ჩინური კომბოსტოს ტოლმა უხორცოდ. აიღეთ 4ც კვერცხი, 2ც პომიდორი

by maia

ცხოვრება გვიჩვენებს, რომ ჭკვიანი კულინარისთვის შეუძლებელი არაფერია. მაგალითად, ჩინური კომბოსტო – მრავალი სასარგებლო სალათის შეუცვლელი კომპონენტია. ცოტა მეტი ფანტაზიის წყალობით, ის შეიძლება სრულიად ახალ ამპლუაშიც მოგვევლინოს. კერძოდ, ჩინური კომბოსტოსგან მომზადებული რულეტები – ნამდვილად ახალი სიტყვაა ცხელ კერძებში!

შეარჩიეთ კომბოსტოს მსხვილი თავი, რადგან მნიშვნელოვანია ის, რომ მიიღოთ რაც შეიძლება დიდი ფოთლები. შიგთავსისთვის საჭიროა პომიდორი, რომელიც უნდა იყოს სქელი, ხორციანი ჯიშის. თუ ის მაინც წვნიანი შეგხვდათ, დაჭრილი პომიდორი ქაღალდის ხელსახოცზე მოათავსეთ, რათა ზედმეტი სითხე მოშორდეს.

ინგრედიენტები

  • ერთი კგ ჩინური კომბოსტო
  • ოთხი ცალი კვერცხი
  • სამი ს. კ. ფქვილი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • ორი ცალი პომიდორი
  • ერთი კონა მწვანილი
  • სამი ს. კ. არაჟანი
  • ორასი გ მაგარი ყველი
  • მარილი და შავი დაფქული პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. პირველ რიგში კომბოსტოს მოაშორეთ ფოთლები. შემდეგ თითოეულ ფოთოლს ყველაზე მსხვილი ნაწილი ამოაჭერით, დანარჩენი კი მსუბუქად დაბეგვეთ სამზარეულოს ჩაქუჩით. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხი, მარილი და შავი პილპილი. დაამატეთ ფქვილი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2. ყოველი კომბოსტოს ფოთოლი ამოავლეთ კვერცხის მასაში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან, თითო წუთის განმავლობაში. დაალაგეთ ისინი ქაღალდის ხელსახოცზე ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად. ამის შემდეგ კომბოსტოს ფოთლები თეფშზე დაალაგეთ მწკრივად, რათა სირბილე შეინარჩუნონ.

3. შიგთავსისთვის პომიდორი გაჭერით შუაზე, შემდეგ კოვზით ამოაცალეთ თესლი. დარჩენილი რბილობი კი დაჭერით კუბებად. ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ დაჭრილი მწვანილი და არაჟანი. მოაყარეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ.

4. შემწვარი კომბოსტოს ფოთოლზე დადეთ ცოტა შიგთავსი და გადაახვიეთ რულეტისებურად. მომზადებული კერძი დაალაგეთ დიდ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან.

ყველი შიგთავსს სინაზეს მიანიჭებს, პომიდორი მწვანილთან ერთად კი – სასიამოვნო და პიკანტურ გემოს. რა თქმა უნდა, რულეტის შიგთავსი შეგიძლიათ შეცვალოთ ან დაამატოთ მას რაიმე თქვენი გემოვნების მიხედვით.

აუცილებლად მოგვიყევით კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები და არ დაგავიწყდეთ ამ კულინარული აღმოჩენის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვის!

0

ასევე დაგაინტერესებთ