მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ღვეზელი

როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ღვეზელი

by Keti

გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ ცოტა ადამიანს თუ მოუნდება ქურასთან დგომა და სამზარეულოში ფუსფუსი. თუმცა ოჯახის გამოკვება აუცილებელი ვალდებულებაა. გარდა ამისა, ახლობლები ითხოვენ არა ნებისმიერ კერძს, არამედ გემრიელს. ჩვენი დღევანდელი სტატია მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა გამოკვებოთ ოჯახი მსუყე ვახშმით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, თან მხოლოდ ოთხი ცალი კარტოფილის დახმარებით.

ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტი ნამდვილი მაშველი რგოლია იმ დიასახლისებისთვის, რომლებსაც არ აქვთ იმის დრო, რომ რთული და გემრიელი კერძები მოამზადონ. ჩვენ გთავაზობთ დახმარებას ტაფაზე მომზადებული შესანიშნავი კარტოფილის ღვეზელის სახით.

ღვეზელი კარტოფილით

ინგრედიენტები

  • ოთხი ცალი საშუალო ზომის კარტოფილი
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი ცალი კვერცხის ცილა
  • ერთი ს. კ. ფქვილი
  • ორი ს. კ. ზეთი
  • ერთი კონა ოხრახუში
  • 100 გ მაგარი ყველი
  • მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადება

1. კარტოფილი გაფცქვენი, გარეცხე და გახეხე მსხვილ სახეხზე.

2. ხახვი გაფცქვენი და დაჭერი წვრილად, ასევე წვრილად დაჭერი ოხრახუში. ღრმა ჯამში შეურიე ეს ინგრედიენტები გახეხილ კარტოფილს და კარგად აურიე.

3. ცალკე ჯამში ათქვიფე ერთი კვერცხი და მეორე კვერცხის ცილა, დაამატე ფქვილი, მარილი და პილპილი გემოვნების მიხედვით (შეგიძლიათ სურვილის მიხედვით დაამატოთ ნებისმიერი საყვარელი საკმაზი). კარგად აურიე.

4. მიღებული მასა დაასხი კარტოფილის ნარევს და კვლავ კარგად აურიე.

5. ცხელ ტაფაზე დაასხი ზეითუნის ზეთი და მთლიანი კარტოფილის მასა გადაიტანე მასში. თან კოვზით თანაბრად გადაანაწილე. დაახურე კერძს სახურავი და შუშე 15 წუთის განმავლობაში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებ.

6. ამის შემდეგ ღვეზელი გადააბრუნე ნიჩბის ან დიდი თეფშის დახმარებით და შეწვი მეორე მხარეც ასევე 15 წუთის განმავლობაში. ტაფას თავზე დაახურე.

7. მზა კარტოფილის ღვეზელი გადმოდგი ცეცხლიდან, მოაყარე მას გახეხილი მაგარი ყველი და დატოვე 10 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება. ამის შემდეგ შეგიძლია კერძი დაჭრა საპორციო ნაჭრებად, მოაყარო სასურველი მწვანილი და მაშინვე მიიტანო სუფრასთან. გემრიელად მიირთვით!

ღვეზელი კარტოფილითა და ყველით მზადდება სწრაფად და გამოდის შეუდარებელი – მისი ნაზი შიგთავსი და ხრაშუნა ქერქი არავის დატოვებს გულგრილს. სურვილის შემთხვევაში, კერძში შეგიძლია ჩაამატო ხორცის ფარში, სხვა სეზონური ბოსტნეული, ქამა ან სხვა სოკო და ა.შ. ასევე, როგორც ბონუსი, შეგიძლია შენი საყვარელი სოუსი მოამზადო, მაგალითად, არაჟნის, ნაღების ან ნივრიანი კეფირის.

მოამზადეთ კარტოფილის ღვეზელი სიამოვნებით, შეინახეთ რეცეპტი და გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: