მთავარი კულინარია ჭარხლის ფოთლის ტოლმა

ჭარხლის ფოთლის ტოლმა

by Keti

მოგიმზადებიათ ოდესმე ტოლმა აერღუმელში? პირველ რიგში, ამ დროს ის ინარჩუნებს ფორმას, რადგან მომზადების დრო ორჯერ მცირდება. მეორეც, კომბოსტოს ფოთლები გამოდის ძალიან რბილი, რისი მიღწევაც რთულია იმ შემთხვევაში, თუ კერძი ქურაზე მზადდება. მესამე უპირატესობა კი ის არის, რომ თავად კომბოსტო შეგიძლიათ სულ არ გამოიყენოთ. ეს როგორ? კომბოსტოს ფოთლის ტოლმის ნაცვლად გთავაზობთ ჭარხლის ფოთოლში მომზადებულ ტოლმას.

თუ თქვენ გიყვართ ტრადიციულად მომზადებული ტოლმა და გსურთ, რომ სხვაგვარადაც სცადოთ მისი გაკეთება, ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტი ნამდვილად ძალიან მოგეწონებათ. მის მიხედვით მომზადებული ტოლმის გასინჯვის შემდეგ თქვენ მუდმივად ჭარხლის ფოთლის ძიებაში იქნებით. გემოსთან ერთად ასეთ ტოლმას ფერიც შესანიშნავი აქვს. მუქი მწვანე ფერის კერძი სუფრის ნამდვილი მშვენებაა.

ინგრედიენტები

  • ოცი ცალი ჭარხლის ფოთოლი
  • ორი ცალი სტაფილო
  • ორი ცალი ხახვი
  • ხუთი ს. კ. არაჟანი
  • 150 გ ბრინჯი
  • 300 გ ღორის ფარში
  • 400 მლ წყალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით

მომზადება

1. ბრინჯი მოხარშეთ ნახევრად, შემდეგ დადგით ის გასაციებლად.

2. დაჭერით ხახვი წვრილად, გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხზე. ორივე მათგანი მოშუშეთ ზეთში ხუთი წუთის განმავლობაში.

3. ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი, შეურიეთ გაციებული ბრინჯი, ასევე მოშუშული ხახვისა და სტაფილოს ნახევარი.

4. გარეცხეთ ჭარხლის ფოთლები, მოაჭერით მას მსხვილი ნაწილები. დაასხით მდუღარე წყალი და მსუბუქად დაბეგვეთ შუა ნაწილი.

5. შიგთავსის მცირე რაოდენობა დადეთ ჭარხლის ფოთლის ცენტრში და გადაახვიეთ, როგორც ჩვეულებრივი ტოლმა.

6. ტოლმა მჭიდროდ ჩაალაგეთ სქელძირიან ქვაბში, მოაყარეთ მას დარჩენილი სტაფილოსა და ხახვის ნარევი.

7. არაჟანი შეურიეთ 400 მლ თბილ წყალს, ეს ნარევი კი დაასხით ტოლმას.

8. ქვაბს დააფარეთ ფოლგა სახურავის ნაცვლად და შემდეგ შედგით 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ათი წუთის მანძილზე. ამის შემდეგ მოხსენით ქვაბს ფოლგა და ჭარხლის ფოთლის ტოლმა კვლავ შედგით ღუმელში ოცი წუთით.

აბა, ვინ იტყვის ახლა, რომ ტოლმა მოსაწყენი კერძია, რომელსაც ადგილი არ აქვს თანამედროვე სადღესასწაულო მენიუში? ღუმელში მომზადებული ტოლმა, რომელიც ჭარხლის ფოთოლშია გახვეული, ნამდვილად შესანიშნავ კერძად ითვლება, რომელიც ყველა სუფრას დაამშვენებს და ყველა სტუმარს მოეწონება.

ისიამოვნეთ თქვენც მისი მომზადებით და გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები კომენტარებში. ხოლო ეს რეცეპტი მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: