მთავარი კულინარია რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილა კარაქით

რეცეპტი: როგორ მოვამზადოთ ფხვიერი ორცხობილა კარაქით

by guramus

ფხვიერი ორცხობილა პირში უნდა დნებოდეს. ის უნდა იყოს ტკბილი, ნაზი და ფხვნადი. მსგავს ნამცხვარზე ოცნებობს ყველა დიასახლისი. დღეს ზუსტად ასეთი ორცხობილის რეცეპტს შემოგთავაზებთ. ფხვიერი ორცხობილა მაშინვე დაიპყრობს თქვენს გულებს.

ინგრედიენტები

  • 100 გ კარაქი
  • 120 გ ფქვილი
  • 50 გ შაქრის პუდრა
  • ნახევარი ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • ხუთი ს. კ. შაქარი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • ერთი პაკეტი ვანილი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1. დარბილებულ კარაქს შეურიე შაქრის პუდრა.

2. ცალკე ჭურჭელში შეურიე გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი.

3. ეს ნარევი შეურიე კარაქს და მოზილე ცომი. გააკეთე მისგან დიდი გუნდა და შედგი ცომი მაცივარში ერთი საათით.

4. ამის შემდეგ ცომი გაყავი ორ თანაბარ ნაწილად, გადაახვიე ძეხვისებურად და დაჭერი პატარა ნაჭრებად.

5. ცალკე ჭურჭელში ათქვიფე კვერცხი, ხოლო მეორეში ჩაყარე შაქარი. ცომის თითოეული ნაწილი ამოავლე კვერცხში, შემდეგ კი შაქარში და დაალაგე ცხიმწასმულ საცხობზე. გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე 15-20 წუთის განმავლობაში.

ორცხობილა მზადაა! გემრიელად მიირთვი და გაგვიზიარე შთაბეჭდილებები კომენტარებში!

ეს შესანიშნავი რეცეპტი კი გაუზიარე შენს მეგობრებს!