11 კეთილი მულტფილმი, რომელიც ყველამ უნდა ნახოს

by Ani

ზოგიერთ თანამედროვე მულტფილს თამამად შეგვიძლი კლასიკა ვუწოდოთ, რომელიც არასდროს მოგვბეზრდება. წარმოგიდგენთ იმ ანიმაციურ სურათებს, სადაც სასაცილო პერსონაჟები, მორალი და მხიარული სიმღერებია.

1. «მეფე ლომი», 1994 – IMDb: 8,5

დღეს შეგიძლიათ ამ საოცარი შედევრის ახალი ვარიანტიც იხილოთ, რიმეიქის სახით. 1995 წელს კი ორიგინალმა სურათმა 3 “ოქროს გლობუსი” მოიპოვა.

მულტფილმი გვაოცებს სიუჟეტით და საყვარელი პერსონაჟებით. მუსიკალური ფონი ყველას მხიარულ თუ ჩაფიქრებულ ხასიათზე ამყოფებს.

 

2. «უოლ·ი», 2008 – IMDb: 8,4

მარტოსული რობოტი დარჩა ჩვენს პლანეტაზე მას შემდეგ, რაც ის ყველა ადამიანმა დატოვა. მას საოცრად სურს მეგობრის გაჩენა, რომელთან ერთადაც თუნდაც ჩუმად დაჯდებოდა. სულ მალე ხდება ის, რაც მის ცხოვრებას განსაკუთრებულს გახდის.

მულტფილმი აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს წამოჭრის ცარიელი სიტყვების და მყვირალა ლოზუნგების გარეშე.

 

3. «თავდაყირა», 2015 – IMDb: 8,2

ამ მულტფილმის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ყველა ჩვენგანს თავში ისეთი ადამიანები გვყავს, რომლებიც ემოციურ მდგომარეობას ზუსტად განასახიერებენ. ისინი მმართველობას დროდადრო ერთმანეთს უთმობენ, ამიტომაც ხანდახან პოზიტიურები ვართ, ხანდახან ბრაზიანები.

მშვენიერი გრაფიკა და ორიგინალური სიუჟეტი მულტფილმს მთელი ოჯახისთვის სახალისოს ქმნის. მისი ყურების დროს ვერავინ მოიწყენს.

 

4. «მაღლა», 2009 – IMDb: 8,2

მთავარი გმირი გადაწყვეტს უჩვეულო მოგზაურობაში გაემართოს, რათა შეასრულოს ცოლის დავალება. მას პატარა რასელიც უერთდება. მალე ეს პერიოდი საუკეთესო არდადეგებად გადაიქცევა.

მულტფილმს ყველა პირველი ნახვისთანავე დროს შეიყვარებს.

 

5. «მონსტრების კორპორაცია», 2001 – IMDb: 8,1

მონსტრების სამყაროში მონსტრები პატარა ბავშვებს აშინებენ. არც სალი და მაიკი არიან გამონაკლისები, მაგრამ მათ შეემთხვევათ ისეთი რამ, რაც მათ ცხოვრებას ცვლის.

ქარიზმატული გმირები და შთამბეჭდავი ისტორია ყველაზე უიმედო საღამოს იხსნის.

 

6. «ნემოს ძიებაში», 2003 – IMDb: 8,1

მარლინი საკუთარ ვაჟ, ნემოს ოკეანეში კარგავს. შეშინებული ნემო მეგობრებს გაიჩენს, რომლებიც ოჯახის ძიებაში დაეხმარებიან. 2004 წელს სურათმა საუკეთესო ანიმაციური ფილმების ნომინაციაში “ოსკარი” მოიპოვა.

აქ წყალქვეშა სამყაროს საოცარი ხედები და მშობლური სიყვარულის შთამბეჭდავი ისტორია. გელით ბევრი პოზიტვი და სიცილი.
 

7. «ალადინი», 1992 – IMDb: 8,1

ეს სათავგადასავლო ანიმაცია სავსეა ავანტიურიზმით, ჯადოსნობით და სურვილით გადავატრიალოთ მთები ოცნებებისა და სიყვარულისთვის. ალადინი, ჯინი და ჟასმინი განწყობას გაგიუმჯობესებენ. ოსკაროსანი სიუჟეტი არაბული ფესვებიდან შეიქმნა.

აქ ადგილი აქვს ტრადიციებს, იუმორს, საოცარ მუსიკას და სენტიმენტებს.

 

8. «ზოოტოპია», 2016 – IMDb: 8,0

2 წლის წინ მულტფილმა მიიღო “ოსკარი” და “ოქროს გლობუსი”. დადებითი გამოხმაურების პროცენტი კი დღესაც პრაქტიკულად მაქსიმალურია. როგორც სჩანს, ეს სურათი კურდღელსა და მელიაზე საუკეთესოთა შორის საუკეთესოა. მეგობრობა, სამართალი და სიყვარული – ეს მულტფილმი ამ მნიშვნელოვანი საკითხებით ყველას შთაგაგონებთ.

 

9. «რატატუი», 2007 – IMDb: 8,0

რემი ნამდვილი კულინარი და ესთეტია. ის სურნელებს შეიგრძნობს როგორც ნამდვილი ექსპერტი და ამზადებს, როგორც ღმერთი. მაგრამ, სამზარეულომდე მისი გზა დახშულია, რადგანაც ის თაგვია. საინტერესოა, რომ შემქმნელებმა თითოეული კერძის მომზადების დეტალი მაქსიმალურად ბუნებრივად დახატეს.

პარიზის ატმოსფერო და პერსონაჟების ქარიზმა ჰიპნოზს ჩაგიტარებთ.

 

10. «შრეკი», 2001 – IMDb: 7,9

დიდი დევი, სასაცილო ვირი და პრინცესა, რომელსაც შველა სჭირდება. კეთილი სიუჟეტი და სასაცილო სცენები თანამედროვეობის ყველაზე ხმამაღალ მულტფილმად იქცა. 2002 წელს “შრეკმა” “ოსკარზე” გამარჯვება მოიპოვა.

ასევე, მუსიკა და პოზიტიური ნოტები – ყურების დროს დიდი სიამოვნება გელით.

 

11. «საზიზღარი მე», 2010 – IMDb: 7,7

ისტორია საშიშ კაცზე, რომელიც უდიდეს სიყვარულს იტევს. ერთხელ გეგმები იცვლება და გრიუს სამი გოგონას ძიძობა უწევს. სწორედ აქედან იწყება თავდავიწყება! ასევე, აქ არიან სასაცილო მინიონები, რომლებიც გაუგებარ ენაზე საუბრობენ. არ გაგეცინოთ, შეუძლებელია.

იდეალური სურათი ოჯახური კინოჩვენებისთვის.

0

ასევე დაგაინტერესებთ