მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა თაფლით ზამთრისთვის

როგორ მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა თაფლით ზამთრისთვის

by guramus

სხვადასხვა ბოსტნეულის მარინადის კონსერვი ყველასთვის სასურველი პროდუქტია. განსაკუთრებით ზამთარში ერთობ სასიამოვნოა მათი მირთმევა და ზაფხულის გემოების გახსენება. მწნილების უამრავი რეცეპტი არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი მოტრფიალე ჰყავს. მათ შორისაა, მაგალითად, პომიდვრის მარინადი, კიტრი მდოგვით და, რა თქმა უნდა, ბულგარული წიწაკა თაფლით… სწორედ ამ უკანასკნელის რეცეპტს შემოგთავაზებთ დღეს ჩვენ და დარწმუნებულები ვართ, მაგის იქით აღარც კი გაიხედავთ. დაუჯერებლად სასიამოვნო გემო აქვს!

ბულგარული წიწაკა თაფლით ზამთრისთვის

ინგრედიენტები

  • ხუთი კგ ბულგარული წიწაკა
  • ერთი ჭიქა ზეთი
  • ერთი ჭიქა შაქარი
  • ერთი ჭიქა წყალი
  • ერთი ჭიქა ძმარი 9%- იანი
  • ერთი ს. კ. მარილი
  • თაფლი საჭირო მოცულობით (ქილების რაოდენობის მიხედვით)

მომზადება

1. წიწაკა კარგად გარეცხე, გამოაცალე თესლი და დაჭერი პატარა ნაწილებად.

2. ახლა მოამზადე მარინადი: ყველა ინგრედიენტი, გარდა წიწაკისა და თაფლისა, მოათავსე ქვაბში, დადგი ცეცხლზე და წამოადუღე.

3. როდესაც მარინადი ადუღდება, ჩაამატე წიწაკაც. ხარშე კვლავ ათი ან თხუთმეტი წუთი წიწაკის სისქის მიხედვით.

4. სუფთა და მშრალ ქილებში ჩაასხი თითოეულში თითო ს. კ. თაფლი. შემდეგ წიწაკა მარინადთან ერთად გადაანაწილე ქილებში.

5. ქილები გაასტერილე ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხუფე, გადააბრუნე და შეფუთე პლედით. იდეალური ბულგარული წიწაკის მწნილი მზად არის! რამდენიმე დღის შემდეგ შეგიძლია გახსნა და გემო გაუსინჯო. თუმცა, უმჯობესია, წიწაკა ზამთრამდე დააყოვნო გემოების გასაჯდომად.

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თხევადი მარინადი არ იქნება საკმარისი, მაგრამ გეტყვით, რომ წიწაკა გაუშვებს იმ რაოდენობის წვენს, რაც სავსებით სამყოფი იქნება. ხარშვის შემდეგ სითხის რაოდენობა საკმარისზე მეტიც გახდება. ამიტომ წიწაკის მარინადი გამოდის ძალიან წვნიანი და დაკრავს თაფლის პიკანტური გემო. ნამდვილი გემრიელობაა გურმანებისთვის!

ველით თქვენს შთაბეჭდილებებს კომენტარებში, ხოლო ეს ორიგინალური რეცეპტი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც სოცქსელით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: