მთავარი კულინარია როგორ მოვამზადოთ პომიდვრის მარინადი მცენარეულ ზეთში

როგორ მოვამზადოთ პომიდვრის მარინადი მცენარეულ ზეთში

by Keti

პომიდორი, როგორც კერძი, სუფრისთვის არაჩვეულებრივი ატრიბუტია, განსაკუთრებით კი მისი მარინადი. დღეს გთავაზობთ პომიდვრის მარინადის ახლებურ რეცეპტს. დაჭერით პომიდორი ნაწილებად და ისე დაამარინადეთ, რომ მოსახერხებელი შესაჭმელიც იყოს და სრულიად ახალი გემოც შეიძინოს.

დაკონსერვებული პომიდორი

ინგრედიენტები

  • ნახევარი კილო პომიდორი
  • სამი ცალი ტკბილი წიწაკა
  • ოთხი კბილი ნიორი
  • ოთხი თავი ხახვი
  • ერთი ცალი მწარე წიწაკა
  • ერთი ლიტრი წყალი
  • ერთი ჭიქა ზეთი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • სამი ს. კ. შაქარი
  • ექვსი მარცვალი შავი პილპილი
  • ექვსი ცალი დაფნის ფოთოლი
  • ნახევარი ჭიქა 6%იანი ძმარი

მომზადება

1. პომიდორი და ბულგარული წიწაკა გაჭერი ოთხ ნაწილად. ხახვი და მწარე წიწაკა კი – რგოლებად დაჭერი. ნიორი გაჭერი შუაზე.

2. მოამზადე მარინადი, აადუღე წყალი და ჩაყარე მასში შაქარი, მარილი, ძმარი და საკმაზი.

3. ბოსტნეული ჩააწყე ქილებში, ერთმანეთის მონაცვლეობით. დაასხი მათ მარინადი და დატოვე 10 წუთი. შემდეგ გადაასხი მარინადი სხვა ჭურჭელში, წამოადუღე კიდევ ერთხელ და დაასხი ბოსტნეულს ხელახლა. დაამატე მას ზეთი და შეგიძლია მოხუფო სტერილური ხუფებით.

ამ რეცეპტით შეგიძლია მოამზადო მწვანე პომიდორიც. უმი სახით მწვანე პომიდორი საერთოდ გამოუსადეგარია, ხოლო დამარინადების შემდეგ ის საკმაოდ სასიამოვნო მოტკბო და მომჟაო კერძი გამოდის.

იმისათვის, რომ გამოგივიდეს გემრიელად დამარინადებული პომიდორი, შეარჩიე არა გადამწიფებული, არამედ საშუალო სიმწიფის, ოდნავ მკვახე, გარეგანი დაზიანების გარეშე. დაახლოებით ერთნაირი ზომისა და ერთი ჯიშის პომიდორი.

შეინახე ჩვენი შემოთავაზებული რეცეპტი და დაამარინადე პომიდორი სასურველ დროს. გაუზიარე სტატია შენს მეგობრებსაც სოციალური ქსელების საშუალებით!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: