მთავარი კულინარია როცა იტალიაში ვიყავი სამუშაოდ, ჩემი დიასახლისი ყოველკვირა მთხოვდა ამ კერძის მომზადებას

როცა იტალიაში ვიყავი სამუშაოდ, ჩემი დიასახლისი ყოველკვირა მთხოვდა ამ კერძის მომზადებას

by Keti

ალბათ, ყველა ადამიანს მაკარონის მომზადების თავისი რეცეპტი აქვს. ზოგი მას სხვადასხვა საკმაზს ამატებს, უმრავლესობა კი ამ მიზნით ფარშს ყიდულობს. მხოლოდ ერთეულები ამზადებენ მაკარონისთვის შესანიშნავ სოუსს, რომელიც ძალიან უხდება მას. სწორედ ამ რეცეპტს გთავაზობთ ჩვენ დღეს.

ღუმელში გამომცხვარი მაკარონი ფარშითა და ყველით – თქვენთვის ერთ-ერთი საყვარელი კერძი გახდება. აქ მაკარონს არამხოლოდ ხორცი და ყველი ემატება, არამედ კიდევ ერთი ყველასთვის საყვარელი პროდუქტი. და თუ რომელია ეს, ამას რეცეპტში ნახავთ!

ინგრედიენტები

  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • ერთი ცალი ხახვი
  • ორი კბილი ნიორი
  • 500 გ ღორის ფარში
  • 250 მლ ტომატის სოუსი
  • ორი ს. კ. ბაზილიკი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით
  • 400 გ მაკარონი
  • 200 გ მწვანე ბარდა
  • სამი ცალი კვერცხი
  • 100 გ მაგარი ყველი
  • 100 გ მოცარელა

მომზადება

1. პირველ რიგში, გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად. მოშუშეთ ის ღრმა ქვაბში, რომელშიც ზეითუნის ზეთი იქნება ჩასხმული. შუშვის ბოლოს ქვაბში ჩაამატეთ გაფცქვნილი ნივრის ორი კბილი. როცა ხახვი დარბილდება, ნიორი ამოიღეთ. დაამატეთ მას ფარში და გააგრძელეთ შუშვა, სანამ ხორცი არ გაშავდება.

2. ჩაასხით ფარშიან ქვაბში ტომატის სოუსი. დაამატეთ მას მარილი, ბაზილიკი და შავი დაფქული პილპილი. ხარშეთ სანამ ასეთი სახის ტომატისა და ხორცის სოუსი არ გასქელდება. ამას დასჭირდება დაახლოებით ერთი საათი.

3. ცალკე ქვაბში მოხარშეთ მაკარონი, გადაწურეთ და დაამატეთ მწვანე ბარდა.

4. კვერცხი მაგრად მოხარშეთ, გაფცქვენით ორი მათგანი, დაჭერით და დაამატეთ მაკარონს. ცოტა ხორცის სოუსი შეურიეთ მაკარონს და კარგად აურიეთ.

5. ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე დაასხით ხორცის სოუსის ნაწილი. ზემოდან დაალაგეთ მაკარონი ბარდით. მაკარონს მოაყარეთ გახეხილი მაგარი ყველი და მოცარელას ნაჭრები. მოასხით კვლავ სოუსი და ზემოდან დაალაგეთ მოხარშული კვერცხის წრეები. დააფარეთ მას ფოლგა.

6. გამოაცხეთ 200 გ ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ მოხსენით ფოლგა და აცხვეთ კვლავ 15 წუთი. ასეთი სახით, ღუმელში მომზადებული მაკარონი ფარშითა და ყველით კიდევ უფრო გემრიელი გახდება.

იდეალურ შემთხვევაში, ეს კერძი, სუფრასთან უნდა მიიტანოთ სპეციალური თეფშით: ის უნდა იყოს ფართო და ღრმა. კერძი ასე უფრო შეინარჩუნებს სითბოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვახშამის პროცესი და ამ დროს საუბარი კიდევ უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო გახდება. კერძი ბოლოს მორთეთ მწვანილით. მაკარონს ხორცისა და ყველის სოუსით ძალიან მოუხდება წითელი მშრალი ღვინო.

ისიამოვნეთ და გაუზიარეთ ეს შესანიშნავი რეცეპტი იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს და არამარტო მათ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: