მთავარი კულინარია უფრო ნოყიერი ყიყლიყოს რეცეპტი ხორცის ფარშით

უფრო ნოყიერი ყიყლიყოს რეცეპტი ხორცის ფარშით

by Keti

თუ თქვენ გიყვართ ნოყიერი საუზმის მირთმევა, მაშინ ეს გემრიელობა უნდა გასინჯოთ. კერძი, რომლის რეცეპტსაც დღეს შემოგთავაზებთ, ცხელი ბუტერბროდებისა და ღვეზელის საუკეთესო ალტერნატივაა. სულ რაღაც ნახევარი საათი და უგემრიელესი საუზმე თქვენს მაგიდაზეა.

რაც მთავარია, თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ ერთი ბაგეტი და ცოტაოდენი ხორცის ფარში, რომლის შეზავება ყველანაირად შეგიძლიათ საყვარელი საკმაზების გამოყენებით. ჩვენ შემოგთავაზებთ კლასიკური ვარიანტის რეცეპტს მარილითა და პილპილით.

ჩვეულებრივ ამ კერძს ამზადებენ ისე, როგორც გრენკებს – ამოავლებენ კვერცხში და წვავენ ორივე მხრიდან. მაგრამ თუ ქურასთან დგომა არ გსურთ, ჩააწყეთ პურები ღრმა ჭურჭელში და მოასხით ზემოდან ათქვეფილი კვერცხი, შემდეგ კი მოაყარეთ გახეხილი ყველი. ჩვენ გთავაზობთ პირველ ვარიანტს.

ინგრედიენტები

  • 300 გ საქონლის ფარში
  • 50 მლ რძე
  • ოთხი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი ბაგეტი
  • ორი ს. კ. ფქვილი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ბაგეტი დაჭერით თორმეტ ნაწილად. თითოეულ მათგანს ამოაცალეთ გული, თუმცა არასრულად.
  2. პურის გული ჩაფშხვენით ფარშში, ჩაამატეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. ეს შიგთავსი ჩადეთ გულამოცლილი პურის ნაჭრებში.
  3. ტაფას წაუსვით ზეთი და დადგით ცეცხლზე. ათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად, დაამატეთ მარილი, ფქვილი და კვლავ ათქვიფეთ.
  4. ფარშირებული პური ამოავლეთ  კვერცხიან მასაში და შეწვით ორივე მხრიდან 4-4 წუთის განმავლობაში, ოქროსფერის მიღებამდე.

მზადაა! ფარშიანი პური უფრო პიკანტური გემოსი გახდება, თუ მას დაამატებთ ცოტა მწვანილს (მაგ. ქინძს ან ოხრახუშს) და მწარე წიწაკას. თუმცა ასეთი რეცეპტი უფრო ვახშამს მოუხდება, ვიდრე საუზმეს. საქონლის ფარშის გარდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ასევე ბოსტნეულის ან ქათმის ფარში. გემრიელად მიირთვით!

შეინახეთ ეს მარტივი რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: