დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ შესანიშნავი ღვეზელი ხაჭოს შიგთავსით, რომელსაც ხალხში ,,პეტერბურგულს” უწოდებენ.
ხაჭოს ღვეზელი
ეს ღვეზელი ყველა ხაჭოს მოყვარულს მოეწონება. მისი შიგთავსი ძალიან ნაზია და კრემისებური. ამ გემოს ავსებს ფხვიერი ცომისგან შექმნილი ხრაშუნა შოკოლადის ქერქი. ხაჭო უნდა იყოს ცხიმიანი, უკეთესია თუკი სახლის იქნება.
ინგრედიენტები ცომისთვის
- 250 გ ფქვილი
- 125 გ შაქარი
- 25 გ კაკაო
- 150 გ კარაქი
- ერთი ცალი კვერცხი
- ერთი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
- მწიკვი მარილი
ინგრედიენტები შიგთავსისთვის
- ნახევარი კილო ცხიმიანი ხაჭო
- 100 გ შაქარი
- სამი ცალი კვერცხი
- ორი ს. კ. სახამებელი
- ერთი პაკეტი ვანილის შაქარი
ინგრედიენტები მოსაყრელად
- 75 გ შაქარი
- 75 გ კარაქი
- 150 გ ფქვილი
- ორი ს. კ. კაკაო
მომზადება
1. კაკაო და ფქვილი გაცერი, დაამატე შაქარი, კვერცხი და რბილი კარაქი. მოზილე რბილი ცომი და შედგი მაცივარში ნახევარი საათით.
2. ცომი გააბრტყელე მაგიდაზე და ფრთხილად გადაიტანე ზეთწასმულ საცხობ ფორმაში. თანაბრად გადაანაწილე ფსკერსა და კედლებზე.
3. შიგთავსის მოსამზადებლად კვერცხის გულები ცილებისგან გააცალკევე. გულები შეურიე შაქარს და სახამებელს. დაამატე მას ხაჭო და კარგად აურიე. შემდეგ ფრთხილად, კოვზის საშუალებით დაამატე ათქვეფილი ცილა, თითქოს ციფრ რვიანს ხაზავდე.
4. ზემოდან მოსაყრელის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი დაანამცეცე ხელით.
5. ხაჭოს მასა გადაიტანე ფორმაში და ზემოდან მოაყარე ტკბილი ნამცეცები.
6. ღვეზელი გამოაცხე 180 გრადუსზე ერთი საათის განმავლობაში. იმისათვის, რომ ნამცხვარი არ დაეცეს, ის გააციე მიხურულ ღუმელში.
7. ნამცხვარი სრულად გააციე და ისე მიირთვი!
მოგეწონათ დესერტის რეცეპტი? მაშინ სწრაფად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებსაც!