მთავარი კულინარია თითქმის ყველა ინგრედიენტს უხდება. აი, ავოკადოს სალათის 6 ვარიანტი

თითქმის ყველა ინგრედიენტს უხდება. აი, ავოკადოს სალათის 6 ვარიანტი

by Keti

ავოკადო მსხლის ფორმის ნაყოფია, რომელსაც მრავალ სალათაში იყენებენ. მას განსაკუთრებული გემო აქვს და თითქმის ყველა ინგრედიენტს უხდება, ხილით დაწყებული კვერცხითა და კრაბის ჩხირებით დამთავრებული. დღეს გთავაზობთ ამ ეგზოტიკური ხილის გამოყენებით სალათის რეცეპტების სხვადასხვა ვარიანტს.

სალათა ავოკადოთი და გრეიფრუტით

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ავოკადო
  • ერთი ცალი გრეიფრუტი
  • ერთი კონა მწვანილი
  • ორი ს. კ. მზესუმზირას მარცვლები
  • ერთი ცალი ლიმონი
  • მეოთხედი ჭიქა ქიშმიში
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით გრეიფრუტი და დაანაწილეთ ლებნებად. მწარე თეთრი საფარველი მოაშორეთ.
  2. გაფცქვენით ავოკადო და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად, მოასხით მას ლიმონის წვენი, რათა ნაჭრები არ გაშავდეს.
  3. დაჭერით მწვანილი, დამდუღრეთ ქიშმიში.
  4. აურიეთ ყველა პროდუქტი და მოაყარეთ მარილი. სალათა ავოკადოთი და გრეიფრუტით მზად არის!

სალათა ავოკადოთი და კრევეტებით

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ავოკადო
  • ერთი ცალი პომიდორი
  • ერთი წიწაკა ჩილი
  • ორი ცალი ლაიმი
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ნახევარი წითელი ხახვი
  • ნახევარი კონა ქინძი
  • 400 გ კრევეტი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი, დაასხით ორი ლაიმის წვენი და ზეითუნის ზეთი. დაამატეთ მარილი და პილპილი, დატოვეთ 15 წუთით.
  2. მოხარშეთ კრევეტები და გაასუფთავეთ.
  3. გაფცქვენით ავოკადო, დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
  4. პომიდორი დაჭერით მსხვილად, მწვანილი კი წვრილად. წიწაკას გამოაცალეთ თესლი და ისიც დაჭერით.
  5. შეურიეთ ყველა პროდუქტი ერთმანეთს, მოასხით ხახვიანი სოუსი და მიიტანეთ სუფრასთან!

სალათა ავოკადოთი და კვერცხით

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ავოკადო
  • სამი ცალი კვერცხი
  • ნახევარი წითელი ხახვი
  • ერთი კონა მწვანილი
  • ორი ს. კ. ნატურალური იოგურტი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი, გაფცქვენით და მსხვილად დაჭერით.
  2. გაფცქვნილი ავოკდო და ხახვიც დაჭერით.
  3. მწვანილი გარეცხეთ და ისიც დაჭერით.
  4. შეურიეთ პროდუქტები ერთმანეთს, მოასხით იოგურტი, ლიმონის წვენი და მოაყარეთ მარილი და პილპილი .

სალათა ავოკადოთი და კივით

ინგრედიენტები

  • ერთი ცალი ავოკადო
  • სამი ცალი კივი
  • ერთი კონა მწვანილი
  • 30 გ ბროწეულის მარცვლები
  • ერთი ჩ. კ. ზეითუნის ზეთი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით ავოკადო და კივი, დაჭერით ისინი მსხვილად.
  2. გარეცხეთ მწვანილი, დაჭერით. შეურიეთ ყველა პროდუქტი, მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. დაამატეთ მარილი და პილპილი.

სალათა ავოკადოთი და ფორთოხლით

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ავოკადო
  • სამი ცალი ფორთოხალი
  • სამი ცალი სტაფილო
  • ერთი კონა მწვანილი
  • ერთი ს. კ. ზეითუნის ზეთი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის წვენი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით ავოკადო, ფორთოხალი და სტაფილო.
  2. ავოკადო და ფორთოხალი დაჭერით მსხვილად, სტაფილო კი ბოსტნეულის საფცქვნელით დაჭერით ზოლებად.
  3. მწვანილი გარეცხეთ და დაჭერით.
  4. შეურიეთ ყველა პროდუქტი ერთმანეთს, მოასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. დაამატეთ მარილი და პილპილი.

სალათა ავოკადოთი და კრაბის ჩხირებით

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ავოკადო
  • ერთი ცალი კიტრი
  • ნახევარი კონა ოხრახუში
  • ორი ს. კ. სახლის მაიონეზი
  • 100 გ კრაბის ჩხირი
  • 100 გ ნიახურის ფესვი
  • მარილი და შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაფცქვენით ნიახურის ფესვი და კიტრი. ნიახურის ფესვი გახეხეთ სახეხზე, კიტრი კი დაჭერით წვრილ ზოლებად.
  2. წვრილად დაჭერით კრაბის ჩხირებიც.
  3. ავოკადო გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ მას რბილობი ისე, რომ ქერქი არ დააზიანოთ. რბილობი დაჭერით ზოლებად, შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს და შეაზავეთ მაიონეზით, მარილითა და შავი პილპილით.
  4. ავოკადოს ქერქებში ჩადეთ აღნიშნული ნარევი და მორთეთ ის ოხრახუშით.

სხვადასხვა ვიტამინების, ამინომჟავებისა და სასარგებლო ცხიმების მაღალი შემცველობა – ეს არის ის თვისებები, რაც ავოკადოს სხვა ეგზოტიკური ხილისგან განასხვავებს. ზოგიერთი ხილი უპირატესად მხოლოდ ვიტამინებს შეიცავს, სხვები კი – მხოლოდ ამინომჟავებს. ეს მწვანე ნაყოფი კი მეგასასარგებლო ხილია.

გემრიელად მიირთვით ეს შესანიშნავი სალათები და გაუზიარეთ რეცეპტები თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: