, არაჟანი და მდოგვი.
  6. ეს სოუსი მოასხით სალათას.

სალათა კრევეტებით

ინგრედიენტები

  • ორასი გ კრევეტები
  • ერთი კიტრი
  • ერთი პომიდორი
  • ერთი ბულგარული წიწაკა
  • ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ჩაყარეთ კრევეტები მდუღარე წყალში, ხარშეთ სამი წუთის განმავლობაში. გადაწურეთ საწურზე და გააციეთ.
  2. გარეცხეთ ბოსტნეული და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. შეურიეთ კრევეტები.
  3. კრევეტების სალათას მოასხით ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.

თუ გერთულებათ ტკბილისთვის თავის დანებება, მოამზადეთ მსუბუქი დესერტი ხილისგან. უარი თქვით ბანანსა და ყურძენზე. უპირატესობა მიანიჭეთ ვაშლს და მსხალს და შეაზავეთ ისინი ნატურალური იოგურტით ან უცხიმო კეფირით.

ვიმედოვნებთ, რომ ამ რეცეპტების მიხედვით მომზადებული სალათები არამხოლოდ წონის დაკლებაში დაგეხმარებათ, არამედ ორგანიზმსაც გაგიწმენდთ დაგროვილი მავნე ნივთიერებებისგან.

გაუზიარეთ მოცემული რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: