მთავარი სილამაზე 8 ხერხი: მოიცილეთ შავი წერტილები თვალების გარშემო

8 ხერხი: მოიცილეთ შავი წერტილები თვალების გარშემო

by guramus

თუ თვალების გარშემო წრეები გაქვთ, ალბათ ბევრი ხერხი სცადეთ მისგან განსათავისუფლებლად: ყინული, კიტრი, ქოქოსის ზეთი… სპეციალისტები ვიყვებიან როგორ ვებრძოლოთ მათ უფრო ეფექტურად.

1. გაიგეთ პრობლემა

ეს ძალიან მნიშვნელოვანია! ყველა მიზეზი გარედან მოგვარებადი არაა. მაგალითად, თუ წრეებს ლურჯი შეფერილობაც დაკრავს, ესეიგი სისხლძარღვები პირდაპირ კანს არიან აკრულნი. წლებთან ერთად უფრო და უფრო შესამჩნევები ხდებიან. თუ ყავისფერი შეფერილობის არიან, ძლიერ პიგმენტაციას ექნება ადგილი, დაკავშირებულს ქრონიკულ დაავადებასთან, ალერგიასთან ან მზეზე ყოფნასთან. სხვა მიზეზებია – ძილის უკმარისობა, საკვებში მარილის სიუხვე და გენეტიკაც.

2. დაიცავით თავი მზისგან

ამისთვის უმჯობესია წაისვათ კრემი SPF 30 მაჩვენებლით ან უფრო მეტით. ეს რეგულარულად აკეთეთ და პიგმენტაციას გაექცევით.

3. გამოიყენეთ საშუალებები ბრწყინვალების შესამატებლად

როგორც წესი, ისინი შეიცავენ ნიაცინამიდს ან ვიტამინ C-ს. უბრალოდ ნუ გადააჭარბებთ.

4. იყიდეთ დამატენიანებელი კრემი თვალებქვეშ წასასმელად

ამ შემთხვევაში სისხლძარღვები კანქვეშ ისეთი შესამჩნევი აღარ იქნებიან. უმჯობესია, თუ კრემი გლიცერინს ან გიალურის მჟავას შეიცავს.

5. შეარჩიეთ სწორი კონსილერი

უმჯობესია თუ აირჩევთ კრემის მაგვარს და არა თხევადს. თავდაპირველად დაიდეთ ქუთუთოებზე, შემდეგ მაკიაჟის ქვეშ, ფუნჯით ან თითით. ნუ აზილავთ მას კანზე, უბრალოდ თითების შეხებით დაიტანეთ. ბოლოს შეგიძლიათ ცოტა პუდრაც დაიყაროთ.

6. შეარჩიეთ მაკიაჟი

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტუშს და ქუთუთოების ფანქარს საკუთარი წვლილი არ შეჰქონდეთ შავი წრეების განვითარებაში. სხვანაირად ვერ განთავისუფლდებით პრობლემისგან, პირიქით, უფრო თვალსაჩინოს გახდით მას.

7. ფრთხილად დაიბანეთ

თუ მაკიაჟს უხეში, ძლიერი მოძრაობებით ჩამოიბანეთ, უარესს გააკეთებთ. ეცადეთ ამ ზონას რაც შეიძლება ნაზად შეეხოთ. დაიბანეთ სახე თბილი წყლით.

8. მეტი იძინეთ და სწორად იკვებეთ

ეს რჩევა ყველასთვის სასარგებლოა და თვალების გარშემო წრეების შემცირებაში ნამდვილად დაგეხმარებათ.