მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ ბრინჯი კომბოსტოსთან ერთად

როგორ მოვამზადოთ ბრინჯი კომბოსტოსთან ერთად

by Keti

ბერძნულ სამზარეულოს თავისებური საიდუმლოებები აქვს და ის ბევრ ადამიანს უყვარს. არსებობს ისეთი ნაკლებად ცნობილი კერძებიც, როგორიც არის, მაგალითად, ,,ლახანორიზო” – ეს არის მარტივი და გემრიელი ბერძნული სამზარეულოს შინაური კერძი, რომლის საფუძველიც მოშუშული კომბოსტოა, ბრინჯითა და ტომატით. მას ერთგვარი კატლეტის გემო დაჰკრავს, თუმცა კერძი სამარხვოა.

როგორ მოვამზადოთ ბრინჯი კომბოსტოთი

დღეს მოგიყვებით როგორ მოამზადოთ ჩაშუშული კომბოსტო ბრინჯით ბერძნული ნაციონალური კერძის (,,ლახანორიზოს”) მოტივების მიხედვით. ეს საკმარისად ნოყიერი კერძია და თან სამარხვო.

ინგრედიენტები

  • 700-800 გ კომბოსტო (პატარა თავი)
  • 130 გ ბრინჯი
  • ერთი თავი ხახვი
  • ერთი ან ორი სტაფილო
  • ერთი ს. კ. ტომატის პასტა
  • სამი ს. კ. ზეთი
  • 1,5 ჭიქა წყალი
  • მარილი და საკმაზი გემოვნებით

მომზადება

1. ხახვი და სტაფილო გარეცხე და გაფცქვენი. ხახვი დაჭერი მსხვილ კუბებად, სტაფილო კი – რგოლებად, ან გახეხე ის მსხვილ სახეხზე. სტაფილოს რაოდენობა შენი გემოვნების მიხედვით დაარეგულირე – გამოიყენე ერთი ან ორი.

2. ხახვი და სტაფილო შეწვი ზეთში, საშუალო ცეცხლზე.

3. კომბოსტოს თავი გარეცხე გამდინარე წყლის ქვეშ. დაჭერი იგი დაფაზე, რამდენიმე ნაწილად. ხოლო შემდეგ მჭრელი დანით კომბოსტო დაჭერი თხელ ნაჭრებად. ჩაყარე იგი სტაფილოსა და ხახვის ნარევთან ერთად.

4. ტაფაში ჩაასხი ერთი ჭიქა წყალი, დააფარე ხუფი და შუშე 15 წუთის განმავლობაში. შუშვის პროცესში ბოსტნეული რამდენჯერმე აურიე.

5. გარეცხე ბრინჯი რამდენჯერმე, გამჭვირვალე ნარეცხის მიღებამდე. ბოსტნეულს ჩაამატე გარეცხილი ბრინჯი, ტომატ პასტა და ნახევარი ჭიქა წყალი. აურიე ყველაფერი კარგად.

შუშე კერძი საშუალო ცეცხლზე, 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ არ მომზადდება. შუშვის დრო დამოკიდებულია ბრინჯის ხარისხზე.

6. დასრულებამდე 5 წუთით ადრე, კერძს ჩაამატე მარილი და საკმაზი. შეგიძლია გამოიყენო შავი დაფქული პილპილი, დაფქული კორიანდრი ან წიწაკა ჩილი. სუფრაზე მიტანის წინ კერძს შეგიძლია მოაყარო დაჭრილი ოხრახუში.

7. აი, სულ ეს არის! გემრიელი და ნოყიერი კერძი ,,ლახანორიზო” მზად არის. გემრიელად მიირთვით!

ჩვენი აზრით, ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბერძნული ნაციონალური კერძია. ის შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ცხელი, ისე ცივი სახით. კერძი მზადდება სწრაფად, მარტივად, გამოდის წვნიანი, ნაზი და ძალიან გემრიელი. ამას გარდა, შეგიძლიათ მას დაამატოთ სხვადასხვა ინგრედიენტი, მაგალითად, ხორცი, სოკო ან სხვა საყვარელი ბოსტნეული.

მოამზადეთ სიამოვნებით და თუკი რეცეპტი მოგეწონებათ, აუცილებლად აჩვენეთ თქვენს მეგობრებსაც სოციალური ქსელების საშუალებით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: