728
ხდება ხოლმე, რომ მშობლებს ბავშვების მსგავსად აღარ სურთ ახალი სასწავლო წლის მოსვლა, რადგანაც კერძებთან ერთად ლანჩიც მოსაფიქრებელი აქვთ.
წარმოგიდგენთ 7 მარტივ რეცეპტს, რომლებიც თამამად შეგიძლიათ ბავშვს მისცეთ და დარწმუნებულები იყოთ მათ დანაყრებასა და ჯანსაღ წახემსებაში.
ბანანის ბლინები
ინგრედიენტები
- 2 ბანანი
- 2 კვერცხი
- 4 ს. კ. შვრიის ფქვილი
მომზადება
- ბანანს შემოაცალეთ ქერქი და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
- კვერცხთან და ფქვილთან ერთაფ დაჭყლიტეთ ბლენდერში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- კოვზის მეშვეობით მოათავსეთ ცომი ტაფაზე ცოტაოდენ მზესუმზირის ზეთში. ბანანის ბლინები სადიამოვნო ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე უნდა შეწვათ.
ვიტამინებით სავსე ბატონები
ინგრედიენტები
- 10 ფინიკი
- 2 ბანანი
- 200 გ შვრია
- 100 გ მზესუმზირის მარცვლები
- 100 გ ნიგოზი
- 50 გ სეზამი
- 1 ს. კ. თაფლი
- 2 ს. კ ზეითუნის ზეთი
მომზადება
- შვრიის ფაფა აურიეთ ნიგოზთან და თაფლთან და ოდნავ გაახმეთ გაზქურაში. შემდეგ დაუმატეთ ბლენდერში დაჭყლეტილი ბანანი, მარცვლები და სეზამი. ყველაფერი საგულდაგულოდ აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მასიდან გამოძერწეთ ფორმები. მოათავსეთ პერგამენტ დაფარებულ ლანგარზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ გაზქურაში 15 წუთით.
სიმინდის კექსი სოსისებით
ინგრედიენტები
- 100 მლ მდნარი კარაქი
- 100 გ შაქარი
- 2 კვერცხი
- 200 მლ დო
- 0,5 ჩ. კ. საკვები სოდა
- 200 გ სიმინდის ფქვილი
- 200 გ ხორბლის ფქვილი
- 0,5 ჩ. კ. მარილი
- 10 სოსისი
მომზადება
- კარაქი ათქვიფეთ შაქართან და კვერცხთან, შემდეგ ფრთხილად დაუმატეთ დო.
- სიმინდის ფქვილი აურიეთ ხორბლის ფქვილთან, სოდასთან და მარილთან. მიქსერის მეშვეობით შეაერთეთ მშრალი და თხევადი ინგრედიენტები ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე.
- კექსების ფორმას წასუვით ზეთი და მოათავსეთ თითოეულ მათგანში 1 ს. კ. ცომი.
- სოსისები დაჭერით 3-4 ნაწილად და კექსების ცენტრებში მოათავსეთ. დაასხით ცომი ისე, რომ სოსისის ნაჭრები მასაზე ოდნავ ზევიდან მოექცნენ.
- გამოაცხვეთ 200 °C-ზე გაცხელებულ გაზქურაში, 15 წუთით.
მინი-კექსები ბროკოლით და ყველით
ინგრედიენტები
- 500 გ ფენოვანი ცომი
- 4 კვერცხი
- 1 ჭიქა კეფირი
- 300 გ ბროკოლი
- 200 გ მაგარი ყველი
- მუსკატის თხილი
- მარილი და პილპილი
მომზადება
- ცომი ოდნავ გააბრტყელეთ და ჭიქის დახმარებით წრეები გამოჭერით. ფრთხილად გადაიტანეთ ისინი კექსების ფორმებში ისე რომ კიდეები დაიფაროს. თავისუფალი ადგილები ლობიოთი შეავსეთ და გამოაცხვეთ 190 °C -ზე 10 წუთით.
- ბლენდერში აურიეთ კვერცხი, კეფირი და საკმაზები. ბროკოლი დაყავით რამდენიმე ნაწილად.
- თითოეულ ფორმაში ცომით მოათავსეთ ბროკოლის ნაჭერი, დაასხით კვერცხის მასა და ზევიდან გახეხილი ყველი მოაყარეთ. გამოაცხვეთ ამავე ტემპერატურაზე 15 წუთით.
ფუნთუშა-პიცა
ინგრედიენტები
- 300 მლ თბილი წყალი
- 1 ს. კ. შაქარი
- 1 ს. კ. საფუარი
- 0,5 ჩ. კ. მარილი
- 500 გ ფქვილი
- 100 გ ძეხვი
- 50 გ სოუსი პიცისთვის
- 100 გ მოცარელა
მომზადება
- წყალი, შაქარი და საფუარი აირიეთ ღრმა ჯამში და დააყენეთ 10-15წთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ფქვილი და კარგად აურიეთ, სანამ ცომი ბოლომდე არ გამოეყოფა ჭურჭლის კედლებს. გადაიტანეთ ზეთწასმულ ჯამში, შეახვიეთ პირსახოცში და დატოვეთ 45 წუთით თბილ ადგილას.
- ცომი 3 თანაბარ ნაწილად გაყავით და თითოეული გააბრტყელეთ თხელ მართკუთხედად. შემდეგ ჯერ წაუსვით სოუსი, დაადეთ თხლად დაჭრილი ძეხვი და ზევიდან დაახეხეთ ყველი. გადაახვიეთ თითოეული მათგანი რულეტად და დაჭერით ნაჭრებად.
- გადაიტანეთ ფუნთუშები ზეთწასმულ ფორმაში და მოათავსეთ გაზქურაში 30 წუთით 170 °C ტემპერატურაზე, სანამ ოქროსფერ შეფერილოვას არ მიიღებს.
ხაჭოს ორცხობილა
ინგრედიენტები
- 250 გ ფქვილი
- 250 გ ხაჭო
- 250 გ ნაღების კარაქი
- 2 კვერცხი
- 100 გ არაჟანი
- შაქარი
მომზადება
- ცივი კარაქი დაადნეთ ტაფაზე და ხელებით აზილეთ ფქვილთან ჯამში.
- ხაჭო გაცერით და დაუმატეთ კარაქსა და ფქვილს კვერცხის გულთან და არაჟანთან ერთად. მოზილეთ ცომი და მაცივარში 2 საათით მოათავსეთ.
- გაციებული ცომი გააბრტყელეთ, (დაახლოებით 5 მმ სისქით), ჭიქით გამოჭერით წრეები.
- მიეცით წრეებ სკონვერტების ფორმა, ორად გადაკეცეთ.
- გაზქურის ლანგარზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, მოათავსეთ ორცხობილა და გამოაცხვეთ 15 წუთით 200 °C ტემპერატურაზე.
ლავაში შიგთავსით
ინგრედიენტები
- 1 თხელი ლავაშის ფენა
- 1 კვერცხი
- 50 მლ რძე
- 50 გ ბეკონი
- 50 გ პომიდორი
- 50 გ მაგარი ყველი
მომზადება
- ლავაში დაჭერით 4 ნაწილად.
- კვერცხი ათქვიფეთ რძესთან, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბეკონი და პომიდორი. ტაფაზე მცენარეულ ზეთში შეწვით ომლეტი. მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოაყარეთ გახეხილი ყველი.
- გაყავით ომლეტი 4 ნაწილად და შეახვიეთ ლავაშში. შეგიძლიათ შიგნით საყვარელი სოუსი ან სალათის ფოთოლიც დაუმატოთ.
თითოეული ეს კერძი ბავშვებისთვის საყვარელი გახდება და თქვენს ზედმეტ დროს და ძალისხმევას აღარ დახარჯავთ