მთავარი კულინარია ჩანახი და პელმენი ასე უფრო გემრიელია: ქოთანში მომზადებული კერძების რჩეული რეცეპტები

ჩანახი და პელმენი ასე უფრო გემრიელია: ქოთანში მომზადებული კერძების რჩეული რეცეპტები

by Keti

შემწვარი საკვები, წვნიანები, ხორცეული, ფაფა – ყველაფერი, რაც კი ქოთანში მზადდება, გამოდის უჩვეულოდ გემრიელი და სასიამოვნო. გარდა ამისა, ასეთი საკვები იწვევს მყუდრო წარსულის შეგრძნებას. ამ კერძებს უამრავი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ისინი ძალიან სასარგებლოა. ქოთანში ხომ საჭმელის მომზადება უცხიმოდაც შეიძლება. მისი კედლები ქმნის ორთქლის ეფექტს და კერძი კი არ იხარშება, არამედ იშუშება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს უწყობს ვიტამინებისა და მინერალების შენარჩუნებას.

მეორე უპირატესობა ის არის, რომ ქოთანი იმპროვიზაციის უსაზღვრო საშუალებას იძლევა. მასში შეგიძლიათ ჩაალაგოთ ყველაფერი, რასაც მაცივარში ინახავთ. ხოლო ხორცის, ბოსტნეულის, ბურღულეულისა და საკმაზის შერევა, სხვადასხვა კომბინაციით არის შესაძლებელი.

და ბოლოს, ქოთნის კერძები საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია ახალბედებისთვისაც კი. მზადების დროს საკვებს მორევა არ სჭირდება და ის არასდროს არ იწვავს. მთავარი ის არის, რომ ყველა ინგრედიენტი ჩაალაგოთ ქოთანი, დააფაროთ თავსახური და შედგათ ღუმელში გარკვეული დროით.

ქოთანში მომზადებული კერძების რეცეპტები

ჩანახი

ქართული სამზარეულო ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მსოფლიოში. ხაჭაპური და საცივი, ჩახოხბილი და ტყემალი, ლობიო და ხარჩო – ეს სიტყვები განსაკუთრებულად ჟღერს და მაშინვე მადას აღძრავს.

მათ შორის ჩანახი ერთ-ერთი გამორჩეულია.

ინგრედიენტები

  • 700 გ ცხვრიდ ხორცი
  • 100 გ დუმა
  • 400 გ ბადრიჯანი
  • 300 გ ტკბილი წიწაკა
  • 500 გ მსხვილი პომიდორი
  • 250 გ წვრილი პომიდორი
  • 400 გ ხახვი
  • 500 გ კარტოფილი
  • 100 გ ნიორი
  • ერთი მწარე წიწაკა
  • 150 მლ ზეთი
  • 20 გ ქინძი
  • 20 გ ოხრახუში
  • 20 გ მწვანე ხახვი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერი პროდუქტები: ხორცი, ხახვი, დუმა. წვრილი პომიდორი დაჭერი ექვს ნაწილად. კარტოფილი და ბადრიჯანი კი დაჭერი პატარა ნაჭრებად, წვრილად დაჭერი მწვანილიც.

2. გაახურე ტაფა, ჩააწყე მასში დაჭრილი დუმა და რვა წუთის განმავლობაში მოშუშე.

3. მიღებულ ცხიმში ჩაალაგე ხორცი და შეწვი ხუთი წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატე დაჭრილი ხახვი და შუშე კვლავ 10 წუთი. ხახვი და ხორცი ამოიღე ცხიმიდან.

4. ახლა ცხიმიან ტაფაში ჩააწყე დაჭრილი ბადრიჯანი, დაამატე მარილი და შუშე ხუთი წუთის განმავლობაში.

5. სოუსის მოსამზადებლად ბლენდერში დააქუცმაცე მსხვილი პომიდორი, ნიორი, 100 გ ტკბილი და ერთი მწარე წიწაკა.

6. ახლა ყველა ინგრედიენტი ქოთანში ჩაალაგე, ხორცი და ბოსტნეული ქოთანში თანაბრად უნდა იყოს. დაიწყე ორი ს. კ. სოუსით, დაამატე ორი ჩ. კ. ქინძი, ოხრახუში და მწვანე ხახვი. შემდეგ კარტოფილი, ხახვიანი ხორცი, წვრილი პომიდორი, მარილი, პილპილი, ტკბილი წიწაკა და ბადრიჯანი, ზემოდან კვლავ ორი კოვზი სოუსი.

7. ქოთანი უნდა შედგათ ცივ ღუმელში. ჩართეთ 180 გრადუსზე და გამოაცხეთ 80-100 წუთის განმავლობაში.

8. ჩანახი ქოთანში მზად არის, გემრიელად მიირთვით!

 

კარპატული კერძი ქოთანში 

ინგრედიენტები

  • ერთი კილო კარტოფილი
  • ერთი კილო ღორის ხორცი
  • 400 გ ლობიოს კონსერვი
  • ერთი ცალი ხახვი
  • 400 გ დაკონსერვებული სოკო
  • 400-600 გ კორეული სტაფილო
  • ექვსი ს. კ. ტომატის სოუსი
  • მარილი, პილპილი და ნიორი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. დაჭერი კარტოფილი საშუალო კუბებად და ჩააწყე ღრმა ტაფასი, შეწვი ზეთში ოქროსფრამდე.
  2. დაჭერი ხორცი კუბებად, ნიორი ჩაჭყლიტე და შეურიე ტომატის სოუსს. ხახვი დაჭერი ნახევარ რგოლებად.
  3. როცა კარტოფილი ოქროსფერი გახდება, დაამატე მას ხახვი და ხორცი. აურიე, მოაყარე მარილი და პილპილი და ნელ ცეცხლზე შუშე ოთხი წუთი – ფერის შეცვლამდე. მანდვე დაამატე სოკო, ლობიო, სტაფილო. აურიე და დააყოვნე ცეცხლზე კვლავ 5 წუთი. მზა ნარევი ქოთანში გადაიტანე და შეავსე მისი 3/4.
  4. ბულიონის მოსამზადებლად აიღე ორი ლ წყალი, დაამატე დაფნის ფოთოლი, ტომატის სოუსი, პილპილი და ცოტა ოხრახუში. ნარევი აადუღე და დაასხი ქოთნებში.
  5. დაახურე ქოთნებს თავზე და შედგი ცივ ღუმელში. გამოაცხე 180 გრადუსზე 40-50 წუთით. გემრიელად მიირთვი!

 

წიწიბურა ხორცით

ინგრედიენტები

  • ერთი ჭიქა წიწიბურა
  • 450 გ ღორის ხორცი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ორი ცალი ხახვი
  • ერთი ჩ. კ. წიწაკების ნარევი
  • ნახევარი ჩ. კ. ხმელი სუნელი
  • ნახევარი ჩ. კ. კურკუმა
  • ორი ცალი დაფნის ფოთოლი

მომზადება

  1. დაჭერი ხორცი, სტაფილო ზოლებად დაჭერი, ხახვი კი – კუბებად.
  2. შეწვი ხორცი ოქროსფრამდე. დაამატე სანელებლები და მარილი, აურიე. ცალკე ტაფაზე მსუბუქად შეწვი ბოსტნეული.
  3. ქოთნის ძირში ჩაალაგე ხორცი, დაფნის ფოთოლი, სტაფილო ხახვით და გარეცხილი წიწიბურა.
  4. მოაყარე პილპილი და დაასხი ცხელი წყალი, რომელიც ორი სმ-თი უნდა ფარავდეს წიწიბურას.
  5. დაახურე ქოთნებს თავზე და შედგი ცივ ღუმელში. გამოაცხე 180 გრადუსზე 40-50 წუთით. გემრიელად მიირთვი!

 

პელმენი ყველით ქოთანში

ინგრედიენტები

  • 300 გ მზა პელმენი
  • 500 მლ წყალი
  • 50 გ მაგარი ყველი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ერთი ცალი ხახვი
  • 30 გ კარაქი
  • ორი ს. კ. არაჟანი
  • ერთი ჩ. კ. მარილი

მომზადება

  1. პელმენი მოხარშე მარილწყალში, ნახევრად.
  2. წვრილად დაჭერი ხახვი, გახეხე სტაფილო.
  3. ბოსტნეული მოშუშე კარაქში.
  4. შეურიე პელმენი ბოსტნეულს და ჩაალაგე ქოთანში.
  5. ქოთნები ნახევრად აავსე პელმენის ბულიონით.
  6. ზემოდან წაუსვი არაჟანი და მოაყარე გახეხილი ყველი.
  7. დაახურე ქოთნებს თავზე და შედგი ცივ ღუმელში. გამოაცხე 180 გრადუსზე 40-50 წუთით. გემრიელად მიირთვი!

 

კარტოფილი სოსისით ქოთანში

ინგრედიენტები

  • ორი ან სამი კარტოფილი
  • ორი ცალი სოსისი
  • ნახევარი ხახვი
  • ორი ს. კ. არაჟანი
  • ორი ს. კ. სოკო
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად

მომზადება

  1. დაჭერი კარტოფილი ზოლებად და შეწვი ზეთში.
  2. ხახვი დაჭერი ნახევარ რგოლებად, სოსისი კი – წრეებად.
  3. ხახვთან ერთად მოშუშე სოკო და სოსისი.
  4. ქოთნის ძირში ჩაასხი ცოტა წყალი, შემდეგ ჩაალაგე კარტოფილი, მოაყარე მარილი, ზემოდან სოკო და სოსისი ხახვით.
  5. სოსისს ზემოდან დაასხი არაჟანი და შედგი ღუმელში ერთი საათით 140 გრადუს ტემპერატურაზე.

 

ბრინჯი ქოთანში ბოსტნეულით და ყველით

ინგრედიენტები

  • ნახევარი კილო ბრინჯი
  • ერთი ცალი სტაფილო
  • ორი ტკბილი ბულგარული წიწაკა
  • ერთი ჭიქა მწვანე ბარდა
  • ერთი ჭიქა დაკონსერვებული სიმინდი
  • 200 გ ბროკოლი
  • 300 გ ყველი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. სტაფილო და ბულგარული წიწაკა დაჭერი პატარა რგოლებად. ბროკოლი დაყავი პატარა ყვავილედებად.
  2. სტაფილოსა და წიწაკას დაამატე ბარდა, სიმინდი და ბროკოლი.
  3. ბოსტნეული შეურიე ბრინჯს, მოაყარე მარილი და პილპილი.
  4. ქოთანს ძირზე და კედლებზე მოუსვი ზეთი და ჩადე მასში ბრინჯისა და ბოსტნეულის ნარევი. ქოთანი ბოლომდე არ გაავსო. ჩაასხი მასში ცხელი წყალი.
  5. ბრინჯს მოაყარე მსხვილად გხეხილი ყველი.
  6. დაახურე ქოთნებს თავზე და შედგი ცივ ღუმელში და გამოაცხე 200 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში.

 

თევზი ქოთანში

ინგრედიენტები

  • 500 გ ზღვის თევზი
  • ერთი ცალი ხახვი
  • ორი ან სამი კარტოფილი
  • ორი ს. კ. ტომატ პასტა
  • ორი ცალი მჟავე კიტრი
  • ორი ან სამი ს. კ. ნაღები
  • მწიკვი მწარე წითელი პილპილი
  • კარაქი შესაწვავად
  • ორი ს. კ. დაჭრილი მწვანე ხახვი
  • ერთი ჭიქა წყალი

მომზადება

  1. კარტოფილი და კიტრი დაჭერი თხლად, თევზის ფილე დაჭერი კუბებად. ხახვი კი წვრილად.
  2. ტაფაზე გაადნე კარაქი და შეწვი მასში ხახვი.
  3. ოთხ ცალ ქოთანში ჩაალაგე შემწვარი ხახვი და უმი კარტოფილი. მოაყარე პილპილი და თითოეულში თითო ჭიქა წყალი ჩაასხით.
  4. შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში.
  5. შემდეგ გამოიღე ქოთლები, ყოველ მათგანს დაამატე ტომას პასტა, თევზი და კიტრი. დაასხი ნაღები და მოაყარე მარილი. დააფარე ქოთნებს თავზე და კვლავ დააბრუნე ღუმელში 20 წუთით.
  6. სუფრაზე მიწანის წინ კერძი მორთე მწარე ხახვით. გემრიელად მიირთვი!

მოგეწონათ სტატია? აუცილებლად გაუზიარეთ მეგობრებს სოციალურ ქსელებში ეს მარტივი რეცეპტები, ისინი მადლიერები დაგრჩებიან!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: