მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ თურქული პილმენი საქონლის ხორცით

როგორ მოვამზადოთ თურქული პილმენი საქონლის ხორცით

by Keti

ჩვენთვის კარგად ნაცნობი პელმენის მსგავსი კერძები სხვა ქვეყნებშიც მოიპოვება: მაგალითად, იტალიაში ამზადებენ რავიოლას ან ტორტელინს, ხოლო თურქეთში კი – მანტის. საქმე ის არის, რომ ყველა ამ კერძს ერთი კულინარული წარმოშობა აქვს – თურქები თვლიან, რომ ყველა სახის პელმენი სწორედ თურქულისგან წარმოიშვა.

ეს ასე თუ არა, სადავო საკითხია, რადგან ყველა ეცდება თავისი რეცეპტის ორიგინალად წარმოჩენას. თუმცა დღეს ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გასწავლოთ თურქული მანტის მომზადება საქონლის წვნიანი ფარშის გამოყენებით.

ეს კერძი თურქეთში სუფრასთან მიაქვთ ტომატის პასტასთან, ნიორთან და იოგურტთან ერთად. გარდა ამისა, მას რთავენ ხოლმე პიტნის ფოთლებითა და წითელი დაფქული პილპილით.

ამ მცირე ზომის მანტის გამოსაცხობად, იმისათვის, რომ ის მთელ ოჯახს ეყოს, დიასახლისს უწევს რამდენიმესაათიანი შრომა. მაგრამ თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. მომზადების ჩვენი მეთოდი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, გაცილებით მარტივია. თავად კერძი კი შეუდარებლად უფრო გემრიელი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 140 მლ წყალი
  • 150 მლ საქონლის ბულიონი
  • 500 გ საქონლის ფარში
  • 150 გ ტომატის პასტა
  • 150 გ არაჟანი
  • 30 გ კარაქი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ორი კბილი ნიორი
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომმზადება

1. გაცერი ფქვილი, დაამატე მას ერთი კვერცხი და ერთი მწიკვი მარილი. შემდეგ ამ მასაში ჩაასხი წყალი და მოზილე ცომი პელმენისთვის. გადადგი ის ცოტა ხნით გვერდზე.

2. საქონლის ფარშს შეურიე წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი.

3. ცომი გააბრტყელე დიდი და თხელი ფირფიტის სახით, დაჭერი ის კვადრატებად. ყოველ კვადრატში კი ჩადე მცირე რაოდენობის შიგთავსი. შემდეგ შეაერთე კვადრატის ბოლოები ისე, რომ მისი შიგთავსი გახსნილი დარჩეს.

4. საცხობ ფორმას წაუსვი ზეთი და დააწყე მასზე პელმენის კვადრატები. ჩაასხი ბულიონი და შემდეგ ფორმა შედგი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის მანძილზე.

5. ცხობის პროცესის პარალელურად არაჟანში ჩაამატე პრესში გატარებული ნიორი. კარაქი კი ცეცხლზე გაადნე, დაამატე მას ტომატის პასტა და მოშუშე 30 წამის განმავლობაში, თან სულ ურიე. ჩაამატე ტომატიან მასაში წყალი, მარილი და დაფქული პილპილი გემოვნებით. როცა სოუსი დუღილს დაიწყებს, გადმოდგი ის ცეცხლიდან.

6. მზა თურქულ მანტის მოასხი მომზადებული ტომატის სოუსი. შემდეგ გამოაცხე ისევ 10-15 წუთი. ბოლოს მოასხი არაჟანი და მიიტანე სუფრასთან!

ყოველთვის შეგიძლია, რომ შეარჩიო ერთ-ერთი სოუსი ორის ნაცვლად – გემოვნების მიხედვით. ოღონდ ინგრედიენტების პორცია მისთვის დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება საჭირო. სანამ მანტი ხორცის ფარშის შიგთავსით ცხვება, შეგიძლია მისთვის ბოსტნეულის გარნირი მოამზადო. უმჯობესია, რომ გააკეთო გემრიელი სალათა უმი ბოსტნეულისგან.

მოამზადეთ ამ რეცეპტით თურქული მანტი და მოგვიყევით კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებების შესახებ. ეს სტატია კი თქვენს მეგობრებს გაუზიარეთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: