მთავარი კულინარია ღუმელში გამომცხვარი ნეკნები

ღუმელში გამომცხვარი ნეკნები

by Keti

ხშირად ნეკნები იდეალური არ გამოდის, ისინი ისე შრება, რომ ვერც ერთი სოუსი ვერ შველის. ამის თავიდან ასაცილებლად შემოგთავაზებთ რამდენიმე საიდუმლო დეტალს. ნეკნები უნდა დაამარინადოთ მინიმუმ ნახევარი საათით, შემდეგ წამოხარშოთ ხილის წვენში და ამის შემდეგ გამოაცხოთ თაფლისა და მდოგვისგან მომზადებულ სოუსში.

ასეთი რეცეპტით ნეკნების ღუმელში მომზადება არცთუ ისე რთული საკითხია.

ინგრედიენტები

  • 750 გ ღორის ნეკნი
  • ერთი ს. კ. მდოგვი
  • 800 მლ ალუბლის წვენი
  • ორი ს. კ. ბარბექიუს სოუსი
  • ერთი ს. კ. თაფლი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი დაფქული პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. გარეცხე ნეკნები, შეაშრე და დაჭერი საპორციო ნაჭრებად.

2. გადაიტანე ისინი ღრმა ჭურჭელში, დაამატე მარილი, შავი პილპილი და მდოგვი. კარგად აურიე და დატოვე ნახევარი საათით.

3. ქურაზე გააცხელე მშრალი ტაფა და შეწვი ნეკნები 3-3 წუთით, ორივე მხრიდან.

4. ჩაასხი ტაფაში წვენი ისე, რომ მთლიანად დაფაროს ნეკნები. წამოადუღე, შემდეგ ცეცხლს ჩაუწიე, დააფარე სახურავი და შუშე ნახევარი საათის განმავლობაში, სანამ ნეკნი არ მომზადდება.

5. ხორცი გადაიტანე საწურზე, რათა ზედმეტი სითხე მოშორდეს.

6. ცალკე ჭურჭელში შეურიე ბარბექიუს სოუსი და თაფლი, მოასხი ეს მასა ნეკნებს და კარგად აურიე.

7. საცხობ ფორმას ჩააფინე პერგამენტი, ზემოდან დაალაგე ნეკნები და გამოაცხე 250 გრადუსზე, სანამ დაიბრაწება.

შემდეგ გამოიღე ღორის ნეკნები, მოაყარე დაჭრილი მწვანილი და მიიტანე სუფრასთან. სოუსი მიიტანე ცალკე და მიეცი უფლება ახლობლებს, რომ სურვილის მიხედვით გამოიყენონ ის. დაპატიჟე სტუმრები და მოიწონე თავი არაჩვეულებრივი კერძით!

გემრიელად მიირთვით და გაუზიარე ორიგინალური რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: