მთავარი ტესტები რომელი ფოტოც ყველაზე მეტად გაშინებთ, თქვენს მთავარ ცხოვრებისეულ შიშს გამოააშკარავებს

რომელი ფოტოც ყველაზე მეტად გაშინებთ, თქვენს მთავარ ცხოვრებისეულ შიშს გამოააშკარავებს

by guramus

ჩახედეთ თვალებში თქვენს შიშს. აირჩიეთ ის ფოტო, რომელიც დანარჩენებზე მეტად გაშინებთ. ასე გაიგებთ რისი გეშინიათ ცხოვრებაში.

ყურადღებით შეხედეთ ფოტოებს. რომელია ყველაზე საშიში თქვენთვის?

მიტოვებული სახლი

იმის მიხედვით, რომ ეს სურათი შეარჩიეთ, ინტელიგენტი ადამიანი ხართ და სიმართლის მოსმენას ამჯობინებთ, რადგანაც ტყუილს ვერ იტანთ.

სახლის მუქი კედლები და მიტოვებულობა მიანიშნებს იმას, რომ შიშს განიცდით ადამიანებთან ურთიერთობაში. თქვენთვი ძალიან რთულია სოციალური კონტაქტების დამყარება. იწყებთ ნერვიულობას მაშინაც, კი როცა უცხო ადამიანთან უბრალოდ დარეკვა გიწევთ. საჯარო გამოსვლას კი თქვენში შეუძლია პანიკური შეტევა გამოიწვიოს.

ყინულის გამოქვაბული

გაშინებთ ყინულის გამოქვაბული? ეს იმის ნიშანია, რომ მუდამ სითბოს და ზრუნვას ეძებთ. თქვენ სიყვარული გესაჭიროებათ. თქვენი მთავარი შიშია ის, რომ გულს გაგიტეხენ. ამიტომაც, თავს უფლებას არ აძლევთ შეგიყვარდეთ. შეიძლება ტკივილი უკვე მოგაყენეს და აღარ გსურთ რომ ეს განმეორდეს.

მუდამ მარტო ყოფნა შეუძლებელია. უნდა ეცადოთ გახსნათ გული და გაალღოთ შიგნით არსებული ემოციური ყინული.

ბოქლომით დაკეტილი კარი

მოგწონთ დასახულ მიზნებამდე მიღწევა. ჯიუტი ადამიანი ხართ და მუდამ ბოლომდე მიდიხართ. გაშინებთ ეს სურათი? ეს იმაზე მეტყველებს რომ გეშინიათ ჩაფლავება არ გამოსცადოთ. გზარავთ იმის გაფიქრება, რომ ყველანაირი მცდელობის და ტიტანური ძალისხმევის შემდეგ ცხვირწინ კარს მოგიჯახუნებენ.

იმითვის, რომ ამის აღარ გეშინოდეთ, უნდა გაიაზროთ, რომ ნებისმიერი სიტუაცია ღრებული გაკვეთილია, გამოცდილება, რომლის გარეშეც არაფერი გამოვა.

ბნელი გვირაბი

ჭკვიანი ხართ, მაგრამ ძალიან ემოციური და ხშირად შფოთავთ. რადგანაც გვირაბი აირჩიეთ, გაურკვევლობა გაშინებთ, უფრ ზუსტად მომავალი.

გაშინებთ ის, რომ შეიძლება ვერ გაუმკლავდეთ გარემოებებს, ამიტომაც ცდილობთ ყველაფერი წინასწარ მოიფიქროთ. დასახოთ ყველა შესაძლო პრობლემა და მათგან გამოსავალი წინსწრებით იცოდეთ. შედეგად იღებთ იმას, რომ მუდამ ნერვიულობთ და შიშს განიცდით.

გაანალიზეთ, რომ თქვენი პრობლემები ფანტაზიის წყაროა, სინამდვილეში არაფერი გემუქრებათ.

ხის სახლი

გულუხვი ადამიანი ხართ, გიყვართ სხვების დახმარება და ბევრს მუშაობთ. მომგროვებლობისკენ ხართ მიმართული, შრომისმოყვარე. გეშინიათ უფულოდ არ აღმოჩნდეთ, ამიტომაც მუდამ ეკონომიას აკეთებთ და თითოეულ თეთრს ითვლით. ეს შიში გაიძულებთ უფრო მეტი იმუშაოთ. შედეგად ცხოვრებისგან ტკბობის დრო და ენერგია აღარ გრჩებათ.

კიბე

ქვევით მიმავალი კიბე საიქიო ცხოვრებასთან ასოცირდება. ეს სურათი რომ აირჩიეთ, ესეიგი ყველაზე მეტად სიკვდილის გეშინიათ. ფიქრი იმაზე, რომ ერთხელაც აღარ იქნებით, სამყარო კი მშვიდად არსებობას განაგრძობს, გაგიჟებთ.

ეცადეთ უფრო მეტად იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ყოველდღე ისეირნოთ. შეიძლება ამ შიშმა მიგატოვოთ და თავი უფრო მსუბუქად და მშვიდად იგრძნოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: