მთავარი კულინარია დაბეგვილი ყაბაყი

დაბეგვილი ყაბაყი

by Keti

ყაბაყი განსაკუთრებული ბოსტნეულია: ის კარგად ანაყრებს და ასევე წონას გვინარჩუნებს. ყაბაყისგან უამრავი კერძის მომზადება შეიძლება. დღეს გთავაზობთ დაბეგვილი ყაბაყის რეცეპტს. ის მზადდება დაბეგვილი ხორცის მსგავსად, თუმცა მისი ღირებულება და კალორიულობა ათჯერ მცირეა.

მოსამზადებლად ახალგაზრდა ყაბაყი შეარჩიეთ, რომლის კანი გაუხეშებული არ იქნება.

ინგრედიენტები

  • 500 გ ყაბაყი
  • 100 მლ რძე
  • ორი ცალი კვერცხი
  • 100 გ საფანელი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • 3 ს. კ. ფქვილი
  • შავი პილპილი გემოვნებით
  • 20 გ კარაქი
  • ორი ს. კ. ზეთი

მომზადება

  1. გარეცხე ყაბაყი, დაჭერი ნახევარი სმ სისქის ფირფიტებად. მიღებული ნაჭრები მსუბუქად დაბეგვე ორივე მხრიდან. მოაყარე მას პილპილი და შემდეგ ფქვილში ამოავლე.
  2. ათქვიფე კვერცხი მარილთან და რძესთან ერთად, მიღებულ ნარევში ჩაყურსე ყაბაყის ნაჭრები, ხოლო შემდეგ ამოავლე ისინი საფანელში.
  3. საფანელიანი ყაბაყი დაალაგე თეფშზე და შედგი მაცივარში 10 წუთის განმავლობაში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ საფანელი შეწვისას არ ჩამოსცვივდეს ყაბაყს.
  4. ტაფაში გააცხელე კარაქი და ზეთი, ჩაალაგე ყაბაყი და შეწვი ოქროსფრამდე.

დაბრაწული და დაბეგვილი ყაბაყი სუფრასთან მიიტანე არაჟნის სოუსთან ერთად. მისი მომზადება შეგიძლია ასე: 10-15%იან არაჟანში შეურიე დაჭრილი მწვანილი, ნიორი და მწიკვი მარილი. გემრიელად მიირთვი!

გაუზიარე ეს გემრიელი და ორიგინალური რეცეპტი შენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: