მთავარი კულინარია ჩემი საყვარელი რეცეპტია საფუარიანი ცომით ღვეზელის მომზადების

ჩემი საყვარელი რეცეპტია საფუარიანი ცომით ღვეზელის მომზადების

by guramus

თუ დიდი ხანია აპირებთ ღვეზელის მომზადებას, ეს სტატია სპეციალურად თქვენთვის იქნება. დღეს გაგიზიარებთ ისეთი ღვეზელის რეცეპტს, რომლის ცომიც ყოველთვის გამოდის.

ღვეზელი უნივერსალური კერძია, რადგან მისთვის ნებისმიერი შიგთავსი შეგიძლია გამოიყენო. თუმცა ყველაზე გემრიელი შიგთავსიც ვერ დაგეხმარება, თუ ცომი კარგი არ გამოვა. უამრავი რეცეპტი არსებობს ღვეზელის ცომისთვის, მაგრამ ყველა კარგად ვერ მუშაობს და ბევრი მათგანი წარუმატებლად სრულდება.

ჩვენი რეცეპტის მიხედვით, ღვეზელი გამოდის ყოველთვის შესანიშნავი. თუნდაც წინა დღით იყოს მომზადებული – მაინც ძალიან გემრიელია.

აი, რა დაგჭირდებათ ამ ცომისთვის:

ინგრედიენტები

  • 700 მლ თბილი წყალი
  • ორი ს. კ. მარილი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ორი ს. კ. მშრალი საფუარი
  • 1400 გ ფქვილი
  • 100 მლ ზეთი

მომზადება

1. ცომის ხაშის მოსამზადებლად გაათბე წყალი, დაამატე შაქარი, მარილი, საფუარი და ძალიან ცოტა ფქვილი. დატოვე 10-15 წუთით.

2. ახლა დაამატე ცოტა ზეთი და ფქვილი, დაიწყე ცომის მოზელვა. როგორც კი ცომი თითებზე მიწებებას დაიწყებს, ის მზად იქნება.

3. ცომს დააფარე საკვები ცელოფანი და შედგი მაცივარში ერთი საათით.

4. ამ დროის გასვლის შემდეგ, გამოიღე ცომი მაცივრიდან და დაიწყე პატარა ნაწილების მოგლეჯვა. ახლა შეგიძლია მათ მისცე ღვეზელის ფორმა და გაავსო ნებისმიერი შიგთავსით.

5. მას შემდეგ, რაც გააკეთებ 5-10 ღვეზელს, შეგიძლია დაიწყო მათი შეწვა, სანამ შემდეგ პარტიას მოამზადებ. შეწვა საჭიროა დიდი რაოდენობით ზეთში. მზა ღვეზელები დაალაგე ქაღალდის ხელსახოცზე ჭარბი ზეთის მოსაშორებლად.

საფუარიანი ცომით მომზადებული შემწვარი ღვეზელის შიგთავსი შეიძლება იყოს ნებისმიერი. ჩვენ გთავაზობთ, ის მოამზადოთ ქათმის ხორცითა და ქამა სოკოთი ან კვერცხითა და ბოსტნეულით. ეს გაცილებით უფრო ნოყიერი ვარიანტებია.  ისინი ძალიან მოუხდება სკოლაში ან სამსახურში შესვენების პერიოდში წახემსებას.

გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: