მთავარი სილამაზე ბავშვობაშიც არ მქონია ასეთი რბილი ქუსლები: აი, 10 რეცეპტი მათ მოსავლელად

ბავშვობაშიც არ მქონია ასეთი რბილი ქუსლები: აი, 10 რეცეპტი მათ მოსავლელად

by Keti

თითქმის ყველა ქალი დიდ ყურადღებას უთმობს სახის კანისა და სხეულის მოვლას. მაგრამ არსებობს ორგანიზმის ნაწილები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაგალითად, ასეთია ტერფები და ქუსლები.

დღეს ჩვენ მოგიმზადეთ ქუსლის მოვლის 10 შინაური საშუალება, რომლებიც გადაგიჭრით ქუსლის სიმშრალის, ნახეთქებისა და გაუხეშების პრობლემას.

ქუსლის სიმშრალის საწინააღმდეგო საშუალებები

კვერცხის ნიღაბი

ერთი კვერცხის გული შეურიე ერთ ჩ. კ. ლიმონის წვენს და ერთ ს. კ. კარტოფილის სახამებელს. ნარევი კარგად აურიე და წაისვი ქუსლის ცხელი წყლით დარბილებულ კანზე. დაიტოვე საშუალება სრულ გახმობამდე და შემდეგ ჩამოიბანე ცხელი წყლით და წაისვი ცხიმიანი მალამო.

კომპრესი ალოეთი

ალოეს ერთი ღერო დააქუცმაცე და შეიზილე პრობლემურ ადგილებში. ზემოდან შემოიხვიე საკვები ცელოფანი, ჩაიცვი წინდები და დაიტოვე ეს საშუალება მთელი ღამის განმავლობაში.

კარტოფილი ხახვითა და კომბოსტოთი

აიღე ნახევარი თავი საშუალო ზომის ხახვი, კომბოსტოს რამდენიმე ფოთოლი და ერთი მოხარშული კარტოფილი. ყველა ინგრედიენტი ბლენდერის საშუალებით ათქვიფე. პიურე გაყავი ორად, ჩააწყე ორ პაკეტში, ამოიცვი ისინი ფეხებზე და დაიტოვე ორი საათის განმავლობაში. შემდეგ მოიხსენი და ჩამოიბანე ფეხები თბილი წყლით.

ხახვის კომპრესი

ეს საშუალება ძალიან უხდება საკმაოდ გაუხეშებულ ქუსლებს. დამდუღრე წყლით ერთი თავი ხახვი, გაჭერი ოთხ ნაწილად და ბალახის აბაზანის შემდეგ დაიდე ხახვის რგოლები ქუსლებზე, შემოდან შემოიხვიე საკვები ცელოფანი და დააფიქსირე ბინტით. ხახვი დაიტოვე მთელი ღამით. დილით მოიხსენი კომპრესი, ქუსლები გაიხეხე პემზით და წაისვი კრემი.

ყაბაყის ნიღაბი

პატარა ზომის ყაბაყი დაჭერი წვრილად ან გახეხე. დაადე ბინტს და შემოიხვიე ქუსლებზე დაახლოებით ნახევარი საათის მანძილზე. ამის შემდეგ ნარჩენები ჩამოიბანე თბილი წყლით და წაისვი მალამო. ეს საშუალება კარგად უმკლავდება გაუხეშებულ კანს.

მწვანე ჩაისა და ლიმონის ნიღაბი

ერთი ლიმონის ცედრა დააქუცმაცე ბლენდერით და შეურიე მწვანე ჩაის ნაყენს. მიაქციე ყურადღება, რომ ნარევი იყოს აუცილებლად თბილი. წაისვი ეს ნიღაბი ტერფებზე, შემდეგ შემოიხვიე საკვები ცელოფანი და ზემოდან ჩამოიცვი წინდები. დაიტოვე ასე მთელი ღამის განმავლობაში. მეორე დილით კი თბილი წყლით ჩამოიბანე.

ქრისტესისხლას კომპრესი

ახალი ქრისტესისხლას ღეროები დააქუცმაცე და მიიყვანე ფაფისებურ მდგომარეობამდე, შემდეგ დაიდე ქუსლებზე, შემოიხვიე პოლიეთილენის პაკეტები და ჩაიცვი წინდები. არ ჩამოიბანო დაახლოებით 12 საათი. დილით გაუხეშებული კანის გახეხვა პემზით არც კი დაგჭირდება.

ყავის ნიღაბი

ცხელ წყალში ან ბალახის აბაზანაში ჩამბალ ქუსლებზე წაისვი ყავის, არაჟნის, კეფირისა და თაფლის ნარევი (თანაფარდობით ყველა 1:1). ნიღაბი დაიტოვე 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანე. ქუსლებზე შეიზილე ლანოლინი, შეიფუთე პოლიეთილენის პაკეტით და დაწექი დასაძინებლად.

ზეითუნის ზეთის სკრაბი

სამი ს. კ. ზეითუნის ზეთს შეურიე ერთი ჩ. კ. მსხვილი მარილი, ამ საშუალებით დაიმასაჟე ქუსლები, როგორც ამას სკრაბით იზამდი – გააკეთე რბილი და წრიული მოძრაობები ფეხის მთელ ზედაპირზე, შემდეგ ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანე და ტერფებზე ცხიმიანი მალამო შეიზილე.

ლიმონის ქერქი

ლიმონი გაჭერი შუაზე, გამოწურე მისგან მთელი წვენი და ქერქის ნაწილები შემოიცვი ქუსლებზე, როგორც პატარა ქოში. ზემოდან ჩაიცვი მჭიდრო წინდა და დაწექი დასაძინებლად. დილით ლიმონის კანი მოიცილე, დაიბანე ფეხები თბილი წყლით და წაისვი მსუბუქად კრემი.

ნიღბებისა და კომპრესების გამოყენების დროს გაითვალისწინე საკუთარი ორგანიზმის ინდიციდუალური თავისებურებები და შესაძლო ალერგიული რეაქციები, რათა კანს რაიმე ზიანი არ მიაყენო. ასევე ეცადე, რომ ქუსლების მოვლის საშუალებები დასვენების პერიოდში გამოიყენო, რათა პროცედურის მომდევნო დღეებში შემცირებული იყოს ფეხებზე დატვირთვა.

მოგეწონათ ჩვენი რეცეპტები? შეინახეთ, გამოიყენეთ და აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: