მთავარი კულინარია მცენარეულ ზეთზე მომზადებული მოხარშული ცომის რეცეპტი: ეკლერები ძალიან ფაფუკი გამოდის

მცენარეულ ზეთზე მომზადებული მოხარშული ცომის რეცეპტი: ეკლერები ძალიან ფაფუკი გამოდის

by Keti

ეკლერი ყველასთვის საყვარელი ნამცხვარია ბავშვობიდან. მისი კლასიკური რეცეპტის მიხედვით, ეკლერის მოხარშული ცომი მზადდება კარაქზე. თუმცა დღეისათვის აქტუალურია საკითხისადმი ასეთი მიდგომა: თუკი როგორღაც შესაძლებელია ეკონომია პროდუქტებზე, ის აუცილებლად უნდა გააკეთო. აღმოჩნდა, რომ ეკლერის მოხარშულ ცომში კარაქი თავისუფლად შეიძლება შეცვალოს ზეთმა. ასეთი ცომი გამოდის არანაკლებ ჰაეროვანი და უფრო მეტად ხრაშუნაც კი. ასევე მოხარშული ცომისგან იოლია სასაუზმე და სადესერტე ფუნთუშების, შუს, სხვადასხვა ნამცხვრისა თუ ტორტის მომზადება.

სამწუხაროდ, დიასახლისების უმრავლესობას გამოცხობის ეს ტიპი რატომღაც მეტისმეტად რთულად მიაჩნია. შიშობენ, რომ ამ წესით მომზადებული ცომი არ აიწევს. ჩვენ გთავაზობთ ისეთი სახის რეცეპტს, რომელიც არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით.

ინგრედიენტები

  • ნახევარი ჭიქა წყალი
  • ნახევარი ჭიქა ზეთი
  • სამი ცალი კვერცხი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 150 გ ფქვილი

მომზადება

  1. სქელძირიან ქვაბში შეურიეთ ზეთი და წყალი. შემდეგ დაამატეთ მწიკვი მარილი და დადგით ცეცხლზე. როცა წყალი ადუღდება, მასში პორციებად ჩაყარეთ ფქვილი და თან ინტენსიურად ურიეთ.
  2. ცომის რევა გააგრძელეთ და ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან. როცა მიიღებთ ერთგვაროვან და ელასტიურ მასას, მას შეაზილეთ სათითაო კვერცხი. კარგად ათქვიფეთ ეს ნარევი.
  3. საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტი ან სილიკონის საცხობი საფარი. საკონდიტრო ტომრის ან ჩაის კოვზის დახმარებით საცხობზე დასვით ცომის პატარა პორციები. გამოაცხეთ 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 ან 30 წუთის განმავლობაში. ცხობის დროს ღუმელის კარი არ გააღოთ! გამომცხვარი და კარგად გაციებული ცომი შეავსეთ ტკბილი, რძეზე მოხარშული კრემით, ან შედედებული რძით, ან ჯემით ან რაიმე სხვა არატკბილი შიგთავსით, თქვენი სურვილისა და გემოვნების მიხედვით.

მოამზადეთ სიამოვნებით, გემრიელად მიირთვით და მოგვიყევით კომენტარებში, როგორ მოგეწონათ ასეთი წესით მომზადებული ცომი თქვენ და თქვენი ოჯახის წევრებს.

გაუზიარეთ ეს საინტერესო რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: