მთავარი სილამაზე თუ ამას ყოველ საღამოს არ გააკეთებთ, თქვენს სახეს ასაკი უფრო მალე დაეტყობა

თუ ამას ყოველ საღამოს არ გააკეთებთ, თქვენს სახეს ასაკი უფრო მალე დაეტყობა

by guramus

რამდენჯერ დაგზარებიათ ძილის წინ სახიდან მაკიაჟის მოშორება? თუ ხშირად ტოვებთ ამ ღამის რიტუალს, უნდა იცოდეთ, რომ ღამე დატოვებული მაკიაჟი იმაზე მეტ ზიანს მოგიტანთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. წარმოგიდგენთ 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩამოიბანოთ მაკიაჟი ყოველთვის:

1. აკნეს აღმოფხვრა

თუ ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ თინეიჯერებს ეხებათ, ცდებით. აკნეს შეუძლია დაბრუნდეს თუ სახეს არ დაიბანთ.

თუ იტანჯებით ან იტანჯებოდით აკნეთი, გამოიყენეთ სპწციალური არა ზეთოვანი და ადვილად მოსაშორებელი მაკიაჟი და მიცელარული წყალი მის ჩამოსაბანად.

2. გადაწევს ასაკობრივ პროცესს

ეს მითი არაა. მეცნიერულადაა დადასტურებული რომ ყოველ ღამე კანი რეგენერაციას ახდენს. თუ ის სიფთა არაა, მალე დაბერდება. ნაოჭები იმაზე ადრე იჩენს თავს, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

რამდენიმე წუთი ღამის რუტინისთვის დათმობით ახალგაზრდულობას და სილამაზეს მაქსიმალურად შეინარჩუნებთ.

3. სახის დატენიანება

კანის უჯრედები ღამით სწრაფად რეგენერირებს, დაეხმარეთ კანს ამ პროცესში: მოიშორეთ მაკიაჟი და შემდეგ დაიდეთ დამატენიანებელი ანტიოქსიდანტებით. არაფერია უკეთესი ვიდრე საწოლში სუფთა, გამოცოცხლებული სახით დაწოლა.

ასევე, გახსოვდეთ მაღალი ხარისხის მაკიაჟის გამოყენება კანის სიჯანსაღისთვის. დაბალხარისხიანი მაკიაჟი პრობლემებს შეგიქმნით.

4. ალერგიებთან ბრძოლა

შეიძლება გეჩვენებათ, რომ კანი ალერგიული რეაქციების მიმართ დამყოლია, მაშინაც კი თუ შესამჩნევი რეაქციები არ აღინიშნება.მაკიაჟით ძილი ეკზემას და სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემებს გამოიწვევს.

სიმპტომები მაშინვე არ ჩნდებიან, მაგრამ თუ გააგრძელებთ მაკიაჟით ძილს რაღაც დროის მერე შენიშნავს სიწითლეს და დეფექტებს.

5. კანის პიგმენტაციის თავიდან არიდება

შეგიმჩნევიათ ასეთი სიმუქეები სახეზე? ზოგიერთი ქალი მას ვერანაირი პროდუქტით ვერ მალავს. მსგავსი ლაქების გაჩემა ყოველთვის მზის და ასაკლბრივი ცვლილებების ბრალი არაა.

შეიძლება ისინი ქრონიკულმა ალერგიულმა რეაქციებმა გამოიწვიონ. მაკიაჟის ღამე ტარება პიგმენტაციის დაავადებებს წარმოშობს.

6. ტუჩების ჰიდრატაციის შენარჩუნება

თუ ფიქრობთ, რომ იმ დროს როცა საწოლისკენ მიეშურებით, ტუჩებზე ტუჩსაცხის ნატამალი აღარაა დარჩენილი, ცდებით. მაშინაც კი თუ მას ვერ ხედავთ, პროდუქტი დელიკატური კანის დეჰიდრატაციას აგრძელებს. შედეგად ვიღებთ გამომშრალ ტუჩებს.

7. თვალების ქვეშ უბეების აღმოფხვრა

Iთუ ხშირად იტოვებთ მაკიაჟს, კანი თვალების ქვეშ გამუქდება. წარმოიქმნება ე. წ. უბეები. მარტივია გამოვიცნოთ იბანთ თუ არა სახეს რეგულარულად. თვალები და მის გარშემო არელი არაჯანსაღ იერს მიიღებს.

8. წამწამების ცვენის აღმოფხვრა

არასოდეს დაიტოვოთ მაკიაჟი საწოლში. ის შეგაშრებათ და წამწამების ჩამოცვენას გამოიწვევს. თვალები დასივდება.

ჩცენ გირჩევთ გამოიყენოთ არაწყალგამძლე მაკიაჟი, რომელიც ადვილად ჩამოიბანება. მოიშორეთ ის ბამბის ტამპონით, ნაზად, ქვევითკენ. არასოდეს მიმართოთ ბრუნვად მოძრაობებს, ამან შესაძლოა წამწამები დააზიანოს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: